პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მითხარი, ვინ არის შენი ნათესავი და გეტყვი, სად მუშაობ ან სად დასაქმდები შენ
მითხარი, ვინ არის შენი ნათესავი და გეტყვი, სად მუშაობ ან სად დასაქმდები შენ

… რო­დე­საც ნე­პო­ტიზ­მი გა­ნათ­ლე­ბას ამარ­ცხებს.

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ნე­პო­ტიზ­მი ყო­ველ­თვის იყო და არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჭა­ობ­ში ჩამ­ძი­რა­ვი მოვ­ლე­ნა. თუმ­ცა, ბოლო პე­რი­ოდ­ში დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ა­სა და რე­გი­ო­ნა­ლურ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში ნაც­ნობ-მე­გობ­რებ-ნა­თე­სა­ვე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე და­ნიშ­ვნამ უკვე კა­ტას­ტრო­ფუ­ლად იმა­ტა.

თუმ­ცა, მმარ­თვე­ლი კო­ა­ლი­ცი­ის წევ­რებ­მა ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას დიდი სა­ფიქ­რა­ლი გა­უ­ჩი­ნეს. დღეს უკვე ეჭვქვეშ დგე­ბა "ნა­თე­სა­ვის" აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი ჩვე­ნე­უ­ლი გა­გე­ბა და სა­ჭი­როა, მკა­ფი­ოდ ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს "ნა­თე­სა­ვის" დე­ფი­ნი­ცია. მა­გა­ლი­თად, ხუ­ლოს რა­ი­ო­ნის გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლემ, თა­მაზ აბა­ში­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ მარ­თა­ლია, მისი შვი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ი­ნიშ­ნა, მაგ­რამ ის გა­თხო­ვი­ლია, სხვა ოჯა­ხის წევ­რია და შე­სა­ბა­მი­სად, არც მისი ნა­თე­სა­ვია. მარ­თა­ლია, ხან­და­ხან შვი­ლი უნდა უარ­ყო და ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ ცუდი მამა ხარ.

მა­გა­ლი­თად, პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრი ასე შორს არ წა­სუ­ლა. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აქ­ცენ­ტი ცოლ­ზე გა­ა­კე­თა და თქვა, რომ ცო­ლის ნა­თე­სა­ვი ნა­თე­სა­ვი არაა, ანუ გა­მო­დის, რომ ცო­ლის ძმა ნა­თე­სა­ვი არაა, ცოლი მით უფრო არაა ნა­თე­სა­ვი, აგერ შვი­ლიც არ ყო­ფი­ლა ნა­თე­სა­ვი... მოკ­ლედ, ეს ყო­ვე­ლი­ვე ერთი დიდი მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი წრეა, სა­დაც ისიც არ ვი­ცით, ვის­თვის ვინ არის ნა­თე­სა­ვი...

აქვე, რამ­დე­ნი­მე დღის წი­ნან­დელ მა­გა­ლით­საც მო­ვიყ­ვან - დე­პუ­ტატ ანი მი­რო­ტა­ძის და თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე კონ­კურ­სის გა­რე­შე და­ი­ნიშ­ნა. დე­პუ­ტატ­მა ნა­თე­სა­ო­ბა არ უარ­ყო, სა­მა­გი­ე­როდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­და კარ­გად ენა­ხათ მისი დის "მდი­და­რი" CV და კი­თხვე­ბი ამის შემ­დეგ და­ეს­ვათ. ქალ­ბა­ტო­ნო ანი, თქვენ გი­ნა­ხავთ იმ ასე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნის CV, რომ­ლე­ბიც სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში და­ი­წუ­ნეს? ან იქ­ნებ სა­ა­ტეს­ტა­ციო კო­მი­სი­ას მა­ინც მო­უ­წო­დოთ ნა­ხონ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა?!

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მითხარი, ვინ არის შენი ნათესავი და გეტყვი, სად მუშაობ ან სად დასაქმდები შენ

მითხარი, ვინ არის შენი ნათესავი და გეტყვი, სად მუშაობ ან სად დასაქმდები შენ

… როდესაც ნეპოტიზმი განათლებას ამარცხებს.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ნეპოტიზმი ყოველთვის იყო და არის საზოგადოების ჭაობში ჩამძირავი მოვლენა. თუმცა, ბოლო პერიოდში დედაქალაქის მერიასა და რეგიონალურ მუნიციპალიტეტებში ნაცნობ-მეგობრებ-ნათესავების თანამდებობებზე დანიშვნამ უკვე კატასტროფულად იმატა.

თუმცა, მმართველი კოალიციის წევრებმა ქართულ საზოგადოებას დიდი საფიქრალი გაუჩინეს. დღეს უკვე ეჭვქვეშ დგება "ნათესავის" აქამდე არსებული ჩვენეული გაგება და საჭიროა, მკაფიოდ ჩამოყალიბდეს "ნათესავის" დეფინიცია. მაგალითად, ხულოს რაიონის გამგებლის მოადგილემ, თამაზ აბაშიძემ განაცხადა, რომ მართალია, მისი შვილი თანამდებობაზე დაინიშნა, მაგრამ ის გათხოვილია, სხვა ოჯახის წევრია და შესაბამისად, არც მისი ნათესავია. მართალია, ხანდახან შვილი უნდა უარყო და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ცუდი მამა ხარ.

მაგალითად, პრემიერმინისტრი ასე შორს არ წასულა. ირაკლი ღარიბაშვილმა აქცენტი ცოლზე გააკეთა და თქვა, რომ ცოლის ნათესავი ნათესავი არაა, ანუ გამოდის, რომ ცოლის ძმა ნათესავი არაა, ცოლი მით უფრო არაა ნათესავი, აგერ შვილიც არ ყოფილა ნათესავი... მოკლედ, ეს ყოველივე ერთი დიდი მოჯადოებული წრეა, სადაც ისიც არ ვიცით, ვისთვის ვინ არის ნათესავი...

აქვე, რამდენიმე დღის წინანდელ მაგალითსაც მოვიყვან - დეპუტატ ანი მიროტაძის და თბილისის მერიაში თანამდებობაზე კონკურსის გარეშე დაინიშნა. დეპუტატმა ნათესაობა არ უარყო, სამაგიეროდ, საზოგადოებას მოუწოდა კარგად ენახათ მისი დის "მდიდარი" CV და კითხვები ამის შემდეგ დაესვათ. ქალბატონო ანი, თქვენ გინახავთ იმ ასეულობით ადამიანის CV, რომლებიც საჯარო სამსახურში დაიწუნეს? ან იქნებ საატესტაციო კომისიას მაინც მოუწოდოთ ნახონ ამ ადამიანების გამოცდილება?!

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია