საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. დაკავებულთა შორის არის "თავისუფალი თაობის" ლიდერი ლადო სადღობელაშვილი. რაც შეეხება დაპირისპირების მიზეზს, პარლამენტის შენობიდან გამოსულ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს გიგა ბოკერიასა და გოკა გაბაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ "თავისუფალი თაობის" წევრები. დაპირისპირებაში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე კონტრაქციის წევრები "თავიზუფალი ზონისა" და "სამართლის თაობის" წევრები ჩაერთნენ.
მომხდარის შესახებ ორგანიზაცია "თავისუფალი თაობის" ერთ-ერთი ხელმძღვანელ ანი დარსალიას ვესაუბრეთ.
- უშუალოდ გიგა ბოკერია, გოკა გაბაშვილი და კოტე გაბაშვილი შეგვეხნენ ხელით და ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენეს მე და ლადო სადღობელაშვილს. ჩვენ რომ დაგვინახეს, გვიცნეს და ჩვენი ლანძღვა დაიწყეს. გვლანძღეს საშინელი სიტყვებით. მერე მოვარდნენ მანქანას ლადოს მხრიდან. ბუნებრივია, ლადო გადმოვიდა (რადგან ბოკერია და გოკა გაბაშვილი ნამდვილად არ არიან ის კაცები, რომ მაგათი ვინმეს შეეშინდეს) და ორივემ ლადოს დაუწყეს ცემა. ლადო მათ დარტყმებს იგერიებდა. მერე მეც რომ მივედი გასაშველებლად, ბოკერიამ მთელი ძალით ჩამარტყა ხელზე მუშტი, ამასობაში კი დაახლოებით 30 ნაცზონდერი ცდილობდა ფიზიკურად გასწორებოდა ლადო სადღობელაშვილს. ფაქტობრივად 2 ადამიანზე განხორციელდა ჯგუფური ხულიგნური თავდასხმა. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა დღისით, მზისით, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინ,სამართალდამცავების თვალწინ. საინტერესოა, რომ სამართალდამცავებმა არ დააკავეს თავდასხმის ინციატორი გიგა ბოკერია და სხვა ნაცზონდერები, პირიქით, დაკავებულია ლადო სადღობელაშვილი. ნაცზონდერების ტერორი გრძელდება, ხოლო მათთვის პასუხის გამცემი არავინ ჩანს. როგორც ირკვევა, ზოგი პოლიციელისთვის გიგა ბოკერია და ნაცზონდერები კვლავ უფროსებად რჩებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში აუხსნელია ფაქტი, როდესაც ორ ადამიანზე (მათგან ერთი ქალბატონია) თავდამსხმელებს არ აკავებენ და აკავებენ დაზარალებულებს.
- ჩხუბის ვიდეოკადრები გავრცელდა, მაგრამ იქ არ ჩანს, რომ თქვენ ვინმე გაყენებდეთ შეურაცხყოფას...
- აი ზუსტად მაგაშია საქმე, რომ "რუსთავის 2" არის დეზინფორმატორი. ეს ტელევიზია არის "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მართული და რაც მათ სჭირდებათ, ზუსტად იმას აშუქებენ. როცა ჩვენ შორის ეს დაპირისპირება მოხდა, კამრები საერთოდ არ იყო და ჩოჩქოლი რომ ატყდა, მერე მოვიდა "რუსთავი 2", ორმოცდაათამდე "თავისუფალი ზონის" აქტივისტი და დაგვესიენ ჩვენ. "რუსთავი 2"-მა გადაიღო მხოლოდ ის კადრები, რაც მათ აწყობდათ.
ლადო გოგოლაძე
AMBEBI.GE
იხილეთ ასევე: ხელჩართული ჩხუბი პარლამენტთან: ბოკერიასა და გაბაშვილზე თავდასხმა სადღობელაშვილის გინებითა და დაკავებით დასრულდა