საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე ვლადიმერ პუტინზე წერს:
"რასაც პუტინი სჩადის ეს არის სითავხედე. ეს არის დაცინვა მთელი მსოფლიოსადმი, რუსეთისადმი, ქვეყნის კონსტიტუციისადმი. ეს არის თავგასული მმართველის ამორალური დამოკიდებულება საკუთარი ხალხისადმი, რომელსაც კანონიერი უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია მის მიერ არჩეული ადამიანის მდგომარეობის შესახებ. ადამიანისა, რომელსაც აბარია ატომური იარაღის პულტი. ზის ნალოთავები სადღაც და განიცდის სიამოვნებას მისი გაუჩინარებით გამოწვეული დაბნეულობის გამო. იმ ქართველი ქალბატონის თუ ვაჟბატონის ტვინში ჩამახედა, რომ გავიგო, თუ რატომ მოსწონთ ასეთი მანიაკი?!" - ნათქვამია მის სტატუსში.