მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო გვენეტაძეს ხვალ ფრაქცია "ქართულ ოცნებაში" მოუსმენენ
ნინო გვენეტაძეს ხვალ ფრაქცია "ქართულ ოცნებაში" მოუსმენენ

უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის კან­დი­დატს, ნინო გვე­ნე­ტა­ძეს ხვალ ფრაქ­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" მო­უს­მე­ნენ. ფრაქ­ცი­ის სხდო­მა, 17:00 სა­ათ­ზე, პარ­ლა­მენ­ტშია და­გეგ­მი­ლი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გვე­ნე­ტა­ძის კან­დი­და­ტუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით ფრაქ­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში", რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე დი­დია უმ­რავ­ლე­სო­ბის ფარ­გლებ­ში, ერ­თსუ­ლო­ვა­ნი გან­წყო­ბა არ არ­სე­ბობს და ფრაქ­ცია ერ­თი­ან პო­ზი­ცი­ა­ზე არ დგას. ძი­რი­თა­დად სა­უ­ბა­რია დე­პუ­ტა­ტებ­ზე, რომ­ლებ­მაც უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის კან­დი­და­ტუ­რის შერ­ჩე­ვის სა­კი­თხთან და კრი­ტე­რი­უ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ღია გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნეს. ამას­თან, ფრაქ­ცი­ის წევ­რმა ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვილ­მა კი­თხვე­ბით მი­მარ­თა გვე­ნე­ტა­ძეს, რო­მე­ლიც მის სა­მო­სა­მარ­თლეო საქ­მი­ა­ნო­ბას ეხე­ბა.

ნინო გვე­ნე­ტა­ძის კან­დი­და­ტუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით ფრაქ­ცია "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" და­ახ­ლო­ე­ბი­ოთ ორი კვი­რის წინ და­ხუ­რულ ფორ­მატ­ში იმ­სჯე­ლა, ხვალ კი მას პი­რა­დად შეხ­ვდე­ბი­ან.

უმ­რავ­ლე­სო­ბა უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის კან­დი­და­ტის არ­ჩე­ვის სა­კი­თხის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ტა­ნას მო­მა­ვალ კვი­რას - 18-20 მარ­ტის სე­სი­ის ფარ­გლებ­ში აპი­რებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ნინო გვენეტაძეს ხვალ ფრაქცია "ქართულ ოცნებაში" მოუსმენენ

ნინო გვენეტაძეს ხვალ ფრაქცია "ქართულ ოცნებაში" მოუსმენენ

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ნინო გვენეტაძეს ხვალ ფრაქცია "ქართულ ოცნებაში" მოუსმენენ. ფრაქციის სხდომა, 17:00 საათზე, პარლამენტშია დაგეგმილი.

არსებული ინფორმაციით, გვენეტაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით ფრაქცია "ქართულ ოცნებაში", რომელიც ყველაზე დიდია უმრავლესობის ფარგლებში, ერთსულოვანი განწყობა არ არსებობს და ფრაქცია ერთიან პოზიციაზე არ დგას. ძირითადად საუბარია დეპუტატებზე, რომლებმაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევის საკითხთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებით ღია განცხადება გამოაქვეყნეს. ამასთან, ფრაქციის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა კითხვებით მიმართა გვენეტაძეს, რომელიც მის სამოსამართლეო საქმიანობას ეხება.

ნინო გვენეტაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" დაახლოებიოთ ორი კვირის წინ დახურულ ფორმატში იმსჯელა, ხვალ კი მას პირადად შეხვდებიან.

უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის არჩევის საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას მომავალ კვირას - 18-20 მარტის სესიის ფარგლებში აპირებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა