ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციის" მთავარი თემა ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა და დაანონსებული აქციაა. სტუდიის სტუმრებმა მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირეს.
გია თორთლაძის შეფასებით, ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაზე ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. მისი თქმით, აუცილებელია დასრულდეს 9 წელსა და წინა ხელისუფლებაზე ხელის გაშვერის პერიოდი.
ქვეყანა დგას "მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უუნარობის წინაშე, რადგან 147-ი მილიონი დაიხარჯა მინისტრთა კაბინეტის მანქანებზე და 20 მილიონი დაიხარჯა სასტუმროებსა და რესტორნებზე, მაშინ როდესაც წლის ბოლოს სოციალურად დაუცველებზე გაიცა 10 ათასი ლარი", - განაცხადა თორთლაძემ.
თორთლაძის განცხადებით, არ შეიძლება 2 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში მყოფმა ადამიანემა ყველაფერი "ნაციონალურ მოძრაობას" დააბარალონ.