პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი - კარგი იქნება, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი ქალი იყოს
გიორგი მარგველაშვილი - კარგი იქნება, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი ქალი იყოს

კარ­გი იქ­ნე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მე-5 პრე­ზი­დენ­ტი ქალი იყოს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა სას­ტუმ­რო "რე­დი­სონ­ში"'გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ქალ­თა პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­კი­თხზე მა­ღა­ლი დო­ნის შეხ­ვედ­რა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ქვეყ­ნის პირ­ველ­მა პირ­მა პო­ლი­ტი­კა­ში ქალ­თა რო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე საკ­მა­ოდ ვრცლად ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მო­მა­ვა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა ქვეყ­ნის­თვის სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა. "

"ჩვენ დღეს ვაგ­რძე­ლებთ იმ პრო­ცესს, რო­მელ­შიც დიდი ხა­ნია აქ­ტი­უ­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობთ. პრო­ცე­სის ში­ნა­არ­სი მდგო­მა­რე­ობს შემ­დეგ­ში: ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მა­ში, ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში ბევ­რად მეტი ქალი უნდა იყოს ჩარ­თუ­ლი მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე. დღე­ვან­დე­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით შეხ­ვედ­რა მიქ­მნის იმის გან­ცდას, რომ ამა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კონ­სენ­სუნ­სი შემ­დგა­რია. რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტია ამ პრო­ცეს­ში, რომ­ლის გა­მო­ყო­ფაც და ხაზ­გას­მაც მინ­და.

პირ­ველ რიგ­ში უნდა აღ­ვნიშ­ნო ერთი რამ - ის, რომ ქა­ლე­ბი უფრო აქ­ტი­უ­რად უნდა იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი, ისე ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ში, ის რომ მეტი ქალი უნდა იყოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით ორ­გა­ნო­ებ­ში, ისე­ვე რო­გორც აღ­მას­რუ­ლე­ბელ სის­ტე­მა­ში, ეს ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ჩვენ არ გა­მოგ­ვი­გო­ნია. არის ჭეშ­მა­რი­ტე­ბე­ბი, არის ცოდ­ნა, რომ­ლი­თაც კა­ცობ­რი­ო­ბა უკვე მდი­და­რია და ამ ცოდ­ნის, ამ მო­ნა­ცე­მე­ბის და კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე ჩვენ ნათ­ლად ვხე­დავთ სუ­რათს, რომ ქვეყ­ნებ­ში სა­დაც ქალ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მა­ღა­ლია, ბევ­რად უფრო სტა­ბი­ლუ­რი, კონ­კრე­ტულ მიზ­ნებ­ზე, მათ კვა­ლი­ფი­ცი­ურ გა­და­წყვე­ტა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კაა და ეს არის ფაქ­ტობ­რი­ვი რე­ა­ლო­ბა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც შეგ­ვიძ­ლია მი­ვი­ღოთ გარ­კვე­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. ჯერ კი­დევ არ გვაქვს ის სტა­ტის­ტი­კუ­რი დონე, რო­მე­ლიც სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბო­და ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და გა­ნა­პი­რო­ბებ­და უფრო აქ­ტი­ურ, უფრო მშვი­დო­ბი­ან და უფრო მო­მა­ვალ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ გან­ვი­თა­რე­ბას.

გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მმარ­თვე­ლო­ბით სის­ტე­მებ­ში ქა­ლე­ბის წარ­მოდ­გე­ნა 40 პრო­ცენ­ტამ­დეა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს რი­ცხვი ჩვენ­თვის უნდა იყოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ამ პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლის­კენ დი­ნა­მი­უ­რად უნდა მი­ვის­წრა­ფო­დეთ. ჩვენ იმის­თვის რომ რე­ა­ლუ­რად მი­ვი­დეთ ამ დო­ნემ­დე, უნდა შე­მო­ვი­ღოთ კვო­ტი­რე­ბის სის­ტე­მა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სხვა­დას­ხვა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბია, მაგ­რამ ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ის რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ნა­ბი­ჯი უნდა გა­და­იდ­გას და ეს აი­სა­ხოს მო­მა­ვალ არჩვე­ნებ­ზე, ამა­ში ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი და მო­ვუ­წო­დებ ჩვენს პო­ლი­ტი­კურ სპექტს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქ­ტი­უ­რად ვი­მუ­შა­ოთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. მე იმი­სიც მჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მე-5 პრე­ზი­დენ­ტი კარ­გი იქ­ნე­ბა რომ ქალი იყოს და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც კარ­გი იქ­ნე­ბა რომ ერ­თად გა­დავ­დგათ ნა­ბი­ჯე­ბი", - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა. პრე­ზი­დენ­ტის შე­ფა­სე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნის ბევ­რად უფრო კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მოს.

"ქა­ლე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ძა­ლი­ან აქ­ტი­ურ ნა­წილს. ქა­ლე­ბის კი­სერ­ზე გა­და­ვი­და ძა­ლი­ან ბევ­რი დრა­მა­ტუ­ლი პრო­ცე­სი. ქა­ლე­ბი არი­ან ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი მეც­ნი­ე­რე­ბა­ში, ხე­ლოვ­ნე­ბა­ში. ის, რომ პო­ლი­ტი­კა­ში ეს ჯერ ბო­ლომ­დე არ არის ასა­ხუ­ლი, ბუ­ნებ­რი­ვია, უნდა გა­მოს­წორ­დეს", - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ა­ხე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

გიორგი მარგველაშვილი - კარგი იქნება, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი ქალი იყოს

გიორგი მარგველაშვილი - კარგი იქნება, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი ქალი იყოს

კარგი იქნება, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი ქალი იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო "რედისონში"'განაცხადა, სადაც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხზე მაღალი დონის შეხვედრა მიმდინარეობს. ქვეყნის პირველმა პირმა პოლიტიკაში ქალთა როლის გაძლიერების მნიშვნელობაზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალი არჩევნებისთვის ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება. ''

"ჩვენ დღეს ვაგრძელებთ იმ პროცესს, რომელშიც დიდი ხანია აქტიურად ვმონაწილეობთ. პროცესის შინაარსი მდგომარეობს შემდეგში: ქართულ სახელმწიფო სისტემაში, ქართულ რეალობაში ბევრად მეტი ქალი უნდა იყოს ჩართული მაღალ თანამდებობებზე. დღევანდელი წარმომადგენლობით შეხვედრა მიქმნის იმის განცდას, რომ ამაზე საქართველოში მნიშვნელოვანი კონსენსუნსი შემდგარია. რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტია ამ პროცესში, რომლის გამოყოფაც და ხაზგასმაც მინდა.

პირველ რიგში უნდა აღვნიშნო ერთი რამ - ის, რომ ქალები უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ფუნქციონირებაში, ის რომ მეტი ქალი უნდა იყოს წარმომადგენლობით ორგანოებში, ისევე როგორც აღმასრულებელ სისტემაში, ეს ჭეშმარიტება ჩვენ არ გამოგვიგონია. არის ჭეშმარიტებები, არის ცოდნა, რომლითაც კაცობრიობა უკვე მდიდარია და ამ ცოდნის, ამ მონაცემების და კვლევის საფუძველზე ჩვენ ნათლად ვხედავთ სურათს, რომ ქვეყნებში სადაც ქალთა მონაწილეობა მაღალია, ბევრად უფრო სტაბილური, კონკრეტულ მიზნებზე, მათ კვალიფიციურ გადაწყვეტაზე ორიენტირებული პოლიტიკაა და ეს არის ფაქტობრივი რეალობა, რომლის საფუძველზეც შეგვიძლია მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები. ჯერ კიდევ არ გვაქვს ის სტატისტიკური დონე, რომელიც სასარგებლო იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის და განაპირობებდა უფრო აქტიურ, უფრო მშვიდობიან და უფრო მომავალზე ორიენტირებულ განვითარებას.

განვითარებული ქვეყნების მმართველობით სისტემებში ქალების წარმოდგენა 40 პროცენტამდეა. სავარაუდოდ, ეს რიცხვი ჩვენთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი და ამ პროცენტული მაჩვენებლისკენ დინამიურად უნდა მივისწრაფოდეთ. ჩვენ იმისთვის რომ რეალურად მივიდეთ ამ დონემდე, უნდა შემოვიღოთ კვოტირების სისტემა. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა შეხედულებებია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ის რომ ამ მიმართულებით ნაბიჯი უნდა გადაიდგას და ეს აისახოს მომავალ არჩვენებზე, ამაში ვარ დარწმუნებული და მოვუწოდებ ჩვენს პოლიტიკურ სპექტს, საზოგადოებას აქტიურად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. მე იმისიც მჯერა, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი კარგი იქნება რომ ქალი იყოს და ამ მიმართულებითაც კარგი იქნება რომ ერთად გადავდგათ ნაბიჯები", - განაცხადა მარგველაშვილმა. პრეზიდენტის შეფასებით, აღნიშნული მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები საქართველოში შექმნის ბევრად უფრო კონკურენტულ გარემოს.

"ქალები წარმოადგენენ ჩვენი საზოგადოების ძალიან აქტიურ ნაწილს. ქალების კისერზე გადავიდა ძალიან ბევრი დრამატული პროცესი. ქალები არიან ძალიან აქტიური მეცნიერებაში, ხელოვნებაში. ის, რომ პოლიტიკაში ეს ჯერ ბოლომდე არ არის ასახული, ბუნებრივია, უნდა გამოსწორდეს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა