საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინის "გაუჩინარებასთან" დაკავშირებული TOP 5 ვერსია
პუტინის "გაუჩინარებასთან" დაკავშირებული TOP 5 ვერსია

ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა არ წყდე­ბა მით­ქმა-მოთ­ქმა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. გა­მო­ცე­მა "ნო­ვოე ვრე­მი­ამ" ამ თე­მა­ზე არ­სე­ბუ­ლი ვერ­სი­ე­ბის რე­ი­ტინ­გი შე­ად­გი­ნა.

  • პუ­ტი­ნი ავა­დაა. ეს ვერ­სია მას შემ­დეგ გაჩ­ნდა, რაც ავ­ტო­რი­ტე­ტულ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­გენ­ტო Reuters-მა, ყა­ზა­ხე­თის მთავ­რო­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ 11 მარტს და­გეგ­მი­ლი შეხ­ვედ­რა რუ­სე­თის, ყა­ზა­ხე­თი­სა და ბე­ლო­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტებს შო­რის, პუ­ტი­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო არ შედ­გა. აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­ლე­ვე უარ­ყო პრესს­პი­კერ­მა პეს­კოვ­მა და შეხ­ვედ­რის ამ­ბავს, ერთი კვი­რის წი­ნან­დე­ლი სუ­რა­თე­ბი და­ურ­თო. ამას­თან, ვრცელ­დე­ბა ხმე­ბი, რომ პუ­ტი­ნის გაქ­რო­ბა შე­საძ­ლოა, სა­ხის და­ჭიმ­ვის პრო­ცე­დუ­რებს უკავ­შირ­დე­ბო­დეს.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| პუ­ტი­ნი მოკ­ვდა? - რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ბე­დის შე­სა­ხებ სა­ი­ტი გაჩ­ნდა

  • პუ­ტი­ნი მოკ­ვდა. მას შემ­დეგ, რაც ხმე­ბი რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცელ­და, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გაჩ­ნდა ჰი­პო­თე­ზა პუ­ტი­ნის შე­საძ­ლო გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. თუმ­ცა, რა­ი­მე სა­ხის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ჰი­პო­თე­ზის გა­სამ­ყა­რებ­ლად ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს.

 

  • პუ­ტი­ნი შიდა გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მსხვერ­პლი გახ­და. ამ ჰი­პო­თე­ზას აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ რუსი მი­მომ­ხილ­ვე­ლე­ბი და ექ­სპერ­ტე­ბი. მათი არ­გუ­მენ­ტე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ რუ­სეთ­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის ომი მიმ­დი­ნა­რე­ობს, საკ­მა­ოდ რე­ა­ლის­ტუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ამ მოვ­ლე­ნე­ბის კა­ტა­ლი­ზა­ტო­რად ან შე­დე­გად, მათი თქმით, ბო­რის ნემ­ცო­ვის მკვლე­ლო­ბა იქცა. ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, სწო­რედ ამის შემ­დეგ შე­ვი­და არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში. თუმ­ცა, ფი­ნა­ლუ­რი ბრძო­ლა ჯერ კი­დევ წი­ნაა. ეს ვერ­სია არ უნდა იყოს სე­რი­ო­ზუ­ლო­ბას მოკ­ლე­ბუ­ლი, რად­გან მისი მომ­ხრე­ე­ბი საკ­მა­ოდ ხმა­მაღ­ლა აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ პუ­ტი­ნის მმარ­თვე­ლო­ბას "წყა­ლი შე­უდ­გა".

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| "კანი და­ი­ჭი­მა" - რას ამ­ბობს რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გაქ­რო­ბა­ზე

  • პუ­ტინ­მა და­გეგ­მა სა­კუ­თა­რი გაქ­რო­ბა, რად­გან ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის­თვის ემ­ზა­დე­ბა. კი­ე­ვი ყო­ველ დღე სა­უბ­რობს იმა­ზე, რომ პუ­ტი­ნი ომის­თვის ემ­ზა­დე­ბა, რა­საც იმ ფაქ­ტით ამ­ყა­რე­ბენ, რომ რუს­მა მებ­რძო­ლებ­მა დონ­ბას­ში საკ­მა­ოდ ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი არ­მია ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ დროს არის მზად შე­ტე­ვის­თვის. ამ­გვა­რად, შექ­მნი­ლი აურ­ზა­უ­რი პრე­ზი­დენ­ტის "გაქ­რო­ბას­თან" და­კავ­ში­რე­ბით, შე­იძ­ლე­ბა პუ­ტი­ნის წის­ქვილ­ზე ას­ხამ­დეს წყალს, რად­გან ეს მას სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ეს­ხას თავს უკ­რა­ი­ნას და შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნოს მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| "მე­გობ­რე­ბო, თქვენ ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბით პუ­ტინს" - polit-info-ს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის კო­მენ­ტარ­მა მსოფ­ლიო და­ა­ინ­ტრი­გა

  • პუ­ტი­ნი ჯან­მრთე­ლია და ცო­ცხა­ლი. რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს სი­ნამ­დვი­ლე­ში ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად აქვს და მის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი სხვა არა­ფე­რია თუ არა ინ­სი­ნუ­ა­ცია. შე­იძ­ლე­ბა პუ­ტი­ნი უბ­რა­ლოდ ახ­ლობ­ლებ­თან ერ­თად ის­ვე­ნებს სად­მე და მისი გაქ­რო­ბა სუ­ლაც არ უკავ­შირ­დე­ბა სიკ­ვდილს ან ავად­მყო­ფო­ბას. მაგ­რამ ასეც რომ იყოს, ლი­დე­რის "გაქ­რო­ბამ" მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა მის ავ­ტო­რი­ტეტს, რად­გან მისი მმარ­თვე­ლო­ბის სუს­ტი მხა­რე­ე­ბი გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვა.
ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| რო­დე­საც პუ­ტი­ნი წავა...

რო­გორც რუსი პო­ლი­ტო­ლო­გი დი­მიტ­რი ორეშ­კი­ნი თვლის, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი უბ­რა­ლოდ "ფსკერ­ზე დაწ­ვა", რათა მი­ი­ღოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი უკ­რა­ი­ნის კონ­ფლიქტთან და­კავ­ში­რე­ბით და იპო­ვოს გა­მო­სა­ვა­ლი იმ კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან, რო­მელ­შიც მან სა­კუ­თა­რი თავი ჩა­აგ­დო.

იხი­ლეთ| "დათ­ვი ჯერ არ მომ­კვდა­რა და უკვე მის ტყავს იყოფ­დნე­ნო" - ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბი პუ­ტი­ნის მძი­მე ავად­მყო­ფო­ბას ეხ­მა­უ­რე­ბი­ან

sponsored by ContentRoom

პუტინის "გაუჩინარებასთან" დაკავშირებული TOP 5 ვერსია

პუტინის "გაუჩინარებასთან" დაკავშირებული TOP 5 ვერსია

ბოლო რამდენიმე დღეა არ წყდება მითქმა-მოთქმა რუსეთის პრეზიდენტის,  ვლადიმერ პუტინის გაუჩინარებასთან დაკავშირებით. გამოცემა "ნოვოე ვრემიამ" ამ თემაზე არსებული ვერსიების რეიტინგი შეადგინა.

  • პუტინი ავადაა. ეს ვერსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც ავტორიტეტულმა საერთაშორისო სააგენტო Reuters-მა, ყაზახეთის მთავრობაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 11 მარტს დაგეგმილი შეხვედრა რუსეთის, ყაზახეთისა და ბელორუსის პრეზიდენტებს შორის, პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შედგა. აღნიშნული მალევე უარყო პრესსპიკერმა პესკოვმა და შეხვედრის ამბავს, ერთი კვირის წინანდელი სურათები დაურთო. ამასთან, ვრცელდება ხმები, რომ პუტინის გაქრობა შესაძლოა, სახის დაჭიმვის პროცედურებს უკავშირდებოდეს.

ასევე დაგაინტერესებთ| პუტინი მოკვდა? - რუსეთის პრეზიდენტის ბედის შესახებ საიტი გაჩნდა

  • პუტინი მოკვდა. მას შემდეგ, რაც ხმები რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით გავრცელდა, სოციალურ ქსელებში გაჩნდა ჰიპოთეზა პუტინის შესაძლო გარდაცვალებასთან დაკავშირებით. თუმცა, რაიმე სახის მტკიცებულებები ჰიპოთეზის გასამყარებლად ჯერჯერობით არ არსებობს.

 

  • პუტინი შიდა გადატრიალების მსხვერპლი გახდა. ამ ჰიპოთეზას აქტიურად განიხილავენ რუსი მიმომხილველები და ექსპერტები. მათი არგუმენტები იმის შესახებ, რომ რუსეთში ძალაუფლებისთვის ომი მიმდინარეობს, საკმაოდ რეალისტურად გამოიყურება. ამ მოვლენების კატალიზატორად ან შედეგად, მათი თქმით, ბორის ნემცოვის მკვლელობა იქცა. ექსპერტების თქმით, სწორედ ამის შემდეგ შევიდა არსებული კონფლიქტი აქტიურ ფაზაში. თუმცა, ფინალური ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა. ეს ვერსია არ უნდა იყოს სერიოზულობას მოკლებული, რადგან მისი მომხრეები საკმაოდ ხმამაღლა აღნიშნავენ, რომ პუტინის მმართველობას "წყალი შეუდგა".

ასევე დაგაინტერესებთ| "კანი დაიჭიმა" - რას ამბობს რუსი ოპოზიციონერი ვლადიმერ პუტინის გაქრობაზე

  • პუტინმა დაგეგმა საკუთარი გაქრობა, რადგან ფართომასშტაბიანი ომისთვის ემზადება. კიევი ყოველ დღე საუბრობს იმაზე, რომ პუტინი ომისთვის ემზადება, რასაც იმ ფაქტით ამყარებენ, რომ რუსმა მებრძოლებმა დონბასში საკმაოდ ბრძოლისუნარიანი არმია ჩამოაყალიბეს, რომელიც ნებისმიერ დროს არის მზად შეტევისთვის. ამგვარად, შექმნილი აურზაური პრეზიდენტის "გაქრობასთან" დაკავშირებით, შეიძლება პუტინის წისქვილზე ასხამდეს წყალს, რადგან ეს მას საშუალებას აძლევს, მოულოდნელად დაესხას თავს უკრაინას და შეცდომაში შეიყვანოს მოწინააღმდეგეები.

ასევე დაგაინტერესებთ| "მეგობრებო, თქვენ ძალიან სჭირდებით პუტინს" - polit-info-ს გენერალური დირექტორის კომენტარმა მსოფლიო დააინტრიგა

  • პუტინი ჯანმრთელია და ცოცხალი. რუსეთის პრეზიდენტს სინამდვილეში ყველაფერი კარგად აქვს და მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გავრცელებული შეტყობინებები სხვა არაფერია თუ არა ინსინუაცია. შეიძლება პუტინი უბრალოდ ახლობლებთან ერთად ისვენებს სადმე და მისი გაქრობა სულაც არ უკავშირდება სიკვდილს ან ავადმყოფობას. მაგრამ ასეც რომ იყოს, ლიდერის "გაქრობამ" მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მის ავტორიტეტს, რადგან მისი მმართველობის სუსტი მხარეები გამოააშკარავა.
ასევე დაგაინტერესებთ| როდესაც პუტინი წავა...

როგორც რუსი პოლიტოლოგი დიმიტრი ორეშკინი თვლის, რუსეთის პრეზიდენტი უბრალოდ "ფსკერზე დაწვა", რათა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით და იპოვოს გამოსავალი იმ კრიზისული  სიტუაციიდან, რომელშიც მან საკუთარი თავი ჩააგდო.

იხილეთ| "დათვი ჯერ არ მომკვდარა და უკვე მის ტყავს იყოფდნენო" - ცნობილი ქართველები პუტინის მძიმე ავადმყოფობას ეხმაურებიან

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა