სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კუკავა გაათავისუფლეს
კახა კუკავა გაათავისუფლეს

პარ­ტია "თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რი კახა კუ­კა­ვა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პარ­ტი­ი­დან აც­ნო­ბეს, ორ­გა­ნი­ზა­ცია "თა­ვი­სუ­ფა­ლი თა­ო­ბის" ლი­დერ ლადო სა­დღო­ბე­ლაშ­ვილ­თან მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ და­კა­ვე­ბუ­ლი "თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რი ამ დრო­ის­თვის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია.

პარ­ტია ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით დე­ტა­ლურ გან­ცხა­დე­ბას მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ავ­რცე­ლებს. მათი ცნო­ბით, პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე კახა კუ­კა­ვა დღეს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში პი­რად საქ­მე­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც მას "თავს და­ეს­ხა" ორ­გა­ნი­ზა­ცია "თა­ვი­სუ­ფა­ლი თა­ო­ბის" ლი­დე­რი ლადო სა­დღო­ბე­ლაშ­ვი­ლი. "შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ, გა­უ­გე­ბა­რი მი­ზე­ზით კახა კუ­კა­ვა და­ა­კა­ვეს", - აცხა­დებ­დნენ პარ­ტი­ა­ში.

ამას­თან, რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, კახა კუ­კა­ვას და­კა­ვე­ბა წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის ფაქ­ტზე მოხ­და. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, კუ­კა­ვას "თა­ვი­სუ­ფა­ლი თა­ო­ბის" ლი­დერ ლადო სა­დღო­ბე­ლაშ­ვილ­თან სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მო­უ­ვი­და.

"როცა ლადო სა­დღო­ბე­ლაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბა და იზო­ლა­ტორ­ში მისი გა­დაყ­ვა­ნა ხდე­ბო­და, მა­შინ კახა კუ­კა­ვას მას­თან სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მო­უ­ვი­და. შე­სა­ბა­მი­სად, მისი და­კა­ვე­ბა მოხ­და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სით, წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის ფაქ­ტზე", - გა­ნა­ცხა­დეს შსს-ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

კახა კუკავა გაათავისუფლეს

კახა კუკავა გაათავისუფლეს

პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა გაათავისუფლეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, ორგანიზაცია "თავისუფალი თაობის" ლიდერ ლადო სადღობელაშვილთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაკავებული "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი ამ დროისთვის გათავისუფლებულია.

პარტია ინციდენტთან დაკავშირებით დეტალურ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს. მათი ცნობით, პარტიის თავმჯდომარე კახა კუკავა დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში პირად საქმეზე იმყოფებოდა, რა დროსაც მას "თავს დაესხა" ორგანიზაცია "თავისუფალი თაობის" ლიდერი ლადო სადღობელაშვილი. "შსს-ს თანამშრომლებმა ინციდენტის შემდეგ, გაუგებარი მიზეზით კახა კუკავა დააკავეს", - აცხადებდნენ პარტიაში.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კახა კუკავას დაკავება წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე მოხდა. მათივე ინფორმაციით, კუკავას "თავისუფალი თაობის" ლიდერ ლადო სადღობელაშვილთან სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა.

"როცა ლადო სადღობელაშვილის დაკავება და იზოლატორში მისი გადაყვანა ხდებოდა, მაშინ კახა კუკავას მასთან სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა. შესაბამისად, მისი დაკავება მოხდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე", - განაცხადეს შსს-ში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ