ნოდარ ხადური - ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისს ადგილი არ აქვს

ნოდარ ხადური - ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისს ადგილი არ აქვს

ქვეყანაში შემცირებულია ეკონომიკური ზრდის ტემპი, მაგრამ არანაირ ეკონომიკურ კრიზისს ადგილი არ აქვს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გააკეთა.

"ქვეყანაში არავითარი ეკონომიკური კრიზისი არ არის. პრობლემებია გაცვლით კურსთან დაკავშირებით, რაც ვფიქრობ, რომ დროებითია", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

მინისტრის თქმით, მაკროეკონომიკურ პარამეტრებს რეგიონის ყველა ქვეყანამ გადახედა. ამ კონტექსტში ხადურმა სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა დაასახელა და აღნიშნა, რომ ეს მოხდა ცენტრალური აზიის ყველა ქვეყანაში.

მინისტრის ცნობით, სავარაუდოდ, მომავალი კვირისთვის გახდება ცნობილი მონახაზი იმ ცვლილებებისა, რომლის განხორციელებაც სახელმწიფო ბიუჯეტში იგეგმება შემცირების მიმართულებით.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა