სამხედრო
პოლიტიკა
Faceამბები

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''მეორედ რომ გავთხოვდი, მეჯვარედ პირველი ქმრის ძმა გამომყვა...''
''მეორედ რომ გავთხოვდი, მეჯვარედ პირველი ქმრის ძმა გამომყვა...''

ამ უც­ნა­უ­რი ამ­ბის მო­ყო­ლა ლა­ლიმ იმი­ტომ გა­და­წყვი­ტა, რომ ქა­ლე­ბის­თვის და­ე­ნახ­ვე­ბი­ნა, ოჯა­ხის დან­გრე­ვით ცხოვ­რე­ბა არ მთავ­რდე­ბა. ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლს კი შე­საძ­ლოა, მხარ­ში მაზ­ლი ამო­გიდ­გეს და გა­თხო­ვე­ბა­შიც კი და­გეხ­მა­როს.

- 18 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მა­მუ­კას ცო­ლად გავ­ყე­ვი და სახ­ლში დე­დამ­თილ-მა­მამ­თი­ლი და 9 წლის მაზ­ლი დამ­ხვდა. არ ვმუ­შა­ობ­დი, არც ვსწავ­ლობ­დი, მთე­ლი დღე სახ­ლში ვი­ჯე­ქი და სკო­ლი­დან მო­სუ­ლი მაზლს ვა­მე­ცა­დი­ნებ­დი და ვუვ­ლი­დი. სამი წელი შვი­ლი არ გა­მიჩ­ნდა, ამი­ტომ ამი­კო ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად საყ­ვა­რე­ლი გახ­და. ხან­და­ხან იმა­ზეც ვოც­ნე­ბობ­დი, რომ ჩემ­თვის დედა და­ე­ძა­ხა, მაგ­რამ იმა­საც ვხვდე­ბო­დი, რომ ამა­ში ნორ­მა­ლუ­რი არა­ფე­რი იყო. მარ­თლა დედა-შვი­ლი­ვით ვი­ყა­ვით.

- დე­დამ­თი­ლი ამ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე არ ეჭ­ვი­ა­ნობ­და?

- პი­რი­ქით, უხა­რო­და, რომ მის შვილს ვინ­მე უვ­ლი­და. მა­ნამ­დე ქალი ჰყავ­და და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც სკო­ლი­დან მო­სულ ბავ­შვს პატ­რო­ნობ­და, მაგ­რამ ჩემი მონ­დო­მე­ბის შემ­დეგ გა­უშ­ვა. პრო­ფე­სი­ით ქი­რურ­გია და ხში­რად ღა­მეც მი­დი­ო­და გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე.

მე და მა­მუ­კამ ვი­თომ სიყ­ვა­რუ­ლით შევ­ქმე­ნით ოჯა­ხი, ჩემ­ზე შვი­დი წლით უფ­რო­სი იყო, მაგ­რამ რა­ღაც ვერ აგ­ვე­წყო. სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტში მუ­შა­ობ­და და ხან­და­ხან რამ­დე­ნი­მე კვი­რა სახ­ლში არ მო­დი­ო­და. არ მცემ­და, არც მა­გი­ნებ­და, მაგ­რამ ცივი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. ბავ­შვის შე­ძე­ნის შემ­დეგ თით­ქოს გა­მოს­წორ­და. ცდი­ლობ­და, სახ­ლში მეტი დრო გა­ე­ტა­რე­ბი­ნა, მაგ­რამ მალე ამ სი­ხა­რულ­მაც გა­და­უ­ა­რა და ძვე­ლე­ბუ­რად გა­აგ­რძე­ლა.

- დე­დამ­თილ-მა­მამ­თი­ლი რას ფიქ­რობ­და თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე?

- არც ერე­ოდ­ნენ, რამ­დენ­ჯე­რაც და­ვი­წუ­წუ­ნე, დე­დამ­თილ­მა მი­თხრა, რომ სხვა ქა­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, არა­ფე­რი მაკ­ლდა და ეს ჩემი მხრი­დან მხო­ლოდ უმა­დუ­რო­ბა იყო. ბავ­შვს მე ვზრდი­დი, მაგ­რამ მაზ­ლის­თვი­საც არ მო­მიკ­ლია ყუ­რა­დღე­ბა. თან, ჩემი გუ­ლის მე­სა­ი­დუმ­ლე გახ­და, ძა­ლი­ან ვე­ცო­დე­ბო­დი და 16 წლის იყო, რო­დე­საც პირ­ვე­ლად მი­თხრა, გა­შორ­დი, რად გინ­და ასე­თი ქმა­რიო. ორი კვი­რა ვი­ფიქ­რე და ბო­ლოს მა­მუ­კას ვუ­თხა­რი, რომ გავ­შო­რე­ბუ­ლი­ყა­ვით. ასე­თი ბედ­ნი­ე­რი არა­სო­დეს მი­ნა­ხავს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე, რომ საყ­ვა­რე­ლი ჰყავ­და და მას­თან უკვე ორი შვი­ლი შეს­ძე­ნო­და. მი­თხრა, ერ­თო­თა­ხი­ან ბი­ნას გი­ყი­დი და ბავ­შვით იქ გა­და­დიო. ალი­მენ­ტის გა­დახ­და­ზეც არ უთ­ქვამს უარი. სამ თვე­ში ყვე­ლა­ფე­რი მო­აგ­ვა­რა და ჩემს შვილ­თან ერ­თად ახალ სახ­ლში გა­და­ვე­დი. სა­ში­ნე­ლე­ბა ის არის, რომ გული მა­ინც დამ­წყდა, თუნ­დაც ორი რა­მის გამო. პირ­ვე­ლი, რომ ამ­დენ ხანს მა­ტყუ­ებ­და და ასე ად­ვი­ლად გა­მი­მე­ტა და მე­ო­რე, ამი­კო არ მე­მე­ტე­ბო­და მარ­ტო და­სა­ტო­ვებ­ლად, არა­და, უკვე დიდი ბიჭი იყო. დე­დამ­თი­ლი არც კი და­მემ­შვი­დო­ბა, ისე წა­მო­ვე­დი.

მა­მუ­კას მარ­თლა არა­ფე­რი მო­უკ­ლია ჩემ­თვის, ფი­ნან­სუ­რად ყო­ველ­თვე მეხ­მა­რე­ბო­და, ამი­კო კი ნა­ხე­ვარ დროს ჩემ­თან ატა­რებ­და. ერთხელ გა­ვუმ­ხი­ლე, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­ღაც მა­მა­კა­ცი გა­ვი­ცა­ნი და შეხ­ვედ­რას მთხოვ­და. ყო­ფილ­მა მაზლმა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ ეს შეხ­ვედ­რა შემ­დგა­რი­ყო და თან რე­ზო­ზე ყვე­ლა­ფე­რი გა­ი­გო...

სრუ­ლი ტექ­სტი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

''მეორედ რომ გავთხოვდი, მეჯვარედ პირველი ქმრის ძმა გამომყვა...''

''მეორედ რომ გავთხოვდი, მეჯვარედ პირველი ქმრის ძმა გამომყვა...''

ამ უცნაური ამბის მოყოლა ლალიმ იმიტომ გადაწყვიტა, რომ ქალებისთვის დაენახვებინა, ოჯახის დანგრევით ცხოვრება არ მთავრდება. ძალადობის მსხვერპლს კი შესაძლოა, მხარში მაზლი ამოგიდგეს და გათხოვებაშიც კი დაგეხმაროს.

- 18 წლის ვიყავი, როდესაც მამუკას ცოლად გავყევი და სახლში დედამთილ-მამამთილი და 9 წლის მაზლი დამხვდა. არ ვმუშაობდი, არც ვსწავლობდი, მთელი დღე სახლში ვიჯექი და სკოლიდან მოსული მაზლს ვამეცადინებდი და ვუვლიდი. სამი წელი შვილი არ გამიჩნდა, ამიტომ ამიკო ჩემთვის განსაკუთრებულად საყვარელი გახდა. ხანდახან იმაზეც ვოცნებობდი, რომ ჩემთვის დედა დაეძახა, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, რომ ამაში ნორმალური არაფერი იყო. მართლა დედა-შვილივით ვიყავით.

- დედამთილი ამ ურთიერთობაზე არ ეჭვიანობდა?

- პირიქით, უხაროდა, რომ მის შვილს ვინმე უვლიდა. მანამდე ქალი ჰყავდა დაქირავებული, რომელიც სკოლიდან მოსულ ბავშვს პატრონობდა, მაგრამ ჩემი მონდომების შემდეგ გაუშვა. პროფესიით ქირურგია და ხშირად ღამეც მიდიოდა გამოძახებაზე.

მე და მამუკამ ვითომ სიყვარულით შევქმენით ოჯახი, ჩემზე შვიდი წლით უფროსი იყო, მაგრამ რაღაც ვერ აგვეწყო. საზღვრის დაცვის დეპარტამენტში მუშაობდა და ხანდახან რამდენიმე კვირა სახლში არ მოდიოდა. არ მცემდა, არც მაგინებდა, მაგრამ ცივი ურთიერთობა გვქონდა. ბავშვის შეძენის შემდეგ თითქოს გამოსწორდა. ცდილობდა, სახლში მეტი დრო გაეტარებინა, მაგრამ მალე ამ სიხარულმაც გადაუარა და ძველებურად გააგრძელა.

- დედამთილ-მამამთილი რას ფიქრობდა თქვენს ურთიერთობაზე?

- არც ერეოდნენ, რამდენჯერაც დავიწუწუნე, დედამთილმა მითხრა, რომ სხვა ქალებისგან განსხვავებით, არაფერი მაკლდა და ეს ჩემი მხრიდან მხოლოდ უმადურობა იყო. ბავშვს მე ვზრდიდი, მაგრამ მაზლისთვისაც არ მომიკლია ყურადღება. თან, ჩემი გულის მესაიდუმლე გახდა, ძალიან ვეცოდებოდი და 16 წლის იყო, როდესაც პირველად მითხრა, გაშორდი, რად გინდა ასეთი ქმარიო. ორი კვირა ვიფიქრე და ბოლოს მამუკას ვუთხარი, რომ გავშორებულიყავით. ასეთი ბედნიერი არასოდეს მინახავს. მოგვიანებით გავიგე, რომ საყვარელი ჰყავდა და მასთან უკვე ორი შვილი შესძენოდა. მითხრა, ერთოთახიან ბინას გიყიდი და ბავშვით იქ გადადიო. ალიმენტის გადახდაზეც არ უთქვამს უარი. სამ თვეში ყველაფერი მოაგვარა და ჩემს შვილთან ერთად ახალ სახლში გადავედი. საშინელება ის არის, რომ გული მაინც დამწყდა, თუნდაც ორი რამის გამო. პირველი, რომ ამდენ ხანს მატყუებდა და ასე ადვილად გამიმეტა და მეორე, ამიკო არ მემეტებოდა მარტო დასატოვებლად, არადა, უკვე დიდი ბიჭი იყო. დედამთილი არც კი დამემშვიდობა, ისე წამოვედი.

მამუკას მართლა არაფერი მოუკლია ჩემთვის, ფინანსურად ყოველთვე მეხმარებოდა, ამიკო კი ნახევარ დროს ჩემთან ატარებდა. ერთხელ გავუმხილე, რომ სოციალურ ქსელში ვიღაც მამაკაცი გავიცანი და შეხვედრას მთხოვდა. ყოფილმა მაზლმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს შეხვედრა შემდგარიყო და თან რეზოზე ყველაფერი გაიგო...

სრული ტექსტი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს