ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში, ეკონომიკის ექსპერტმა რომან გოცირიძემ "მრეწველების" ლიდერი ზურაბ ტყემალაძე "ინტელექტბანკის" გაკოტრებასა და 16 მილიონი ლარის მითვისებაში დაადანაშაულა.
"ზურაბ ტყემალაძისა და მისი ბიზნესპარტნიორისა და პოლიტიკური პარტნიორის, დეპუტატ კახა გიუაშვილის მიერ დაფუძნებული ბანკი ამ ადამიანებმა გააკოტრეს. 16 მილიონი ლარი გაფლანგეს, გადაქაჩეს თავიანთ ბიზნესში ეს ფული და 36 ათასი მეანაბრე და ბანკის კლიენტურა ერთ მშვენიერ დღეს დატოვეს ყოველგვარი რესურსების გარეშე," - განცხადა რომან გოცირიძემ.