მოქალაქეებისთვის დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება, 2014 წლის მსგავსად, 2015 წელსაც ძალაშია.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 1 აპრილიდან მოქალაქეები, რომლებსაც დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნებას სურთ, დეკლარაციის შევსებას შეძლებენ. დეკლარაციის შევსება როგორც ინტერნეტის, ასევე საბანკო დაწესებულებების საშუალებითაა შესაძლებელი. საბანკო დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც მოქალაქეები დეკლარაციას შეავსებენ, ასეთია: სს ბანკი "რესპუბლიკა"; სს "პრივატბანკი"; სს "თიბისი ბანკი"; სს "საქართველოს ბანკი"; სს "ლიბერთი ბანკი"; სს "ბაზისბანკი"; სს "ქართუ ბანკი"; სს "კორსტანდარტ ბანკი"; სს "ბანკი კონსტანტა"; სს "ფინკა ბანკი საქართველო"; სს "ბითიეი ბანკი"; სს "ვითიბი ბანკი".
1 აპრილიდან, შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე www.rs.ge განთავსებულ დეკლარაციაში მხოლოდ პირადი ნომრის მითითებით პირს შეუძლია აღმოაჩინოს, სარგებლობს თუ არა დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის და, შესაბამისად, თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლებით.