სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შვილმა დედას ოჯახის ღალატი არ აპატია და საყვარელი ადამიანი თვალწინ მოუკლა"
"შვილმა დედას ოჯახის ღალატი არ აპატია და საყვარელი ადამიანი თვალწინ მოუკლა"

კი­დევ ერთი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და - 20 წლის ბიჭ­მა მა­მი­ნაც­ვა­ლი დე­დის თვალ­წინ მოკ­ლა. რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, 1996 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ბრალ­დე­ბულ­მა ავ­ლა­ბარ­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლა 1976 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მი­ნაც­ვა­ლი და და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ის, მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, ხა­რა­გა­უ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხევ­ში და­ა­კა­ვეს. ნა­პოვ­ნია მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღიც - გა­დაჭ­რი­ლი თოფი. გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტებ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. ბრალ­დე­ბუ­ლი ოზურ­გე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მაკ­ვა­ნე­თი­და­ნაა. აი, რას ყვე­ბი­ან მომ­ხდარ ტარ­გე­დი­ა­ზე მისი თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი:

ომარ მა­კა­ლა­თია, სო­ფელ მაკ­ვა­ნე­თის მცხოვ­რე­ბი:

- ეს უბე­დუ­რე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩვენ თვალ­წინ მზად­დე­ბო­და, მაგ­რამ პრო­ცე­სე­ბი ისე აე­წყო, რომ მისი შე­ჩე­რე­ბა ვე­რა­ვინ შეძ­ლო. პი­რა­დად ჩემი და მთე­ლი სოფ­ლის აზ­რი­თაც, მაგ საქ­მე­ში მარ­ტო გარ­დაც­ვლი­ლი არ არის მსხვერ­პლი, მსხვერ­პლია მკვლე­ლიც, რო­მე­ლიც მხო­ლოდ 20 წლი­საა. ახლა ცი­ხე­ში ამ და­ნა­შა­უ­ლის­თვის იმ­დენ წე­ლი­წადს ჩას­ვა­მენ, რომ კაც­მა არ იცის იქი­დან რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­მო­ვა, ფი­ზი­კუ­რად და სუ­ლი­ე­რად... რა­საც ახლა ვი­ტყვი, ზოგი ალ­ბათ გო­ი­მო­ბად ჩა­მით­ვლის, მაგ­რამ ეს სულ არ მა­ინ­ტე­რე­სებს, ჩემი აზ­რით, მკვლე­ლის დედა იმა­ზე რომ და­ფიქ­რე­ბუ­ლი­ყო, 20 წლის შვი­ლი მყავს და ჩემი საქ­ცი­ე­ლით მის წი­ნა­შეც ვარ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლიო, ეს უბე­დუ­რე­ბა არ მოხ­დე­ბო­და.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"შვილმა დედას ოჯახის ღალატი არ აპატია და საყვარელი ადამიანი თვალწინ მოუკლა"

"შვილმა დედას ოჯახის ღალატი არ აპატია და საყვარელი ადამიანი თვალწინ მოუკლა"

კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა - 20 წლის ბიჭმა მამინაცვალი დედის თვალწინ მოკლა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, 1996 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა ავლაბარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა 1976 წელს დაბადებული მამინაცვალი და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცავებმა ის, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ხარაგაულის რაიონის სოფელ ხევში დააკავეს. ნაპოვნია მკვლელობის იარაღიც - გადაჭრილი თოფი. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს. ბრალდებული ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთიდანაა. აი, რას ყვებიან მომხდარ ტარგედიაზე მისი თანასოფლელები:

ომარ მაკალათია, სოფელ მაკვანეთის მცხოვრები:

- ეს უბედურება, ფაქტობრივად, ჩვენ თვალწინ მზადდებოდა, მაგრამ პროცესები ისე აეწყო, რომ მისი შეჩერება ვერავინ შეძლო. პირადად ჩემი და მთელი სოფლის აზრითაც, მაგ საქმეში მარტო გარდაცვლილი არ არის მსხვერპლი, მსხვერპლია მკვლელიც, რომელიც მხოლოდ 20 წლისაა. ახლა ციხეში ამ დანაშაულისთვის იმდენ წელიწადს ჩასვამენ, რომ კაცმა არ იცის იქიდან რა მდგომარეობაში გამოვა, ფიზიკურად და სულიერად... რასაც ახლა ვიტყვი, ზოგი ალბათ გოიმობად ჩამითვლის, მაგრამ ეს სულ არ მაინტერესებს, ჩემი აზრით, მკვლელის დედა იმაზე რომ დაფიქრებულიყო, 20 წლის შვილი მყავს და ჩემი საქციელით მის წინაშეც ვარ პასუხისმგებელიო, ეს უბედურება არ მოხდებოდა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ