"თავისუფალი თაობის" ლიდერს ლადო სადღობელაშვილს სასამართლოს გადაწყვეტილებით პარლამენტთან გუშინ მომხდარი ჩხუბის პერიოდში წვრილმანი ხულიგნობისთვის 100-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. სადღობელაშვილის სასამართლო პროცესს "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სადღობელაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გუშინ მომხდარი ინციდენტი "ნაციონალების" მხრიდან პროვოკაციად შეაფასა.
"პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ "რუსთავი-2" არის პროვოკატორი. ასევე მინდა ვთქვა, რომ თუ მე მაკავებენ დააკავონ ბოკერია და მამა-შვილი გაბაშვილები, რომლებიც არიან ამ პროვოკაციის სულის ჩამდგმელები", - განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა.
"თავისუფალი თაობის" ლიდერი გუშინ პარლამენტთან მომხდარი დაპირისპირებისას დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.