მოსკოვში საკუთარ ბინაში 25 წლის ბიჭის გვამი იპოვეს, რომელიც, როგორც გაირკვა, სერგეი ბეზრუკოვის გერია. როდესაც ახლობლებმა და მეგობრებმა ანდრეისთან დაკავშირება ვერ მოახერხეს, მაშველები გამოიძახეს და მათი დახმარებით კარი შეანგრიეს.
პირველი განგაში ანდრეის დედამ, ირინა ბეზრუკოვამ ატეხა. ის მეუღლესთან, სერგეი ბეზრუკოვთან ერთად ქალაქგარეთ იყო გასული. როდესაც შვილი ზარებს არ პასუხობდა, ანერვიულებულმა მშობლემბა ბეზრუკოვის თეატრში დარეკეს, სადაც ბოლო დროს ანდრეი მუშაობდა. აღმოჩნდა, რომ სამსახურში ის არ გამოჩენილა.
ანდრეი ლივანოვი ირინა ბეზრუკოვასა და მსახიობ იგორ ლივანოვის შვილია. ანდრეი 11 წლის იყო, როდესაც ირინა ქმარს გაეყარა და მას შემდეგ ის დედასთან და მამინაცვალთან ერთად ცხოვრობდა. ბოლო წლებში ლივანოვი სერგეი ბეზრუკოვის თეატრში მუშაობდა.
იხილეთ ვიდეო