პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვლადიმირი მთელი ჩვენი თანაცხოვრების მანძილზე მცდიდა – ლუდმილა პუტინა პირად ცხოვრებაზე
ვლადიმირი მთელი ჩვენი თანაცხოვრების მანძილზე მცდიდა – ლუდმილა პუტინა პირად ცხოვრებაზე

გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენ­ტებს ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, ლუდ­მი­ლა პუ­ტი­ნას მო­გო­ნე­ბი­დან ო. ბლოც­კის წიგ­ნის, "ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი: გზა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­კენ" (მოს­კო­ვი, 2002 წ.), მი­ხედ­ვით.

კარ­გად მახ­სოვს ჩემი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა ვლა­დი­მირ ვლა­დი­მი­რო­ვი­ჩის მშობ­ლებ­თან… მან იმ­დრო­ის­თვის ყვე­ლა­ზე მო­დუ­რი სტე­რე­ო­სის­ტე­მა "რო­სია" შე­ი­ძი­ნა და ამის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად მე და თა­ვი­სი მე­გობ­რე­ბი შინ მიგ­ვი­პა­ტი­ჟა…

სამ­ზა­რე­უ­ლო­ში შე­ვე­დი. იქ ვლა­დი­მირ ვლა­დი­მი­რო­ვი­ჩის დედა, მა­რია ივა­ნოვ­ნა დამ­ხვდა. სა­უ­ბა­რი და­ვი­წყეთ. ამა­სო­ბა­ში სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ალექ­სეი (ვლა­დი­მირ ვლა­დი­მი­რო­ვი­ჩის მე­გო­ბა­რი, რო­მელ­მაც ისი­ნი ერ­თმა­ნეთს გა­აც­ნო) შე­მო­ვი­და და მა­რია ივა­ნოვ­ნას ჰკი­თხა, – ლუდა თუ მოგ­წონ­თო. კი, რო­გორ არა, არა­უ­შავს, მაგ­რამ ვა­ლო­დი­ას უკვე ჰყავ­და ერთი ლუდა, კარ­გი გოგო იყოო და… აღარ გა­ა­თა­ვა იმ ლუ­დას ქება-დი­დე­ბა. ცრემ­ლე­ბი მო­მაწ­ვა, კი­ნა­ღამ ტი­რი­ლი და­ვი­წყე…

ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას მარ­თა­ლია არ ახ­ლდა რო­მან­ტი­კუ­ლი აღ­ტა­ცე­ბა­ნი, მაგ­რამ, სა­მა­გი­ე­როდ, სტა­ბი­ლუ­რი ნამ­დვი­ლად იყო. ეგაა – უც­ნა­უ­რი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა სდევ­და თან: ორი თვე ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მი­დი­ო­და, მერე, არ ვიცი, რა დაგ­ვე­მარ­თა – ვჩხუ­ბობ­დით, ერ­თმა­ნეთს ვსაყ­ვე­დუ­რობ­დით… ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა წუ­თი­ე­რი გა­ტა­ცე­ბა არ ყო­ფი­ლა. პირ­ვე­ლად, ჩემს სი­ცო­ცხლე­ში მა­მა­კაცს ნელ-ნელა მი­ვეჩ­ვიე და შე­მიყ­ვარ­და.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ვლადიმირი მთელი ჩვენი თანაცხოვრების მანძილზე მცდიდა – ლუდმილა პუტინა პირად ცხოვრებაზე

ვლადიმირი მთელი ჩვენი თანაცხოვრების მანძილზე მცდიდა – ლუდმილა პუტინა პირად ცხოვრებაზე

გთავაზობთ ფრაგმენტებს ვლადიმირ პუტინის ყოფილი მეუღლის, ლუდმილა პუტინას მოგონებიდან ო. ბლოცკის წიგნის, "ვლადიმირ პუტინი: გზა ხელისუფლებისკენ" (მოსკოვი, 2002 წ.), მიხედვით.

კარგად მახსოვს ჩემი პირველი შეხვედრა ვლადიმირ ვლადიმიროვიჩის მშობლებთან… მან იმდროისთვის ყველაზე მოდური სტერეოსისტემა "როსია" შეიძინა და ამის აღსანიშნავად მე და თავისი მეგობრები შინ მიგვიპატიჟა…

სამზარეულოში შევედი. იქ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩის დედა, მარია ივანოვნა დამხვდა. საუბარი დავიწყეთ. ამასობაში სამზარეულოში ალექსეი (ვლადიმირ ვლადიმიროვიჩის მეგობარი, რომელმაც ისინი ერთმანეთს გააცნო) შემოვიდა და მარია ივანოვნას ჰკითხა, – ლუდა თუ მოგწონთო. კი, როგორ არა, არაუშავს, მაგრამ ვალოდიას უკვე ჰყავდა ერთი ლუდა, კარგი გოგო იყოო და… აღარ გაათავა იმ ლუდას ქება-დიდება. ცრემლები მომაწვა, კინაღამ ტირილი დავიწყე…

ჩვენს ურთიერთობას მართალია არ ახლდა რომანტიკული აღტაცებანი, მაგრამ, სამაგიეროდ, სტაბილური ნამდვილად იყო. ეგაა – უცნაური კანონზომიერება სდევდა თან: ორი თვე ყველაფერი კარგად მიდიოდა, მერე, არ ვიცი, რა დაგვემართა – ვჩხუბობდით, ერთმანეთს ვსაყვედურობდით… ჩვენი ურთიერთობა წუთიერი გატაცება არ ყოფილა. პირველად, ჩემს სიცოცხლეში მამაკაცს ნელ-ნელა მივეჩვიე და შემიყვარდა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"