რა განაჩენი გამოიტანა სასამართლომ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული ექსპერტის შესახებ - ლევან ჩაჩუას კომენტარი

რა განაჩენი გამოიტანა სასამართლომ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული ექსპერტის შესახებ - ლევან ჩაჩუას კომენტარი

მართალი ვიყავი და, რა თქმა უნდა, ველოდი ასეთ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ ჟურნალისტებს ექსპერტმა, ლევან ჩაჩუამ განუცხადა.

მისივე თქმით, ემოციური ფონიდან გამომდინარე, დღეს დამატებითი კომენტარის გაკეთება გაუჭირდება.

კითხვაზე - აპირებს თუ არა ჩაჩუა იმ სამართალდამცველების მიმართ, რომლებმაც ბრალი წაუყენეს, სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას, როგორც ექსპერტმა განაცხადა, ასეთ რამეს არ გეგმავს.

"ყველა უშვებს შეცდომას, ყველა ადამიანია. არანაირ ჩივილს არ ვაპირებ", - განაცხადა ჩაჩუამ.

მისი ადვოკატის, ზურაბ ტაბიძის თქმით, მოსამართლეს სხვა განაჩენის გამოტანის უფლება არ ჰქონდა.

"აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანდა. ამას ვეუბნებოდი ლევან ჩაჩუასაც, რომელთან მიმართებაშიც სამართალი აღდგა", - განაცხადა ტაბიძემ.

საქართველოს ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექსპერტი ლევან ჩაჩუა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ლევან ჩაჩუას სამსახურებრივი გულგრილობა ედებოდა ბრალად და პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ასევე: პროკურატურა ლევან ჩაჩუას გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ