მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეიძინა თუ არა ჯაბა სამუშიამ ერთ დღეში სამი ბინა
შეიძინა თუ არა ჯაბა სამუშიამ ერთ დღეში სამი ბინა

დღეს სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ფრეშ­ნი­უს­მა" გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტის ჯაბა სა­მუ­ში­ას მიერ, ერთ დღე­ში სამი ბი­ნის შე­ძე­ნის შე­სა­ხებ. ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით ჯაბა სა­მუ­ში­ას და თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი ვთო­ვეთ:

- ეს ბი­ნე­ბი კერ­დი­ტით მაქვს აღე­ბუ­ლი და რო­დის დავ­ფა­რავ კაც­მა არ იცის. არა მაქვს უფ­ლე­ბა რომ კრე­დი­ტი ავი­ღო?! ეს ბი­ნე­ბი არაა ჩემი და ეს პირ­და­პირ წე­რია ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­შიც, სა­დაც ბი­ნის მე­სა­კუთ­რედ მშე­ნებ­ლი კომ­პა­ნი­აა მი­თი­თე­ბუ­ლი, თუმ­ცა "ფრეშ­ნი­უს­მა" (ვინც ეს ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა) ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მე­ო­რე გვედ­რი, სა­დაც მე­სა­კუთ­რეა მი­თი­თე­ბუ­ლი არ აჩ­ვე­ნა და მა­ყუ­რე­ბე­ლი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა. კრე­დი­ტით ბი­ნის შე­ძე­ნა, ხდე­ბა ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე და რად­გან საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტი ვარ მე მეკ­რძა­ლე­ბა?!

- ანუ მხო­ლოდ კრე­დი­ტის და­ფარ­ვის შემ­დეგ გახ­დე­ბით ბი­ნის მე­სა­კუთ­რე?

- რა თქმა უნდა. აბა ისე ვინ მა­ჩუ­ქებს ბი­ნას. მე მაქვს აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა რომ ეს კრე­დი­ტი უნდა დავ­ფა­რო და მხო­ლოდ ამის მერე გახ­დე­ბა ეს ბინა ჩემი. მე რომ რა­მეს არას­წორს ვა­კე­თებ­დე და ხალ­ხის მო­ტყუ­ე­ბა მინ­დო­დე ასე ღიად გა­ვა­კე­თებ­დი რა­მეს?! არა­ფე­რი მაქვს არა­ვი­სათ­ვის და­სა­მა­ლი. მყავს სამი ბიჭი, ამ­ჟა­მად მაქვს სა­მო­თა­ხი­ა­ნი ბინა, სა­დაც სა­ცხოვ­რე­ბე­ლია ორი ოთა­ხი და მინ­და ბი­ჭებს ერთი ოთა­ხით მეტი ჰქონ­დეთ და არა მაქვს ამის უფ­ლე­ბა?! რო­დე­საც მე ვი­ყი­დე ეს ბი­ნე­ბი იქ იყო სამი ბინა, აქე­დან ორი ერ­თო­თა­ხი­ა­ნი იყო ( ერთი 35 კვმ, მე­ო­რე 38 კვმ) და ერთი ორო­თა­ხი­ა­ნი ბინა. რო­დე­საც მი­ვე­დი და ვუ­თხა­რი რომ მინ­და ოთო­თა­ხი­ა­ნი ბინა მეთ­ქი, მშე­ნე­ბელ­მა კომ­პა­ნი­ამ ეს სამი ბინა გა­ა­ერ­თი­ა­ნა. მთლი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თია 130 კვმ. კი­დევ ვი­მე­ო­რებ რომ ეს ბინა ამ მო­მენ­ტი­სათ­ვის ჩემი არაა. მე მაქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა რომ ამ კრე­დიტს დავ­ფა­რავ და მხო­ლოდ ამის მერე ხდე­ბა ბინა ჩემი სა­კუთ­რე­ბა, მაგ­რამ თუ ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ვერ შე­ვას­რუ­ლე ბინა ჩემი სა­კუთ­რე­ბა არ გახ­დე­ბა.

- ეს ბინა იგი­ვე პი­რო­ბე­ბით შე­ი­ძი­ნეთ რო­გორც სხვა მყიდ­ვე­ლებ­მა?

- რა თქმა უნდა. ზუს­ტად იმ პი­რო­ბე­ბით ვი­ყი­დე რო­გორც სხვებ­მა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ფასი ფირ­მას ჰქონ­და 650 დო­ლა­რი ერთი კვმ. ეს სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რებ­ზეც კი ჰქონ­დათ გა­მოკ­რუ­ლი და მეც ზუს­ტად ამ ფა­სად შე­ვი­ძი­ნე. არა­ნა­ი­რი შე­ღა­ვა­თით არ მი­სარ­გებ­ლია, ზუს­ტად იმ პი­რო­ბე­ბით გა­ფორმ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რო­გორც ნე­ბის­მი­ერ სხვა მყიდ­ვე­ლის შემ­თხვე­ვა­ში.

ლადო გო­გო­ლა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

შეიძინა თუ არა ჯაბა სამუშიამ ერთ დღეში სამი ბინა

შეიძინა თუ არა ჯაბა სამუშიამ ერთ დღეში სამი ბინა

დღეს საინფორმაციო სააგენტო "ფრეშნიუსმა" გაავრცელა ინფორმაცია, საკრებულოს დეპუტატის ჯაბა სამუშიას მიერ, ერთ დღეში სამი ბინის შეძენის შესახებ. ჩვენ დავუკავშირდით ჯაბა სამუშიას და თემასთან დაკავშირებით კომენტარი ვთოვეთ:

- ეს ბინები კერდიტით მაქვს აღებული და როდის დავფარავ კაცმა არ იცის. არა მაქვს უფლება რომ კრედიტი ავიღო?! ეს ბინები არაა ჩემი და ეს პირდაპირ წერია ხელშეკრულებაშიც, სადაც ბინის მესაკუთრედ მშენებლი კომპანიაა მითითებული, თუმცა "ფრეშნიუსმა" (ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა) ხელშეკრულების მეორე გვედრი, სადაც მესაკუთრეა მითითებული არ აჩვენა და მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა. კრედიტით ბინის შეძენა, ხდება ყოველ ფეხის ნაბიჯზე და რადგან საკრებულოს დეპუტატი ვარ მე მეკრძალება?!

- ანუ მხოლოდ კრედიტის დაფარვის შემდეგ გახდებით ბინის მესაკუთრე?

- რა თქმა უნდა. აბა ისე ვინ მაჩუქებს ბინას. მე მაქვს აღებული ვალდებულება რომ ეს კრედიტი უნდა დავფარო და მხოლოდ ამის მერე გახდება ეს ბინა ჩემი. მე რომ რამეს არასწორს ვაკეთებდე და ხალხის მოტყუება მინდოდე ასე ღიად გავაკეთებდი რამეს?! არაფერი მაქვს არავისათვის დასამალი. მყავს სამი ბიჭი, ამჟამად მაქვს სამოთახიანი ბინა, სადაც საცხოვრებელია ორი ოთახი და მინდა ბიჭებს ერთი ოთახით მეტი ჰქონდეთ და არა მაქვს ამის უფლება?! როდესაც მე ვიყიდე ეს ბინები იქ იყო სამი ბინა, აქედან ორი ერთოთახიანი იყო ( ერთი 35 კვმ, მეორე 38 კვმ) და ერთი ოროთახიანი ბინა. როდესაც მივედი და ვუთხარი რომ მინდა ოთოთახიანი ბინა მეთქი, მშენებელმა კომპანიამ ეს სამი ბინა გააერთიანა. მთლიანი საცხოვრებელი ფართია 130 კვმ. კიდევ ვიმეორებ რომ ეს ბინა ამ მომენტისათვის ჩემი არაა. მე მაქვს ვალდებულება რომ ამ კრედიტს დავფარავ და მხოლოდ ამის მერე ხდება ბინა ჩემი საკუთრება, მაგრამ თუ ეს ვალდებულება ვერ შევასრულე ბინა ჩემი საკუთრება არ გახდება.

- ეს ბინა იგივე პირობებით შეიძინეთ როგორც სხვა მყიდველებმა?

- რა თქმა უნდა. ზუსტად იმ პირობებით ვიყიდე როგორც სხვებმა. ოფიციალური ფასი ფირმას ჰქონდა 650 დოლარი ერთი კვმ. ეს სარეკლამო ბანერებზეც კი ჰქონდათ გამოკრული და მეც ზუსტად ამ ფასად შევიძინე. არანაირი შეღავათით არ მისარგებლია, ზუსტად იმ პირობებით გაფორმდა ხელშეკრულება, როგორც ნებისმიერ სხვა მყიდველის შემთხვევაში.

ლადო გოგოლაძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია