"იმედის კვირაში" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა ზუგდიდში პარტიის ოფისთან გამართული აქციის შესახებ ისაუბრა და აქციის ორგანიზატორად ხელისუფლება დაასახელა.
გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა შალვა რამიშვილმა ოპოზიციონერს ასეთი "ცინიკური შეკითხვა დაუსვა.
"2007 წელს ბატონი ბეჟან გუნავა სცემეს ძალოვანების წარმომადგენლებმა, დაარბიეს და მას შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ ხუთი წელი იყო ხლეისუფლებაში. რა გაძლევთი იმის თქმის უფლებას, რომ ანალოგიური არ განმერდება. ასეთი ცინიკური შეკითხვა მინდა დაგისვათ", - აღნიშნა შალვა რამიშვილმა.
აკაკი მინაშვილმა უპასუხა, რომ იმ დროს სულ სხვა ვითარება იყო.
"იქ სულ სხვა გარემოებები იყო, ვიცით რას აპირებდა ბადრი პატარკაციშვილი... სხვა ვითარება იყო. აღარ შევალ ამ დისკუსიაში", - განაცხადა უმცირესობის წევრმა.
პოლიტიკოსის ამ განცხადებას შალვა რამიშვილმა სიცილითა და რეპლიკით უპასუხა: ""იმედში" მაინც ნუ ამბობთ ამას".
რის პასუხადაც მინაშვილმა რამიშვილს საკუთარი წარსულის გახსენება ურჩია.
"ისიც კარგი იქნება, ბატონო შალვა, რომ გაიხსენოთ თქვენი წარსული, თქვენი საქმიანობა. ირონიულ სიცილს და ასეთი ტიპის კრიტიკას მე არ მივიღებ ასეთი ადამიანისგან", - განაცხადა მან.