სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შარდენის ქუჩისა და გუდიაშვილის მოედნის უცნობი დეტალები – თბილისი და მისი ისტორიული ადგილები
შარდენის ქუჩისა და გუდიაშვილის მოედნის უცნობი დეტალები – თბილისი და მისი ისტორიული ადგილები

შარ­დე­ნის ქუჩა, დღეს თბი­ლის­ში ერთ-ერთ ელი­ტურ ად­გი­ლად მი­იჩ­ნე­ვა, სა­დაც უამ­რა­ვი ტუ­რის­ტი და­დის და სხვა­დას­ხვა ბარ-რეს­ტო­რა­ნია თავ­მოყ­რი­ლი. წარ­სულ­ში კი მას "ბნელ რიგს" უწო­დებ­დნენ და ძველ თბი­ლის­ში მდე­ბა­რე პა­ტა­რა სა­ფეხ­მავ­ლო ქუჩა გახ­ლდათ. დღეს კი რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, კულ­ტუ­რუ­ლი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთი ცენ­ტრია.

წარ­სულ­ში ის სა­ვაჭ­რო ად­გი­ლიც იყო, რო­მე­ლიც თათ­რის (ახ­ლან­დე­ლი გორ­გას­ლის) მო­ე­დან­ზე გა­დი­ო­და და მას სი­ო­ნის ქუ­ჩას­თან აკავ­ში­რებ­და. ერთ დროს ეს ვიწ­რო ქუჩა გა­და­ხუ­რუ­ლიც იყო და ამი­ტო­მაც ერ­ქვა "ბნე­ლი რიგი". შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში იქ მექ­ვა­ბე­ბის რი­გიც გახ­ლდათ, ხოლო XIX სა­უ­კუ­ნე­ში ახა­ლი ბა­ზა­ზხა­ნა (ბამ­ბი­თა და მა­ტყლით მო­ვაჭ­რე­თა დუქ­ნე­ბი) გან­ვი­თარ­და. და­ხუ­რუ­ლი ბა­ზა­ზხა­ნა "ბნე­ლი რიგი" XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­შიც არ­სე­ბობ­და. შემ­დეგ მისი რე­კონ­სტრუქ­ცია (არ­ქი­ტექ­ტო­რი "გიგა ბა­თი­აშ­ვი­ლი, 1981 წელი) და­ი­წყეს და XVII სა­უ­კუ­ნის ფრან­გი მოგ­ზა­უ­რის ჟან შარ­დე­ნის სა­ხე­ლი ეწო­და.

2002 წელს კი და­ი­წყო ქუ­ჩის გა­ნახ­ლე­ბა და კე­თილ­მო­წყო­ბა. ამ­ჟა­მად შარ­დე­ნის ქუ­ჩა­სა და მის მიმ­დე­ბა­რე რკი­ნი­სა და ბამ­ბის რი­გებ­ში რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, გან­ლა­გე­ბუ­ლია პო­პუ­ლა­რუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბი, ღია კაფე-ბა­რე­ბი, ღა­მის კლუ­ბე­ბი, გა­ლე­რე­ე­ბი; ეწყო­ბა გა­მო­ფე­ნე­ბი, დღე­სას­წა­უ­ლე­ბი, კონ­ცერ­ტე­ბი და ამას­თან, უამ­რა­ვი ტუ­რის­ტი და­დის.

ლადო გუ­დი­აშ­ვი­ლის მო­ე­და­ნი შარ­დე­ნის ქუ­ჩის­გან არც ისე შორ­საა, - ერთ-ერთი ის­ტო­რი­უ­ლი მო­ე­და­ნია თბი­ლის­ში, სა­დაც, რო­გორც შარ­დენ­ზე, ბევ­რი ტუ­რის­ტი ტრი­ა­ლებს. ის ძვე­ლი თბი­ლი­სის რა­ი­ონ­ში, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­და­ნის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე­ობს, კერ­ძოდ, ლერ­მონ­ტო­ვის, ახოს­პი­რე­ლის, გია აბე­სა­ძის, აბო თბი­ლე­ლი­სა და სხვა ქუ­ჩე­ბის შე­სა­ყარ­ზე. მო­ედ­ნის გეგ­მა შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­და­ნაა შე­მორ­ჩე­ნი­ლი, შე­ნო­ბა­თა ან­სამ­ბლი კი XIX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­სა და XX სა­უ­კუ­ნეს მი­ე­კუთ­ვნე­ბა.

შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში მო­ე­დანს "ბეჟა­ნას ბაღი" ერ­ქვა. 1828 წლამ­დე ხალ­ხი მას მოღ­ნისს უწო­დებ­და, მო­ედ­ნის ახ­ლოს მდგა­რი ღვთის­მშობ­ლის სომ­ხუ­რი ეკ­ლე­სი­ის პა­ტივ­სა­ცე­მად. XIX სა­უ­კუ­ნე­ში ეს ტე­რი­ტო­რია რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის კავ­კა­სი­უ­რი სამ­ფლო­ბე­ლო­ე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ცენ­ტრი გახ­ლდათ. აქ იყო მე­ფის­ნაც­ვლი­სა და ჯა­რის სარ­დლო­ბის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი. 1827 წელს აბას-აბა­დის მო­ე­და­ნი ეწო­და გე­ნე­რალ პას­კე­ვი­ჩის მიერ ირა­ნის ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ცი­ხე­სი­მაგ­რის აღე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად.

აქ ერთ დროს რუ­სე­ბის ჯა­რის ჰა­უპტ­ვახ­ტი იყო, სა­დაც 1838 წელს ღამე გა­უ­თე­ვია პოეტ მი­ხე­ილ ლერ­მონ­ტოვს. 1923 წელს მო­ე­დანს ბოლ­შე­ვი­კი სტე­ფა­ნე ალა­ვერ­დო­ვის (ალა­ვერ­დი­ა­ნის) სა­ხე­ლი უწო­დეს. დიდი ქარ­თვე­ლი მხატ­ვრის, ლადო გუ­დი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლი კი 1988 წელს მი­ე­ნი­ჭა.

მო­ედ­ნის გარ­შე­მო 11 შე­ნო­ბა დგას, რო­მელ­თა­გან 9 ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა და სა­ხელ­მწი­ფო იცავს. გა­მორ­ჩე­უ­ლია მო­ედ­ნი­სა და ლერ­მონ­ტო­ვის ქუ­ჩის კუ­თხე­ში მდგა­რი სახ­ლი, სა­დაც გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო რუ­სუ­ლი არ­მი­ის შტა­ბი, ჰა­უპტ­ვახ­ტი და ოფი­ცერ­თა სას­ტუმ­რო. შე­ნო­ბა აგ­რეთ­ვე "ცის­ფე­რი სახ­ლის" სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი. სწო­რედ ამ ფაქ­ტის გამო მი­ე­ნი­ჭა მო­ედ­ნი­დან სო­ლო­ლა­კის­კენ აღმა მი­მა­ვალ ქუ­ჩას ლერ­მონ­ტო­ვის სა­ხე­ლი...

მო­ამ­ზა­და ლალი ფა­ცი­ამ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

შარდენის ქუჩისა და გუდიაშვილის მოედნის უცნობი დეტალები – თბილისი და მისი ისტორიული ადგილები

შარდენის ქუჩისა და გუდიაშვილის მოედნის უცნობი დეტალები – თბილისი და მისი ისტორიული ადგილები

შარდენის ქუჩა, დღეს თბილისში ერთ-ერთ ელიტურ ადგილად მიიჩნევა, სადაც უამრავი ტურისტი დადის და სხვადასხვა ბარ-რესტორანია თავმოყრილი.  წარსულში კი მას "ბნელ რიგს" უწოდებდნენ და ძველ თბილისში მდებარე პატარა საფეხმავლო ქუჩა გახლდათ. დღეს კი როგორც აღვნიშნეთ, კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი ცენტრია.

წარსულში ის სავაჭრო ადგილიც იყო, რომელიც თათრის (ახლანდელი გორგასლის) მოედანზე გადიოდა და მას სიონის ქუჩასთან აკავშირებდა. ერთ დროს ეს ვიწრო ქუჩა გადახურულიც იყო და ამიტომაც ერქვა "ბნელი რიგი". შუა საუკუნეებში იქ მექვაბების რიგიც გახლდათ, ხოლო XIX საუკუნეში ახალი ბაზაზხანა (ბამბითა და მატყლით მოვაჭრეთა დუქნები) განვითარდა. დახურული ბაზაზხანა "ბნელი რიგი" XX საუკუნის დასაწყისშიც არსებობდა. შემდეგ მისი რეკონსტრუქცია (არქიტექტორი "გიგა ბათიაშვილი, 1981 წელი) დაიწყეს და XVII საუკუნის ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის სახელი ეწოდა.

2002 წელს კი დაიწყო ქუჩის განახლება და კეთილმოწყობა. ამჟამად შარდენის ქუჩასა და მის მიმდებარე რკინისა და ბამბის რიგებში როგორც აღვნიშნეთ, განლაგებულია პოპულარული რესტორნები, ღია კაფე-ბარები, ღამის კლუბები, გალერეები; ეწყობა გამოფენები, დღესასწაულები, კონცერტები და ამასთან, უამრავი ტურისტი დადის.

ლადო გუდიაშვილის მოედანი შარდენის ქუჩისგან არც ისე შორსაა, - ერთ-ერთი ისტორიული მოედანია თბილისში, სადაც, როგორც შარდენზე, ბევრი ტურისტი ტრიალებს. ის ძველი თბილისის რაიონში, თავისუფლების მოედანის მახლობლად მდებარეობს, კერძოდ, ლერმონტოვის, ახოსპირელის, გია აბესაძის, აბო თბილელისა და სხვა ქუჩების შესაყარზე. მოედნის გეგმა შუა საუკუნეებიდანაა შემორჩენილი, შენობათა ანსამბლი კი XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნეს მიეკუთვნება.

შუა საუკუნეებში მოედანს "ბეჟანას ბაღი" ერქვა. 1828 წლამდე ხალხი მას მოღნისს უწოდებდა, მოედნის ახლოს მდგარი ღვთისმშობლის სომხური ეკლესიის პატივსაცემად. XIX საუკუნეში ეს ტერიტორია რუსეთის იმპერიის კავკასიური სამფლობელოების ადმინისტრაციული ცენტრი გახლდათ. აქ იყო მეფისნაცვლისა და ჯარის სარდლობის ადგილსამყოფელი. 1827 წელს აბას-აბადის მოედანი ეწოდა გენერალ პასკევიჩის მიერ ირანის ამავე სახელწოდების ციხესიმაგრის აღების აღსანიშნავად.

აქ ერთ დროს რუსების ჯარის ჰაუპტვახტი იყო, სადაც 1838 წელს ღამე გაუთევია პოეტ მიხეილ ლერმონტოვს. 1923 წელს მოედანს ბოლშევიკი სტეფანე ალავერდოვის (ალავერდიანის) სახელი უწოდეს. დიდი ქართველი მხატვრის, ლადო გუდიაშვილის სახელი კი 1988 წელს მიენიჭა.

მოედნის გარშემო 11 შენობა დგას, რომელთაგან 9 ისტორიული მნიშვნელობისაა და სახელმწიფო იცავს. გამორჩეულია მოედნისა და ლერმონტოვის ქუჩის კუთხეში მდგარი სახლი, სადაც განთავსებული იყო რუსული არმიის შტაბი, ჰაუპტვახტი და ოფიცერთა სასტუმრო. შენობა აგრეთვე "ცისფერი სახლის" სახელითაა ცნობილი. სწორედ ამ ფაქტის გამო მიენიჭა მოედნიდან სოლოლაკისკენ აღმა მიმავალ ქუჩას ლერმონტოვის სახელი...

მოამზადა ლალი ფაციამ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია