მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხარების დედათა მონასტერი და კავკასიური ნაგაზის არაჩვეულებრივი ლეკვები
ხარების დედათა მონასტერი და კავკასიური ნაგაზის არაჩვეულებრივი ლეკვები

ქა­რე­ლის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე ხა­რე­ბის დე­და­თა მო­ნას­ტე­რი, სა­დაც გა­ნის­ვე­ნებს ერეკ­ლე მე­ო­რეს ქა­ლიშ­ვი­ლი მა­რი­ამ ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი, ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი კავ­კა­სი­უ­რი ნა­გა­ზის ლეკ­ვე­ბით. სწო­რედ ეს გახ­და Georgian Journal-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ქა­რელ­ში სა­გან­გე­ბოდ ჩას­ვლის მი­ზე­ზი.

მო­ნას­ტერ­ში სულ ხუთი კავ­კა­სი­უ­რი ჯი­შის ძაღ­ლია, მათ შო­რის სამი ლეკ­ვი და ორი მოზ­რდი­ლი ძუ.

მორ­ჩილ­მა მა­ნა­ნამ, რო­მე­ლიც ძაღ­ლე­ბის მთა­ვა­რი აღ­მზრდე­ლი და მომ­ვლე­ლია, ლეკ­ვე­ბის დედა ლოკა-ფუთა ორი წლი­ნა­ხევ­რის წინ მო­იყ­ვა­ნა მო­ნას­ტერ­ში. მისი თქმით, მას შემ­დეგ დე­დე­ბის ცხოვ­რე­ბა სრუ­ლი­ად შე­იც­ვა­ლა.

კავ­კა­სი­უ­რი ნა­გა­ზი გა­მო­ირ­ჩე­ვა თა­ვი­სი სი­დინ­ჯით, სი­მა­მა­ცით, ერ­თგუ­ლე­ბით, სი­ლა­მა­ზი­თა და სი­ჯი­უ­ტით. გერ­მა­ნუ­ლი ნა­გა­ზის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ორ ფეხ­ზე დად­გეს და სა­სუსნა­ვი პი­რით მო­გი­ტა­ნოს, ქარ­თუ­ლი ნა­გა­ზი იუ­კად­რი­სებს მსგავ­სი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას თა­ვი­სი ამა­ყი ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

"კავ­კა­სი­უ­რი ნა­გა­ზი ბუ­ნე­ბით მცვე­ლია და სპე­ცი­ა­ლუ­რი გაწ­ვრთნა არ სჭირ­დე­ბა. მას კარ­გად აქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი თა­ვი­სი ფუნ­ქცია და სა­კუ­თარ მო­ვა­ლე­ო­ბას პირ­ნათ­ლად ას­რუ­ლებს. თუ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში იზ­რდე­ბა და ალერ­სი­ა­ნად ეპყრო­ბი­ან, თვი­თო­ნაც უფრო მშვი­დი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ხდე­ბა,’’ - აღ­ნიშ­ნავს იღუ­მე­ნია ბარ­ბა­რე Georgian Journal -თან სა­უბ­რი­სას.

"როცა ცუ­დად ვარ, ძაღ­ლე­ბიც გრძნო­ბენ ამას და მე­ფე­რე­ბი­ან. მათ შე­უძ­ლი­ათ ნამ­დვი­ლი მე­გობ­რო­ბა გა­გი­წი­ონ,"- ამ­ბობს მორ­ჩი­ლი მა­ნა­ნა.

ლეკვთა­გან ერთ-ერთი, სა­ხე­ლად ბალუ, მო­მა­ვალ­ში ქა­რე­ლის წმინ­და გი­ორ­გი მთაწ­მინ­დე­ლის სა­სუ­ლი­ე­რო გიმ­ნა­ზი­ას გა­და­ე­ცე­მა, სა­დაც ის უკვე მოს­წავ­ლე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე იზ­რუ­ნებს და ამავდრო­უ­ლად და­ამ­შვე­ნებს სას­წავ­ლებ­ლის ეზოს.

ლიკა ჭიღ­ლა­ძე

AMBEBI.GE

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია და ფო­ტო­მა­სა­ლა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ხარების დედათა მონასტერი და კავკასიური ნაგაზის არაჩვეულებრივი ლეკვები

ხარების დედათა მონასტერი და კავკასიური ნაგაზის არაჩვეულებრივი ლეკვები

ქარელის რაიონში მდებარე ხარების დედათა მონასტერი, სადაც განისვენებს ერეკლე მეორეს ქალიშვილი მარიამ ბატონიშვილი, ცნობილია თავისი არაჩვეულებრივი კავკასიური ნაგაზის ლეკვებით. სწორედ ეს გახდა Georgian Journal-ის თანამშრომლების ქარელში საგანგებოდ ჩასვლის მიზეზი.

მონასტერში სულ ხუთი კავკასიური ჯიშის ძაღლია, მათ შორის სამი ლეკვი და ორი მოზრდილი ძუ.

მორჩილმა მანანამ, რომელიც ძაღლების მთავარი აღმზრდელი და მომვლელია, ლეკვების დედა ლოკა-ფუთა ორი წლინახევრის წინ მოიყვანა მონასტერში. მისი თქმით, მას შემდეგ დედების ცხოვრება სრულიად შეიცვალა.

კავკასიური ნაგაზი გამოირჩევა თავისი სიდინჯით, სიმამაცით, ერთგულებით, სილამაზითა და სიჯიუტით. გერმანული ნაგაზისგან განსხვავებით, რომელსაც შეუძლია ორ ფეხზე დადგეს და სასუსნავი პირით მოგიტანოს, ქართული ნაგაზი იუკადრისებს მსგავსი დავალების შესრულებას თავისი ამაყი ბუნებიდან გამომდინარე.

“კავკასიური ნაგაზი ბუნებით მცველია და სპეციალური გაწვრთნა არ სჭირდება. მას კარგად აქვს გაცნობიერებული თავისი ფუნქცია და საკუთარ მოვალეობას პირნათლად ასრულებს. თუ ადამიანების გარემოცვაში იზრდება და ალერსიანად ეპყრობიან, თვითონაც უფრო მშვიდი და მოსიყვარულე ხდება,’’ - აღნიშნავს იღუმენია ბარბარე Georgian Journal -თან საუბრისას.

”როცა ცუდად ვარ, ძაღლებიც გრძნობენ ამას და მეფერებიან. მათ შეუძლიათ ნამდვილი მეგობრობა გაგიწიონ,”- ამბობს მორჩილი მანანა.

ლეკვთაგან ერთ-ერთი, სახელად ბალუ, მომავალში ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სასულიერო გიმნაზიას გადაეცემა, სადაც ის უკვე მოსწავლეების უსაფრთხოებაზე იზრუნებს და ამავდროულად დაამშვენებს სასწავლებლის ეზოს.

ლიკა ჭიღლაძე

AMBEBI.GE

იხილეთ სტატიის სრული ვერსია და ფოტომასალა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია