ცხოვრებამ მოასწრო ჩემი გამოძერწვა. უფრო ძლიერი და პრინციპული გავხდი. პრინციპულობა კი ცუდ თვისებად არ მიმაჩნია.
სხვანაირი ჯულიანა...
არ ვიცი, ხალხს რამდენად შეუმჩნევია, მაგრამ უზომოდ რომანტიკოსი ვარ. ამასთან ერთად, ძლიერი ადამიანი ვარ და ყველა განსაცდელისგან რაღაცას ვსწავლობ.
ჩემი პრიორიტეტები
ოჯახი და პრინციპები ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
ადვილად შესამჩნევი ნაკლოვანება
ეჭვიანი ვარ, თუმცა- არა უმიზეზოდ. თუ მამაკაცი საბაბს არ მომცემს, ჩემი ეჭვიანობით არ შევაწუხებ.
ჩემი ხასიათის განუყოფელი ნაწილია ფეთქებადობა. შემიძლია, დიდხანს ვითმინო და ბოლოს ვულკანივით ამოვიფრქვე. ხშირ შემთხვევაში ამას ვნანობ კიდეც, მაგრამ თავს ვერ ვერევი.
ფლირტი
ჩემთვის ფლირტი ზედაპირული ურთიერთობის სახეობაა. ამ დროს იცი, რომ არაფერი გამოვა, მაგრამ მაინც იპრანჭები. ფაქტობრივად, არასდროს ვფლირტაობ.
სექსში...
პირადი ცხოვრების განხილვა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, მირჩევნია, ჩემთვის დავიტოვო. ინტიმთან დაკავშირებულ კითხვებს ყოველთვის თავიდან ვირიდებ. მაქსიმუმი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ სექსში კრეატიული არ ვარ.
ცხოვრებისეული გაკვეთილები
ასაკით არც თუ ისე დიდი ვარ მაგრამ ცხოვრებამ მოასწრო ჩემი გამოძერწვა. უფრო ძლიერი და პრინციპული გავხდი. პრინციპულობა კი ცუდ თვისებად არ მიმაჩნია.
ადამიანების ისტორიებით ვინტერესდები, ყურადღებით ვუსმენ მონათხრობს და მათ შეცდომებზე ვსწავლობ. შევამჩნიე, როდესაც რაიმე კითხვა მაქვს, ღმერთი მაძლევს შანსს, პასუხი მივიღო.
გაგრძელება