მაშინ, როდესაც რუსეთის მთავრობა ცდილობს, ყველანაირად გააქარწყლოს ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებული ხმები, თეთრი სახლი არც კი ინტერესდება ამ საკითხით.
თეთრი სახლის დელეგატმა ერიკ შულცმა გავრცელებულ ხმებთან დაკავშირებით განაცხადა: ”ერთი მსოფლიო ლიდერის გადაადგილებაზე თვალყურის დევნებაც საკმარისი ხათაბალაა, ამ კითხვებით რუსეთთან გაგგზავნიდით, დარწმუნებული ვარ, სიამოვნებით გაგცემდნენ პასუხებს”.
მიმდინარე კვირას პუტინმა გააუქმა ყაზახეთში დანიშნული ვიზიტი და რამდენიმე შეხვედრას არ დაესწრო. პარასკევს კრემლმა გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ასახული იყო პუტინი საქმიან შიდა შეხვედრაზე.
პუტინის წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიას განუცხადა, რომ სანერვიულო არაფერია. კითხვაზე, ისევ ისეთი ძლიერი ხელის ჩამორთმევა აქვს თუ არა რუსეთის პრეზიდენტს, პესკოვმა უპასუხა, რომ ”მას შეუძლია ხელი მოგტეხოთ”.
მომზადებულია theblaze.com-ს მიხედვით.