პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საერთაშორისო სანქციების პირველი შედეგი? - რუსეთი თავდაცვით ხარჯებს ამცირებს
საერთაშორისო სანქციების პირველი შედეგი? - რუსეთი თავდაცვით ხარჯებს ამცირებს

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ქვეყ­ნის თავ­დაც­ვი­თი ხარ­ჯე­ბის სა­კი­თხი გან­ხილ­ვას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, მთავ­რო­ბის კუ­ლუ­ა­რებ­ში არ­მი­ის ბი­უ­ჯე­ტის შემ­ცი­რე­ბის თემა სულ უფრო აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ თავ­დაც­ვი­თი-სამ­რეწ­ვე­ლო კომ­პლექ­სის ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბის პროგ­რა­მა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მომ­ზად­დე­ბა. მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამას "ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ას" უწო­დე­ბენ და ერ­თხმად გა­ი­ძა­ხი­ან, რომ ეს პრო­ცე­სი სხვა უწყე­ბე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით თავ­დაც­ვის­თვის "ნაკ­ლე­ბად მტკივ­ნე­უ­ლად" ჩა­ივ­ლის.

რო­გორც ჩანს, სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბით გან­პი­რო­ბე­ბულ­მა ეკო­ნო­მი­ურ­მა ვარ­დნამ, რუ­სე­თის არ­მი­ამ­დეც მი­აღ­წია. გარ­კვე­ულ­წი­ლად თავ­დაც­ვი­თი ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბა სამ­ხედ­რო-სამ­რეწ­ვე­ლო კომ­პლექ­სის სწრა­ფი რე­ა­ნი­მი­რე­ბი­სად­მი სწრაფ­ვა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა. საბ­ჭო­უ­რი წარ­მო­ე­ბის მას­შტა­ბე­ბის­კენ დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვილ­მა რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბი­უ­ჯე­ტის ლო­მის წილი წა­ი­ღო. რო­გორც შე­დეგ­მა აჩ­ვე­ნა, რუ­სე­თის ბი­უ­ჯე­ტი არ­მი­ის გა­და­ი­ა­რა­ღე­ბის, არ­სე­ბუ­ლი ტექ­ნი­კის გა­ნახ­ლე­ბა-მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის და ახ­ლის შეს­ყიდ­ვის (თვითმფრი­ნა­ვე­ბი, შვე­ულმფრე­ნე­ბი, ხო­მალ­დე­ბი, წყალ­ქვე­შა ნა­ვე­ბი, ტან­კე­ბი) მაშ­ტა­ბუ­რი პროგ­რა­მე­ბის ერ­თდრო­უ­ლი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დაც­ვის ბი­უ­ჯე­ტი 3,7 %-ით შემ­ცირ­დე­ბა. "ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის" პრო­ცე­სის ამოქ­მე­დე­ბა 2016-17 წლებ­ში იგეგ­მე­ბა. წლე­ვან­დე­ლი ბი­უ­ჯე­ტით, რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თვის 3,28 ტრი­ლი­ო­ნი რუბ­ლია გა­მო­ყო­ფი­ლი.

თავ­დაც­ვის უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბით, "ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის" გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბე­ბის, სხვა­დას­ხვა რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბით და სამ­ხედ­რო დაკ­ვე­თე­ბის "უმ­ნიშ­ვნე­ლო" შემ­ცი­რე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

სპე­ცი­ა­ლუ­რად AMBEBI.GE-სთვის

sponsored by ContentRoom

საერთაშორისო სანქციების პირველი შედეგი? - რუსეთი თავდაცვით ხარჯებს ამცირებს

საერთაშორისო სანქციების პირველი შედეგი? - რუსეთი თავდაცვით ხარჯებს ამცირებს

რუსეთის ფედერალური მთავრობის განცხადებების მიუხედავად, რომ ქვეყნის თავდაცვითი ხარჯების საკითხი განხილვას არ ექვემდებარება, მთავრობის კულუარებში არმიის ბიუჯეტის შემცირების თემა სულ უფრო აქტიურად განიხილება. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ თავდაცვითი-სამრეწველო კომპლექსის ხარჯების შემცირების პროგრამა უახლოეს მომავალში მომზადდება. მთავრობის წარმომადგენლები ამას "ოპტიმიზაციას" უწოდებენ და ერთხმად გაიძახიან, რომ ეს პროცესი სხვა უწყებებისგან განსხვავებით თავდაცვისთვის "ნაკლებად მტკივნეულად" ჩაივლის.

როგორც ჩანს, საერთაშორისო სანქციებით განპირობებულმა ეკონომიურმა ვარდნამ, რუსეთის არმიამდეც მიაღწია. გარკვეულწილად თავდაცვითი ხარჯების შემცირება სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სწრაფი რეანიმირებისადმი სწრაფვამაც განაპირობა. საბჭოური წარმოების მასშტაბებისკენ დაბრუნების სურვილმა რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის ლომის წილი წაიღო. როგორც შედეგმა აჩვენა, რუსეთის ბიუჯეტი არმიის გადაიარაღების, არსებული ტექნიკის განახლება-მოდერნიზაციის და ახლის შესყიდვის (თვითმფრინავები, შვეულმფრენები, ხომალდები, წყალქვეშა ნავები, ტანკები) მაშტაბური პროგრამების ერთდროული განხორციელებისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა.

არსებული ინფორმაციით, თავდაცვის ბიუჯეტი 3,7 %-ით შემცირდება. „ოპტიმიზაციის“ პროცესის ამოქმედება 2016-17 წლებში იგეგმება. წლევანდელი ბიუჯეტით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის 3,28 ტრილიონი რუბლია გამოყოფილი.

თავდაცვის უწყების წარმომადგენლების განმარტებით, "ოპტიმიზაციის" განხორციელება სახელფასო დანამატების შემცირებების, სხვადასხვა რეფორმების გატარებით და სამხედრო დაკვეთების „უმნიშვნელო“ შემცირებით განხორციელდება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

სპეციალურად AMBEBI.GE-სთვის

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა