ორი ადამიანის დაკავებით დასრულდა "თავისუფალი თაობის" აქცია ბათუმში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან.
"ინტერპრესნიუსის" კორეპონდენტის ცნობით, აქციის მონაწილეები იმ თანაგუნდელებისათვის სოლიდარობის გამოსახატავად შეიკრიბნენ, რომლებიც დღეს თბილისში, პარლამენტთან გამართული აქციისას დააკავეს.
აქცია სიტყვიერ შეურაცხყოფაში და შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რის შემდეგაც ადგილზე პატრული მივიდა.
"ნაციონალური მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია და ხელისუფლება მისი სატელიტი დაჯგუფებების საშუალებით სწორედ ამ ხერხებით ცდილობს პარტიის დისკრედიტაციას დაანონსებული 21 მარტის აქციის წინ.