პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხვიჩა იმ სტუმარს გადაეფარა, ვის მოსაკლავადაც მოიტანა მკვლელმა ავტომატი" - ტრაგედია მესტიაში
"ხვიჩა იმ სტუმარს გადაეფარა, ვის მოსაკლავადაც მოიტანა მკვლელმა ავტომატი" - ტრაგედია მესტიაში

"გვე­გო­ნა, მთავ­რო­ბის ცვლი­ლე­ბით ქვე­ყა­ნა გა­მოს­წორ­დე­ბო­და, ვი­თა­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ წა­ვი­დო­და და პი­რი­ქით მოხ­და, სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს ვინ გა­ბე­დავ­და სა­ამ­სა­ხუ­რის ია­რა­ღის აღე­ბას და კა­ცის მოკ­ვლას! ყვე­ლა­ფე­რი უკან და უკა­ნა მი­დის!" - ამ­გვა­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით აფა­სე­ბენ მეს­ტი­ე­ლე­ბი პო­ლი­ცი­ე­ლის მიერ მე­ო­რე პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლო­ბას. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მეს­ტი­ა­ში სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი მოკ­ლა. შემ­თხვე­ვა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას მოხ­და.

ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლის შემ­დეგ ყო­ფი­ლი მე­სა­ზღვრე ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. დაჭ­რი­ლია შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მყო­ფი კი­დევ ერთი პირი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი კახა მარ­გი­ა­ნი უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია. გა­მო­ძი­ე­ბას პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­ზარხ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით აწარ­მო­ებს დაბა მეს­ტი­ა­ში, სა­დაც ყვე­ლა ერ­თმა­ნეთ­თან ახ­ლობ­ლობს, 4 შვი­ლის მა­მის, 50 წლის ხვი­ჩა რა­ტი­ა­ნის სიკ­ვდი­ლით აღ­შფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბამ­დე ის სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი იყო და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ ის გა­და­ა­ყე­ნეს, თუმ­ცა ყო­ფილ თა­ნამ­შრომ­ლებ­თან კვლავ კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. ყო­ფი­ლი უფ­რო­სი მის­და­მი დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ­მა პო­ლი­ცი­ელ­მა, 30 წლის კახა მარ­გი­ან­მა ავ­ტო­მა­ტით და­ცხრი­ლა. მკვლე­ლო­ბა გამ­თე­ნი­ის 4 სა­ათ­ზე მოხ­და.

ლაშა ფა­ლი­ა­ნი, დაბა მეს­ტი­ის მცხოვ­რე­ბი:

- ყვე­ლა­ნი ცუ­დად ვართ, კაცი არაფ­რის გამო მოკ­ლეს და თა­ნაც ვინ მოკ­ლა? - კაც­მა, რო­მელ­საც უპატ­რო­ნა და ფეხ­ზე და­ა­ყე­ნა! მკვლე­ლიც მეს­ტი­ე­ლია, მაგ­რამ აქამ­დე არ შეგ­ვიმ­ჩნე­ვია ასე­თი ბოღ­მი­ა­ნი და პა­თო­ლო­გი თუ იყო. ეტყო­ბა ვერც სა­წყალ­მა ხვი­ჩამ შე­ამ­ჩნია, თო­რემ თა­ვის­თან სამ­სა­ხურ­ში ხომ არ მი­იყ­ვან­და? კაცს ენდო, მუ­შა­ო­ბა და­ა­წყე­ბი­ნა, იმან კი ეს­რო­ლა და მოკ­ლა!

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"ხვიჩა იმ სტუმარს გადაეფარა, ვის მოსაკლავადაც მოიტანა მკვლელმა ავტომატი" - ტრაგედია მესტიაში

"ხვიჩა იმ სტუმარს გადაეფარა, ვის მოსაკლავადაც მოიტანა მკვლელმა ავტომატი" - ტრაგედია მესტიაში

"გვეგონა, მთავრობის ცვლილებით ქვეყანა გამოსწორდებოდა, ვითარება უკეთესობისკენ წავიდოდა და პირიქით მოხდა, სააკაშვილის დროს ვინ გაბედავდა საამსახურის იარაღის აღებას და კაცის მოკვლას! ყველაფერი უკან და უკანა მიდის!" - ამგვარი ინტერპრეტაციით აფასებენ მესტიელები პოლიციელის მიერ მეორე პოლიციელის მკვლელობას. ოფიციალური ინფორმაციით, მესტიაში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ყოფილი თანამშრომელი მოკლა. შემთხვევა ურთიერთშელაპარაკებისას მოხდა.

ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შემდეგ ყოფილი მესაზღვრე ადგილზე გარდაიცვალა. დაჭრილია შემთხვევის ადგილზე მყოფი კიდევ ერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მკვლელობაში ბრალდებული კახა მარგიანი უკვე დაკავებულია. გამოძიებას პროკურატურა განზარხ მკვლელობის მუხლით აწარმოებს დაბა მესტიაში, სადაც ყველა ერთმანეთთან ახლობლობს, 4 შვილის მამის, 50 წლის ხვიჩა რატიანის სიკვდილით აღშფოთებულები არიან. ხელისუფლების ცვლილებამდე ის სასაზღვრო პოლიციის უფროსი იყო და პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ის გადააყენეს, თუმცა ყოფილ თანამშრომლებთან კვლავ კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ყოფილი უფროსი მისდამი დაქვემდებარებულმა პოლიციელმა, 30 წლის კახა მარგიანმა ავტომატით დაცხრილა. მკვლელობა გამთენიის 4 საათზე მოხდა.

ლაშა ფალიანი, დაბა მესტიის მცხოვრები:

- ყველანი ცუდად ვართ, კაცი არაფრის გამო მოკლეს და თანაც ვინ მოკლა? - კაცმა, რომელსაც უპატრონა და ფეხზე დააყენა! მკვლელიც მესტიელია, მაგრამ აქამდე არ შეგვიმჩნევია ასეთი ბოღმიანი და პათოლოგი თუ იყო. ეტყობა ვერც საწყალმა ხვიჩამ შეამჩნია, თორემ თავისთან სამსახურში ხომ არ მიიყვანდა? კაცს ენდო, მუშაობა დააწყებინა, იმან კი ესროლა და მოკლა!

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ