სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ჩახოცეს თორაძეების ოჯახი - "სიკვდილის ლეგიონების" წარმოუდგენლად სასტიკი შურისძიება თბილისში
როგორ ჩახოცეს თორაძეების ოჯახი - "სიკვდილის ლეგიონების" წარმოუდგენლად სასტიკი შურისძიება თბილისში

ტრა­გე­დია, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ახლა გი­ამ­ბობთ, 1992 წლის 3 მარტს მოხ­და. საქ­მე დღემ­დე გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლია. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რებ­მა თო­რა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი ამო­წყვი­ტეს.

თო­რა­ძე­ე­ბი ზემო ვე­რა­ზე, სე­ვას­ტო­პო­ლის ქუ­ჩა­ძე ცხოვ­რობ­დნენ. ოჯახს 10 შვი­ლი ჰყავ­და, 5 გოგო და 5 ვაჟი. ძმე­ბი თო­რა­ძე­ე­ბი უბან­ში გავ­ლე­ნი­ან ბი­ჭე­ბად ით­ვლე­ბოდ­ნენ. სწო­რედ მა­შინ იკ­რებ­და ძა­ლებს დაჯ­გუ­ფე­ბა, რო­მელ­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით "ბო­რო­ტე­ბი" უწო­დეს და რომ­ლე­ბიც "მხედ­რი­ო­ნის" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ოდ­ნენ. ამ­ბო­ბენ, რომ მხედ­რი­ონს სურ­და თო­რა­ძე­ე­ბის გა­და­ბი­რე­ბა, მაგ­რამ მათ­თვის "მხედ­რი­ო­ნის" კა­ნო­ნე­ბი მი­უ­ღე­ბე­ლი იყო.

და­პი­რის­პი­რე­ბა 1991 წელს და­ი­წყო. ლაშა თო­რა­ძემ უც­ნობ ახალ­გაზ­რდას, ქუ­ჩა­ში ტყა­ვის ქურ­თუ­კი წა­არ­თვა. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი "ბო­რო­ტე­ბის" ახ­ლო­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. "ბო­რო­ტე­ბი" მო­პა­რუ­ლის დაბ­რუ­ნე­ბას ითხოვ­დნენ, თო­რა­ძე­ე­ბი კი ქურ­თუკს არ აბ­რუ­ნებ­დნენ. და­პი­რის­პი­რე­ბულ­თა შე­რი­გე­ბის მიზ­ნით საქ­მე­ში კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი, პა­ა­ტა ჩლა­ი­ძე ჩა­ე­რია. თო­რა­ძე­ე­ბი "ბო­რო­ტებ­თან" შე­რი­გე­ბას დას­თან­ხმდნენ. ამ მიზ­ნით ძმე­ბი ზაზა, ლაშა, იმე­დო და მათი მე­გო­ბა­რი ზვი­ად გე­ლო­ვა­ნი "ბო­რო­ტებ­თან" შე­სახ­ვედ­რად წა­ვიდ­ნენ. ისი­ნი ერ­თმა­ნეთს თბი­ლის­ში შეხ­ვდნენ, შემ­დეგ კი საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად ქა­ლაქ­გა­რეთ (სა­ვა­რა­უ­დოდ, წყნეთ­ში ან კო­ჯორ­ში) წა­ვიდ­ნენ. თო­რა­ძე­ე­ბი ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში მი­იყ­ვა­ნეს. სა­დარ­ბა­ზო­ში მათ ოც­და­ა­თამ­დე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მხედ­რი­ო­ნე­ლი დახ­ვდათ. თო­რა­ძე­ე­ბი უია­რა­ღოდ იყ­ვნენ. სა­დარ­ბა­ზო­ში შე­სულ ძმებს და მათ მე­გო­ბარს დამ­ხვდუ­რებ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. შე­დე­გად სა­მი­ვე ძმა და მათი მე­გო­ბა­რი და­იჭრ­ნენ. დაჭ­რი­ლე­ბი "მხედ­რი­ო­ნე­ლებ­მა" ად­გილ­ზე­ვე და­ტო­ვეს.

"მხედ­რი­ო­ნის" და თო­რა­ძე­ე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა გამ­წვავ­და. 1992 წლის თე­ბერ­ვალ­ში, ძმებს და მათ მე­გო­ბარს ნუ­ცუ­ბი­ძის პლა­ტო­ზე ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. თო­რა­ძე­ე­ბის მე­გო­ბა­რი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. საქ­მე­ში ისევ პა­ა­ტა ჩლა­ი­ძე ჩა­ე­რია, მაგ­რამ ძმე­ბი მას აღარ ენ­დნენ. ჩლა­ი­ძემ ბი­ჭებს უთხრა, თუ "ბო­რო­ტებს" არ შე­უ­რიგ­დე­ბით, მათ მხა­რეს გა­და­ვა­ლო...

დაჭ­რი­ლი ძმე­ბი სახ­ლში მკურ­ნა­ლობ­დნენ. 1992 წლის 3 მარტს, დი­ლით, დედ-მა­მამ, ზაურ თო­რა­ძემ და იზო ქურ­ხუ­ლი-თო­რა­ძემ, ლაშა ექიმ­თან ჭრი­ლო­ბის გა­და­სახ­ვე­ვად წა­იყ­ვა­ნეს. არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცია, რომ სახ­ლი­დან გას­ვლამ­დე მათ ტე­ლე­ფო­ნით რამ­დენ­ჯერ­მე და­უ­კავ­შირ­და ლა­შას მკურ­ნა­ლი ექი­მი, რო­მელ­თა­ნაც დაჭ­რი­ლი ლაშა გა­დახ­ვე­ვებ­ზე და­დი­ო­და და სას­წრა­ფოდ მის­ვლა სთხო­ვა. და­ახ­ლო­ე­ბით 4 სა­ა­თი იყო. თო­რა­ძე­ე­ბი ექი­მის­გან სახ­ლში კუთ­ვნი­ლი თეთ­რი ფე­რის "ვაზ 21-07" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნით ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. ვე­რის სა­საფ­ლა­ოს მი­სად­გო­მებ­თან მათ ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. თო­რა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის სა­მი­ვე წევ­რი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. თვითმხილ­ვე­ლე­ბი ყვე­ბი­ან, რომ იზო თო­რა­ძე ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი იყო. თავ­დამ­სხმე­ლებ­მა მას ია­რა­ღის კონ­და­ხი ჩა­არ­ტყეს და მოკ­ლეს.

ამ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ზაურ თო­რა­ძის მან­ქა­ნას ცე­ცხლი პო­ლი­ცი­ამ გა­უხ­სნა, რად­გა­ნაც იგი არ და­ე­მორ­ჩი­ლა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი იმა­საც ამ­ტკი­ცებ­დნენ, თით­ქოს თო­რა­ძე­ე­ბის მშობ­ლე­ბი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, მამა - ავ­ტო­მა­ტით, დედა კი - "ლი­მონ­კით".

თვითმხილ­ველ­თა თქმით, 3 მარტს ვე­რის სა­საფ­ლა­ოს­თან პო­ლი­ცია არ პატ­რუ­ლი­რებ­და და, ცხა­დია, ვე­რის საძ­მოს წევ­რე­ბი სა­საფ­ლა­ოს კუ­თხეს­თან, სწო­რედ თო­რა­ძე­ე­ბის ავ­ტო­მან­ქა­ნას ელოდ­ნენ. მან­ქა­ნას 300-მდე ტყვია ჰქონ­და მოხ­ვედ­რი­ლი. თო­რა­ძე­ე­ბის სახ­ლის "ჩხრე­კი­სას" მათი ბი­ნი­დან არა­ნა­ი­რი ია­რა­ღი არ ამო­უ­ღი­ათ. მკვლე­ლო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ მათ სახ­ლს ალყა შე­მო­არ­ტყეს მძი­მე ტექ­ნი­კით. თო­რა­ძე­ებ­მა თავი მე­ზო­ბელს შე­ა­ფა­რეს. "მხედ­რი­ო­ნის" წევ­რე­ბი სახ­ლში შეც­ვივ­დნენ და ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და­ი­წყეს. თა­ვად თო­რა­ძე­ე­ბი თავს მე­ზობ­ლის სახ­ლს აფა­რებ­დნენ. ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და ქა­ლა­ქის კო­მენ­დან­ტი გელა ლან­ჩა­ვა, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი თვა­ლით უყუ­რებ­და, რო­გორ ძარ­ცვავ­დნენ თო­რა­ძე­ე­ბის ოჯახს მხედ­რი­ო­ნე­ლე­ბი. მე­ზობ­ლის კარი თა­ვად თო­რა­ძე­ებ­მა გა­ა­ღეს. ისი­ნი მე­ზობ­ლის სი­ცო­ცხლეს გა­უფრ­თხილ­დნენ. სახ­ლში "მხედ­რი­ო­ნის" ფორ­მი­ა­ნი ორი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა შე­იჭ­რა. ერთი მათ­გა­ნი ნიღ­ბით იყო, მე­ო­რე - უნიღ­ბოდ. მათ ავ­ტო­მა­ტის ჯე­რით და­ცხრი­ლეს იმე­დო და კახა თო­რა­ძე­ე­ბი. ამ სას­ტიკ მკვლე­ლო­ბას შე­ეს­წრნენ მე­ზობ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და თო­რა­ძე­ე­ბის მცი­რე­წლო­ვა­ნი დები. სრო­ლი­სას ას­ხლე­ტი­ლი ტყვი­ით და­იჭ­რა თა­ვად ბი­ნის პატ­რო­ნიც.

ტრა­გე­დი­ის დღეს თო­რა­ძე­ე­ბის უფ­რო­სი შვი­ლი, ზაზა თო­რა­ძე, სახ­ლში არ იმ­ყო­ფე­ბო­და. იგი დი­ლით გა­ვი­და სახ­ლი­დან და მას შემ­დეგ აღა­რა­ვის უნა­ხავს. ოჯა­ხის ამო­წყვე­ტის მი­უ­ხე­და­ვად და­პი­რის­პი­რე­ბა ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. ამ ტრა­გე­დი­ი­დან ორი წლის შემ­დეგ, 23 თე­ბერ­ვალს, 17 წლის პა­ა­ტა თო­რა­ძე გა­უ­ჩი­ნარ­და. ისი­ნი პო­ლი­ცი­ამ გა­ა­ჩე­რა. თო­რა­ძე და მისი მე­გო­ბა­რი პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა თა­ვი­ანთ მან­ქა­ნა­ში გა­დას­ვეს და კვა­ლი და­ი­კარ­გა. უპატ­რო­ნოდ დარ­ჩე­ნილ­მა დებ­მა კი მო­ნას­ტერს შე­ა­ფა­რეს თავი.

მხედ­რი­ო­ნე­ლე­ბი ემუქ­რე­ბოდ­ნენ თო­რა­ძე­ე­ბის ახ­ლობ­ლებს, ხალ­ხს უკ­რძა­ლავ­დნენ პა­ნაშ­ვიდ­ზე მის­ვლას, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ ამი­ტომ პა­ნაშ­ვიდ­ზე მხო­ლოდ 20 კაცი იმ­ყო­ფე­ბო­და. საქ­მე დღემ­დე გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლია და ტრა­გე­დი­ის გამო არა­ვინ დას­ჯი­ლა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არ დაბლოკოტ!
2

ქვეყანა რომლიეც ამ მკვლელებს არ დასჯოს და ტან პარლამენტში დასვამს ნიკას მაგ. ის ქვეყანა სასჯელს არ ასცდება და სარეტოდ პუტჩია ის რაც ჩვენ არასდორს შეგვრჩება და 40 წლ კი არა მუდამ უდაბნოშო ვივლით! და ასევე იმ პირის გაღემრეტბა რომლიეც მხარს ამატ უჭერდა და მისი კუტხევიტ ამ პუთის ბანდის მეტაურის პანტეონში დაკრზალვა ეს როგორ შერჩება ქვეყანას?! არ დაბლოკოტ!

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

როგორ ჩახოცეს თორაძეების ოჯახი - "სიკვდილის ლეგიონების" წარმოუდგენლად სასტიკი შურისძიება თბილისში

როგორ ჩახოცეს თორაძეების ოჯახი - "სიკვდილის ლეგიონების" წარმოუდგენლად სასტიკი შურისძიება თბილისში

ტრაგედია, რომლის შესახებაც ახლა გიამბობთ, 1992 წლის 3 მარტს მოხდა. საქმე დღემდე გამოუძიებელია. არაოფიციალური ინფორმაციით, კრიმინალური დაჯგუფების წევრებმა თორაძეების ოჯახი ამოწყვიტეს.

თორაძეები ზემო ვერაზე, სევასტოპოლის ქუჩაძე ცხოვრობდნენ. ოჯახს 10 შვილი ჰყავდა, 5 გოგო და 5 ვაჟი. ძმები თორაძეები უბანში გავლენიან ბიჭებად ითვლებოდნენ. სწორედ მაშინ იკრებდა ძალებს დაჯგუფება, რომელსაც მოგვიანებით "ბოროტები" უწოდეს და რომლებიც "მხედრიონის" შემადგენლობაში შედიოდნენ. ამბობენ, რომ მხედრიონს სურდა თორაძეების გადაბირება, მაგრამ მათთვის "მხედრიონის" კანონები მიუღებელი იყო.

დაპირისპირება 1991 წელს დაიწყო. ლაშა თორაძემ უცნობ ახალგაზრდას, ქუჩაში ტყავის ქურთუკი წაართვა. დაზარალებული "ბოროტების" ახლობელი აღმოჩნდა. "ბოროტები" მოპარულის დაბრუნებას ითხოვდნენ, თორაძეები კი ქურთუკს არ აბრუნებდნენ. დაპირისპირებულთა შერიგების მიზნით საქმეში კანონიერი ქურდი, პაატა ჩლაიძე ჩაერია. თორაძეები "ბოროტებთან" შერიგებას დასთანხმდნენ. ამ მიზნით ძმები ზაზა, ლაშა, იმედო და მათი მეგობარი ზვიად გელოვანი "ბოროტებთან" შესახვედრად წავიდნენ. ისინი ერთმანეთს თბილისში შეხვდნენ, შემდეგ კი საქმის გასარჩევად ქალაქგარეთ (სავარაუდოდ, წყნეთში ან კოჯორში) წავიდნენ. თორაძეები ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მიიყვანეს. სადარბაზოში მათ ოცდაათამდე შეიარაღებული მხედრიონელი დახვდათ. თორაძეები უიარაღოდ იყვნენ. სადარბაზოში შესულ ძმებს და მათ მეგობარს დამხვდურებმა ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად სამივე ძმა და მათი მეგობარი დაიჭრნენ. დაჭრილები "მხედრიონელებმა" ადგილზევე დატოვეს.

"მხედრიონის" და თორაძეების დაპირისპირება გამწვავდა. 1992 წლის თებერვალში, ძმებს და მათ მეგობარს ნუცუბიძის პლატოზე ცეცხლი გაუხსნეს. თორაძეების მეგობარი ადგილზე დაიღუპა. საქმეში ისევ პაატა ჩლაიძე ჩაერია, მაგრამ ძმები მას აღარ ენდნენ. ჩლაიძემ ბიჭებს უთხრა, თუ "ბოროტებს" არ შეურიგდებით, მათ მხარეს გადავალო...

დაჭრილი ძმები სახლში მკურნალობდნენ. 1992 წლის 3 მარტს, დილით, დედ-მამამ, ზაურ თორაძემ და იზო ქურხული-თორაძემ, ლაშა ექიმთან ჭრილობის გადასახვევად წაიყვანეს. არსებობს ინფორმაცია, რომ სახლიდან გასვლამდე მათ ტელეფონით რამდენჯერმე დაუკავშირდა ლაშას მკურნალი ექიმი, რომელთანაც დაჭრილი ლაშა გადახვევებზე დადიოდა და სასწრაფოდ მისვლა სთხოვა. დაახლოებით 4 საათი იყო. თორაძეები ექიმისგან სახლში კუთვნილი თეთრი ფერის "ვაზ 21-07" მარკის ავტომანქანით ბრუნდებოდნენ. ვერის სასაფლაოს მისადგომებთან მათ ცეცხლი გაუხსნეს. თორაძეების ოჯახის სამივე წევრი ადგილზე დაიღუპა. თვითმხილველები ყვებიან, რომ იზო თორაძე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. თავდამსხმელებმა მას იარაღის კონდახი ჩაარტყეს და მოკლეს.

ამ ტრაგედიის შემდეგ ოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ზაურ თორაძის მანქანას ცეცხლი პოლიციამ გაუხსნა, რადგანაც იგი არ დაემორჩილა სამართალდამცავებს. სამართალდამცავები იმასაც ამტკიცებდნენ, თითქოს თორაძეების მშობლები შეიარაღებულები იყვნენ, მამა - ავტომატით, დედა კი - "ლიმონკით".

თვითმხილველთა თქმით, 3 მარტს ვერის სასაფლაოსთან პოლიცია არ პატრულირებდა და, ცხადია, ვერის საძმოს წევრები სასაფლაოს კუთხესთან, სწორედ თორაძეების ავტომანქანას ელოდნენ. მანქანას 300-მდე ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. თორაძეების სახლის "ჩხრეკისას" მათი ბინიდან არანაირი იარაღი არ ამოუღიათ. მკვლელობიდან რამდენიმე წუთის შემდეგ მათ სახლს ალყა შემოარტყეს მძიმე ტექნიკით. თორაძეებმა თავი მეზობელს შეაფარეს. "მხედრიონის" წევრები სახლში შეცვივდნენ და ძვირფასი ნივთების შეგროვება დაიწყეს. თავად თორაძეები თავს მეზობლის სახლს აფარებდნენ. ადგილზე იმყოფებოდა ქალაქის კომენდანტი გელა ლანჩავა, რომელიც საკუთარი თვალით უყურებდა, როგორ ძარცვავდნენ თორაძეების ოჯახს მხედრიონელები. მეზობლის კარი თავად თორაძეებმა გააღეს. ისინი მეზობლის სიცოცხლეს გაუფრთხილდნენ. სახლში "მხედრიონის" ფორმიანი ორი შეიარაღებული პიროვნება შეიჭრა. ერთი მათგანი ნიღბით იყო, მეორე - უნიღბოდ. მათ ავტომატის ჯერით დაცხრილეს იმედო და კახა თორაძეები. ამ სასტიკ მკვლელობას შეესწრნენ მეზობლის ოჯახის წევრები და თორაძეების მცირეწლოვანი დები. სროლისას ასხლეტილი ტყვიით დაიჭრა თავად ბინის პატრონიც.

ტრაგედიის დღეს თორაძეების უფროსი შვილი, ზაზა თორაძე, სახლში არ იმყოფებოდა. იგი დილით გავიდა სახლიდან და მას შემდეგ აღარავის უნახავს. ოჯახის ამოწყვეტის მიუხედავად დაპირისპირება ამით არ დასრულებულა. ამ ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ, 23 თებერვალს, 17 წლის პაატა თორაძე გაუჩინარდა. ისინი პოლიციამ გააჩერა. თორაძე და მისი მეგობარი პოლიციელებმა თავიანთ მანქანაში გადასვეს და კვალი დაიკარგა. უპატრონოდ დარჩენილმა დებმა კი მონასტერს შეაფარეს თავი.

მხედრიონელები ემუქრებოდნენ თორაძეების ახლობლებს, ხალხს უკრძალავდნენ პანაშვიდზე მისვლას, გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამიტომ პანაშვიდზე მხოლოდ 20 კაცი იმყოფებოდა. საქმე დღემდე გამოუძიებელია და ტრაგედიის გამო არავინ დასჯილა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"ოჯახი რომ დავტოვე, ეს ყველაზე მეტად მეუღლეზე აისახა... სამი გოგოს მამა ვარ" - უცნობი ფაქტები მეუფე ნიკოლოზის შესახებ

"ეტყობა ამ პარტიებს ყველას ნახმარი ჰყავს მეუფე იაკობი..." - პეტრე ცაავა ბოდბელ ეპისკოპოსს პასუხობს

ორი ამიკო, ფაქო, თემო, "კაწრო", ინგა გრიგოლიას სიძე - ვინ არიან ბერა ივანიშვილის ცნობილი მეგობრები?