პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირინა სარიშვილის მიმართვა მათ, "ვისაც გონება აერია ვინმეს პათოლოგიური სიძულვილის ან სიყვარულის ნიადაგზე"
ირინა სარიშვილის მიმართვა მათ, "ვისაც გონება აერია ვინმეს პათოლოგიური სიძულვილის ან სიყვარულის ნიადაგზე"

ირი­ნა სა­რიშ­ვი­ლი ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ რე­ა­ლო­ბა­ზე სა­კუ­თა­რი ხედ­ვე­ბის შე­სა­ხებ წერს.

"ორი თემა, რაც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გან­ვმარ­ტო მათ­თვის, ვი­საც გო­ნე­ბა აე­რია ვინ­მეს პა­თო­ლო­გი­უ­რი სი­ძულ­ვი­ლის ან სიყ­ვა­რუ­ლის ნი­ა­დაგ­ზე!

თემა 1 – სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კა:

1. ნა­ცე­ბის სი­ძულ­ვი­ლით და­ტან­ჯულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას:

ჩემ­თვის სი­მარ­თლე სი­მარ­თლეა და მე არ მა­ინ­ტე­რე­სებს, ჩემ­თან ერ­თად ვინ ამ­ბობს კი­დევ ამ სი­მარ­თლეს, ნაცი თუ ქოცი, ან სხვა და­ნარ­ჩე­ნი...

ქო­ცე­ბო და ქოცმხარ­დამ­ჭე­რე­ბო, ხელი აწი­ეთ, რამ­დე­ნი ხართ, ვინც ჩემ­ზე მე­ტად და­ზა­რალ­დით ნა­ცე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს?! ან ჩემ­ზე მე­ტად ხმას იღებ­დით, როცა ნა­ცე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იყ­ვნენ?! ხელი აწი­ეთ, რომ დაგ­თვა­ლოთ!!!

და თქვენ გინ­დათ სი­მარ­თლე??? გეს­მით კი, სი­მარ­თლე და გამ­ბე­და­ო­ბა რას ნიშ­ნავს??? ეჭვი მე­პა­რე­ბა!!!

ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის მეტი რა არის?! მათ შო­რის კარ­გად და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი, ოფი­სი­ა­ნი, ტე­ლე­ვი­ზი­ებ­შიც რომ არ ბლო­კა­ვენ, ისე­თი??? მი­დით, მო­თხო­ვეთ, ამ უაზ­რო ლაყ­ბო­ბას, საქ­მეს მი­ხე­დონ! იმათ მო­თხო­ვეთ პა­სუ­ხი! ვინც აქ­ცი­ას ატა­რებს, იმათ­გან რა გინ­დათ?! ნუ წახ­ვალთ, თუ არ მოგ­წონთ, მაგ­რამ რა­ტომ ილან­ძღე­ბით და იწყევ­ლე­ბით?!!! ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია ასე უნდა იქ­ცე­ო­დეს და ნა­ცე­ბის ად­გი­ლას ყვე­ლა ასე გა­ა­კე­თებ­და, თუ სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბო­და და შეკ­რუ­ლი არ იქ­ნე­ბო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა შტო­ებ­თან!!! ზოგი პარ­ლა­მენ­ტთან, ზოგი მთავ­რო­ბას­თან და ა.შ.

ასე რომ, გა­ყი­დუ­ლე­ბი, მი­ყი­დუ­ლე­ბი და ფულ­ზე ყვე­ლაფ­რის გამ­ცვლე­ლე­ბი თქვენს რჩე­უ­ლებ­ში მო­ი­კი­თხეთ და სხვებს თავი და­ა­ნე­ბეთ!

2. ნა­ცე­ბო:

მე თქვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვაკ­რი­ტი­კებ­დი მა­შინ, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იყა­ვით! და არა ცო­ცხე­ბის გამო! ბევ­რად ადრე სულ თა­ვი­დან. ამი­ტომ, თავს ნუ და­იღ­ლით ჩემი ად­რინ­დე­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის მო­ძი­ე­ბა­ზე. მკი­თხეთ, თუ რამე გა­ინ­ტე­რე­სებთ და მე თვი­თონ გე­ტყვით! მე მქონ­და ამის სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი და ნა­წი­ლი ამ სა­ფუძ­ვლის დღე­საც მაქვს, ამი­ტომ მე თქვე­ნი მომ­ხრე არ ვარ და ამი­ტომ ნუ ნერ­ვი­უ­ლობთ, რომ თქვენ­თან დამ­კვიდ­რე­ბას ვცდი­ლობ! უბ­რა­ლოდ, ჯერ ერთი, დღეს თქვენ არ ხართ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და შე­სა­ბა­მი­სად, აბ­სურ­დუ­ლად მი­მაჩ­ნია თქვე­ნი კრი­ტი­კა; მე­ო­რეც, თქვენ დღეს ისე­ვე აკ­რი­ტი­კებთ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­გორც მე! სი­მარ­თლის თქმის უფ­ლე­ბა კი ყვე­ლას აქვს, მე ასე ვფიქ­რობ! ისე­ვე რო­გორც 21 მარ­ტის აქ­ცი­ა­ზე მოს­ვლის უფ­ლე­ბა ყვე­ლას აქვს, ვი­საც სურ­ვი­ლი აქვს ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ პრო­ტეს­ტის გა­მოთ­ქმის, და სულ არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ამი­სათ­ვის რომ ნაცი იყო! აქ­ცი­ა­ზე მოს­ვლა არ­ჩევ­ნებ­ში ხმის მი­ცე­მას არ ნიშ­ნავს! ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კი,რომ­ლის თავ­ხე­დო­ბამ ყვე­ლა­ნა­ირ ზღვარს გა­და­ა­ჭარ­ბა, ძლი­ე­რი, ხალ­ხმრა­ვა­ლი აქ­ცია, სულ ცოტა, შე­ა­ზან­ზა­რებს მა­ინც!

კარ­გი იქ­ნე­ბო­და სხვებ­საც იგი­ვე გა­ე­კე­თე­ბი­ნათ! თუ თქვენ­თან ერ­თად არა, სხვა დღე­ებ­ში მა­ინც! 21 მარ­ტის აქ­ცი­ა­ზე მიმ­სვლე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გი­ნე­ბას ნამ­დვი­ლად აჯო­ბებ­და!

თუ გული მწყდე­ბა იმა­ზე, რომ ვინ­მე ჩემ­ზე მეტს ახერ­ხებს (მი­ზე­ზებს არ ვა­კონ­კრე­ტებ), ისევ ჩემს თავ­ზე მწყდე­ბა გული და არა სხვა­ზე ვი­ბოღ­მე­ბი...

მე თუ არ მოვ­დი­ვარ 21 მარ­ტის აქ­ცი­ა­ზე, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ჩემს ად­გილს დღეს­დღე­ო­ბით ვერც ამ აქ­ცი­ის, ვერც სხვე­ბის მო­წყო­ბილ ქუ­ჩის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში ვერ ვხე­დავ! ვერც ად­გილს და ვერც შე­დეგს, რად­გან არ არის გეგ­მა! თუმ­ცა, თუ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მი­მართ რა­ი­მე ძა­ლა­დო­ბას ექ­ნე­ბა ად­გი­ლი, მე თქვენს გვერ­დით ვიქ­ნე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ვარ თუ არა თქვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რი! ასე ვიქ­ცე­ო­დი ყო­ველ­თვის და ასე მო­ვიქ­ცე­ვი დღე­საც!

თემა 2 – სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა

სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში მე ყო­ველ­თვის ორ სტრა­ტე­გი­ას ვხე­დავ­დი: და­სავ­ლუ­რი და რუ­სუ­ლი, და სამ ტაქ­ტი­კურ სვლას: და­სავ­ლე­თის მო­კავ­ში­რე­ო­ბა, რუ­სე­თის მო­კავ­ში­რე­ო­ბა და ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტი.

სტრა­ტე­გია ჩემი თა­ვი­დან­ვე გარ­კვე­უ­ლი იყო – და­სავ­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცია. ტაქ­ტი­კას რაც შე­ე­ხე­ბა, რუ­სე­თის მო­კავ­ში­რე­ო­ბა, რა თქმა უნდა, ძირ­ში­ვე გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო და არის, ხოლო და­სავ­ლე­თის მო­კავ­ში­რე­ო­ბა ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ იყო და რჩე­ბა დღემ­დე ნა­წი­ლობ­რივ, რად­გან მო­კავ­ში­რე­ო­ბა ცალ­მხრი­ვად შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამი­ტომ ჩემი პო­ზი­ცია იყო გა­მო­უ­ცხა­დე­ბე­ლი ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტი, და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი, რო­გორ­საც აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ახორ­ცი­ე­ლებს ან, თუნ­დაც, დღე­ი­სათ­ვის რო­გორც ცხა­დი გახ­და ყვე­ლას­თვის, ბე­ლო­რუ­სია (აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რე­სურ­სებ­ზე არ ვდა­ობ, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს ნავ­თობ­ზე ბევ­რად მყა­რი რე­სურ­სი აქვს – გზა, ანუ ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა, რომ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბა, სამ­წუ­ხა­როდ ყვე­ლას კარ­გად ეს­მის რუ­სეთ­შიც, და­სავ­ლეთ­შიც, მათ შო­რის ბრი­ტა­ნეთ­შიც, სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და). მოხ­და ისე, რომ ეს "ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტი", რო­მე­ლიც ჩემ­თვის და­სავ­ლე­თამ­დე მეტ–ნაკ­ლე­ბად უვ­ნებ­ლად მიღ­წე­ვის გზა იყო, ბევ­რი რუ­სო­ფი­ლის­თვის ერ­თგვა­რი ფარი აღ­მოჩ­ნდა, და რად­გან ისი­ნი ჩვენ­ზე ბევ­რად მეტ­ნი და ფი­ნან­სუ­რად ბევ­რად ძლი­ერ­ნი არი­ან, ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტი გა­ი­გივ­და რუ­სულ ორი­ენ­ტა­ცი­ას­თან. მაგ­რამ ამის გამო, თუნ­დაც ჩემი პო­ზი­ცია გუ­ლუბ­რყვი­ლოდ მო­ეჩ­ვე­ნოს ვინ­მეს, მე მათ­თან, ვინც რუ­სეთ­თან წა­წო­ლის, მო­ნო­ბის და ომში მო­ღა­ლა­ტუ­რი პო­ზი­ცი­ის მომ­ხრეა, არა­ვინ უნდა მა­ი­გი­ვებ­დეს! არას­წო­რია ეს! ის, რომ ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტი ან ე.წ. "პრო­ქარ­თუ­ლი" რუ­სე­თის დამ­ქა­შე­ბის ფარი გახ­და, ეს ამ სი­ტყვებს მნიშ­ვნე­ლო­ბას ვერ უნდა აკარ­გვი­ნებ­დეს! მაგ­რამ რაკი ფაქ­ტი სა­ხე­ზეა და თან ჯი­უ­ტად, თუ ვინ­მეს­თვის უფრო გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბა, მე ამის შემ­დეგ მხო­ლოდ სტრა­ტე­გი­ა­ზე ვი­ლა­პა­რა­კებ და არა ტაქ­ტი­კურ გზა­ზე, რო­მე­ლიც, ღმერ­თმა ქნას რომ შე­იც­ვა­ლოს და იყოს პირ­და­პირ და­სავ­ლეთ­თან მო­კავ­ში­რე­ო­ბა! ოღონდ ორ­მხრი­ვი! ანუ სტრა­ტე­გი­ას გან­ვცხა­დებ ყო­ველ­გვა­რი ტაქ­ტი­კის გა­რე­შე, რო­მე­ლიც, არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ შე­იც­ვა­ლოს, ეს გარე ფაქ­ტო­რებ­ზე­ცაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი! აბა, ყუ­რა­დღე­ბით მის­მი­ნეთ, ვინც ვერ გა­ი­გეთ: ჩემი სტრა­ტე­გია იყო, არის და იქ­ნე­ბა – და­სავ­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცია!!! ასე გა­სა­გე­ბია?!!! მათ ვე­კი­თხე­ბი, ვი­საც ჩემი რე­აქ­ცია "გა­უკ­ვირ­და" ქო­ცებ­ზე, თბი­ლის­ში გა­მო­ჩე­ნილ რუ­სულ ბილ­ბორ­დებ­ზე, უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე და ა.შ. მე დღე­საც ვთვლი, რომ ის პრო­ცე­სე­ბი, რაც უკ­რა­ი­ნა­ში და­ი­წყო, ჯობ­და არ და­წყე­ბუ­ლი­ყო! მაგ­რამ და­ი­წყო!!! აქ მთავ­რდე­ბა უკვე ყვე­ლა­ფე­რი და აღა­რაფ­რის ანა­ლი­ზის დრო აღარ არის გარ­და ერ­თი­სა: უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუ­სე­თის ჯარი აწარ­მო­ებს ომს და რუ­სე­თის ჯარი აგ­რე­სო­რი და დამ­პყრო­ბე­ლია! დღეს ნე­ბის­მი­ე­რი სხვა პო­ზი­ცია პო­ლი­ტი­კას რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ნა­ძირ­ლო­ბაა!!!

ესაა სულ ჩემი სათ­ქმე­ლი! ნუთუ ვერ ხვდე­ბით, რომ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სწო­რედ ჩვენს შო­რის არა­ჯან­მრთე­ლი, პა­თო­ლო­გი­უ­რი სი­ძულ­ვი­ლის ხარ­ჯზე არ­სე­ბობს??? და ხვა­ლაც, ვინც არ უნდა მო­ვი­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ისიც ამით ისარ­გებ­ლებს??? ისევ ჩვენ ვირ­ჩევთ და სა­ნამ ავად ვართ, უკე­თესს რო­გორ ავირ­ჩევთ???? რა გა­მო­სა­ვალ­ზე მე­ლა­პა­რა­კე­ბით, როცა ერ­თმა­ნეთ­თან მი­სას­ვლე­ლი გზა ვერ გვი­პო­ვია??? გა­მო­სა­ვალს რო­გორ და­ვი­ნა­ხავთ???

და კი­დევ ერთი, რაც შე­ე­ხე­ბა პა­თო­ლო­გი­ურ მხარ­და­ჭე­რას: ხვდე­ბით თუ ვერა, ე.წ. ფა­ნე­ბო, რომ თქვენ ყვე­ლა­ზე მე­ტად აზა­რა­ლებთ თქვენს რჩე­უ­ლებს??? რა, მი­შას დროს ასე არ იყო??? აბა და­ფიქ­რდით...

ეხლა გა­სა­გე­ბია პა­თო­ლო­გი­უ­რი სი­ძულ­ვი­ლით ან სიყ­ვა­რუ­ლით ტვინ­დაბ­ნე­ლე­ბუ­ლო ქარ­თვე­ლე­ბო??? გა­ი­გეთ ვი­თომ რამე??? ეჭვი მე­პა­რე­ბა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ამ ეტაპ­ზე! რად­გან ასე­თე­ბის დე­ფი­ცი­ტი არც ნა­ცებ­ში, არც ქო­ცებ­ში, არც ზვი­ა­დის­ტებ­ში და არც ყვე­ლა და­ნარ­ჩენ­ში არ არის!!! ეგებ მო­მა­ვალ­ში მა­ინც გვეშ­ვე­ლოს და და­სა­წყი­სის­თვის ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მა­ინც შევ­ძლოთ ერ­თმა­ნეთ­თან!!! ჩვენ ხომ პირ­ველ რიგ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ!!!

P.S. უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ ყვე­ლას, სა­ნამ და­ა­ლა­ი­ქებთ ან არ და­ა­ლა­ი­ქებთ, ან სა­ნამ რა­ი­მე კო­მენ­ტარს და­დებთ, ყუ­რა­დღე­ბით წა­ი­კი­თხოთ, ოღონდ მარ­თლა!

სტა­ტუ­სი შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გუ­ლახ­დი­ლია (ყვე­ლა­ფერს ერთ სტა­ტუს­ში ვერ იტყვი wink emoticon )", - წერს სა­რიშ­ვი­ლი.

Fb.com-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სა­ჯა­რო სტა­ტუ­სი

ირინა სარიშვილის მიმართვა მათ, "ვისაც გონება აერია ვინმეს პათოლოგიური სიძულვილის ან სიყვარულის ნიადაგზე"

ირინა სარიშვილის მიმართვა მათ, "ვისაც გონება აერია ვინმეს პათოლოგიური სიძულვილის ან სიყვარულის ნიადაგზე"

ირინა სარიშვილი ქართულ პოლიტიკურ რეალობაზე საკუთარი ხედვების შესახებ წერს.

"ორი თემა, რაც აუცილებლად უნდა განვმარტო მათთვის, ვისაც გონება აერია ვინმეს პათოლოგიური სიძულვილის ან სიყვარულის ნიადაგზე!

თემა 1 – საშინაო პოლიტიკა:

1. ნაცების სიძულვილით დატანჯულ საზოგადოებას:

ჩემთვის სიმართლე სიმართლეა და მე არ მაინტერესებს, ჩემთან ერთად ვინ ამბობს კიდევ ამ სიმართლეს, ნაცი თუ ქოცი, ან სხვა დანარჩენი...

ქოცებო და ქოცმხარდამჭერებო, ხელი აწიეთ, რამდენი ხართ, ვინც ჩემზე მეტად დაზარალდით ნაცების ხელისუფლების დროს?! ან ჩემზე მეტად ხმას იღებდით, როცა ნაცები ხელისუფლებაში იყვნენ?! ხელი აწიეთ, რომ დაგთვალოთ!!!

და თქვენ გინდათ სიმართლე??? გესმით კი, სიმართლე და გამბედაობა რას ნიშნავს??? ეჭვი მეპარება!!!

ოპოზიციური პარტიების მეტი რა არის?! მათ შორის კარგად დაფინანსებული, ოფისიანი, ტელევიზიებშიც რომ არ ბლოკავენ, ისეთი??? მიდით, მოთხოვეთ, ამ უაზრო ლაყბობას, საქმეს მიხედონ! იმათ მოთხოვეთ პასუხი! ვინც აქციას ატარებს, იმათგან რა გინდათ?! ნუ წახვალთ, თუ არ მოგწონთ, მაგრამ რატომ ილანძღებით და იწყევლებით?!!! ყველა ოპოზიციური პარტია ასე უნდა იქცეოდეს და ნაცების ადგილას ყველა ასე გააკეთებდა, თუ საშუალება ექნებოდა და შეკრული არ იქნებოდა ხელისუფლების სხვადასხვა შტოებთან!!! ზოგი პარლამენტთან, ზოგი მთავრობასთან და ა.შ.

ასე რომ, გაყიდულები, მიყიდულები და ფულზე ყველაფრის გამცვლელები თქვენს რჩეულებში მოიკითხეთ და სხვებს თავი დაანებეთ!

2. ნაცებო:

მე თქვენს ხელისუფლებას ვაკრიტიკებდი მაშინ, როცა ხელისუფლებაში იყავით! და არა ცოცხების გამო!  ბევრად ადრე  სულ თავიდან. ამიტომ, თავს ნუ დაიღლით ჩემი ადრინდელი გამონათქვამების მოძიებაზე. მკითხეთ, თუ რამე გაინტერესებთ და მე თვითონ გეტყვით!  მე მქონდა ამის სერიოზული საფუძველი და ნაწილი ამ საფუძვლის დღესაც მაქვს, ამიტომ მე თქვენი მომხრე არ ვარ და ამიტომ ნუ ნერვიულობთ, რომ თქვენთან დამკვიდრებას ვცდილობ! უბრალოდ, ჯერ ერთი, დღეს თქვენ არ ხართ ხელისუფლებაში და შესაბამისად, აბსურდულად მიმაჩნია თქვენი კრიტიკა; მეორეც, თქვენ დღეს ისევე აკრიტიკებთ ამ ხელისუფლებას, როგორც მე! სიმართლის თქმის უფლება კი ყველას აქვს, მე ასე ვფიქრობ! ისევე როგორც 21 მარტის აქციაზე მოსვლის უფლება ყველას აქვს, ვისაც სურვილი აქვს ამ ხელისუფლების მიმართ პროტესტის გამოთქმის, და სულ არ არის აუცილებელი, ამისათვის რომ ნაცი იყო! აქციაზე მოსვლა არჩევნებში ხმის მიცემას არ ნიშნავს! ამ ხელისუფლებას კი,რომლის თავხედობამ ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა, ძლიერი, ხალხმრავალი აქცია, სულ ცოტა, შეაზანზარებს მაინც!

კარგი იქნებოდა სხვებსაც იგივე გაეკეთებინათ! თუ თქვენთან ერთად არა, სხვა დღეებში მაინც! 21 მარტის აქციაზე მიმსვლელი ადამიანების გინებას ნამდვილად აჯობებდა!

თუ გული მწყდება იმაზე, რომ ვინმე ჩემზე მეტს ახერხებს (მიზეზებს არ ვაკონკრეტებ), ისევ ჩემს თავზე მწყდება გული და არა სხვაზე ვიბოღმები...

მე თუ არ მოვდივარ 21 მარტის აქციაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემს ადგილს დღესდღეობით ვერც ამ აქციის, ვერც სხვების მოწყობილ ქუჩის ღონისძიებებში ვერ ვხედავ! ვერც ადგილს და ვერც შედეგს, რადგან არ არის გეგმა! თუმცა, თუ აქციის მონაწილეების მიმართ რაიმე ძალადობას ექნება ადგილი, მე თქვენს გვერდით ვიქნები, მიუხედავად იმისა, ვარ თუ არა თქვენი ორგანიზაციის მხარდამჭერი! ასე ვიქცეოდი ყოველთვის და ასე მოვიქცევი დღესაც!

თემა 2 – საგარეო პოლიტიკა

საგარეო პოლიტიკაში მე ყოველთვის ორ სტრატეგიას ვხედავდი: დასავლური და რუსული, და სამ ტაქტიკურ სვლას: დასავლეთის მოკავშირეობა, რუსეთის მოკავშირეობა და ნეიტრალიტეტი.

სტრატეგია ჩემი თავიდანვე გარკვეული იყო – დასავლური ორიენტაცია. ტაქტიკას რაც შეეხება, რუსეთის მოკავშირეობა, რა თქმა უნდა, ძირშივე გამორიცხული იყო და არის, ხოლო დასავლეთის მოკავშირეობა ჩემთვის ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო და რჩება დღემდე ნაწილობრივ, რადგან მოკავშირეობა ცალმხრივად შეუძლებელია. ამიტომ ჩემი პოზიცია იყო გამოუცხადებელი ნეიტრალიტეტი, დაახლოებით ისეთი, როგორსაც აზერბაიჯანი ახორციელებს ან, თუნდაც, დღეისათვის როგორც ცხადი გახდა ყველასთვის, ბელორუსია (აზერბაიჯანის რესურსებზე არ ვდაობ, მაგრამ საქართველოს ნავთობზე ბევრად მყარი რესურსი აქვს – გზა, ანუ ადგილმდებარეობა, რომლის მნიშვნელობა, სამწუხაროდ ყველას კარგად ესმის რუსეთშიც, დასავლეთშიც, მათ შორის ბრიტანეთშიც, საქართველოს გარდა). მოხდა ისე, რომ ეს "ნეიტრალიტეტი", რომელიც ჩემთვის დასავლეთამდე მეტ–ნაკლებად უვნებლად მიღწევის გზა იყო, ბევრი რუსოფილისთვის ერთგვარი ფარი აღმოჩნდა, და რადგან ისინი ჩვენზე ბევრად მეტნი და ფინანსურად ბევრად ძლიერნი არიან, ნეიტრალიტეტი გაიგივდა რუსულ ორიენტაციასთან. მაგრამ ამის გამო, თუნდაც ჩემი პოზიცია გულუბრყვილოდ მოეჩვენოს ვინმეს, მე მათთან, ვინც რუსეთთან წაწოლის, მონობის და ომში მოღალატური პოზიციის მომხრეა, არავინ უნდა მაიგივებდეს! არასწორია ეს! ის, რომ ნეიტრალიტეტი ან ე.წ. "პროქართული" რუსეთის დამქაშების ფარი გახდა, ეს ამ სიტყვებს მნიშვნელობას ვერ უნდა აკარგვინებდეს! მაგრამ რაკი ფაქტი სახეზეა და თან ჯიუტად, თუ ვინმესთვის უფრო გასაგები იქნება, მე ამის შემდეგ მხოლოდ სტრატეგიაზე ვილაპარაკებ და არა ტაქტიკურ გზაზე, რომელიც, ღმერთმა ქნას რომ შეიცვალოს და იყოს პირდაპირ დასავლეთთან მოკავშირეობა! ოღონდ ორმხრივი! ანუ სტრატეგიას განვცხადებ ყოველგვარი ტაქტიკის გარეშე, რომელიც, არ გამოვრიცხავ, რომ შეიცვალოს, ეს გარე ფაქტორებზეცაა დამოკიდებული! აბა, ყურადღებით მისმინეთ, ვინც ვერ გაიგეთ: ჩემი სტრატეგია იყო, არის და იქნება – დასავლური ორიენტაცია!!! ასე გასაგებია?!!! მათ ვეკითხები, ვისაც ჩემი რეაქცია "გაუკვირდა" ქოცებზე, თბილისში გამოჩენილ რუსულ ბილბორდებზე, უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე და ა.შ. მე დღესაც ვთვლი, რომ ის პროცესები, რაც უკრაინაში დაიწყო, ჯობდა არ დაწყებულიყო! მაგრამ დაიწყო!!! აქ მთავრდება უკვე ყველაფერი და აღარაფრის ანალიზის დრო აღარ არის გარდა ერთისა: უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარი აწარმოებს ომს და რუსეთის ჯარი აგრესორი და დამპყრობელია! დღეს ნებისმიერი სხვა პოზიცია პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, ნაძირლობაა!!!

ესაა სულ ჩემი სათქმელი! ნუთუ ვერ ხვდებით, რომ დღევანდელი ხელისუფლება სწორედ ჩვენს შორის არაჯანმრთელი, პათოლოგიური სიძულვილის ხარჯზე არსებობს??? და ხვალაც, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ისიც ამით ისარგებლებს??? ისევ ჩვენ ვირჩევთ და სანამ ავად ვართ, უკეთესს როგორ ავირჩევთ???? რა გამოსავალზე მელაპარაკებით, როცა ერთმანეთთან მისასვლელი გზა ვერ გვიპოვია??? გამოსავალს როგორ დავინახავთ???

და კიდევ ერთი, რაც შეეხება პათოლოგიურ მხარდაჭერას: ხვდებით თუ ვერა, ე.წ. ფანებო, რომ თქვენ ყველაზე მეტად აზარალებთ თქვენს რჩეულებს??? რა, მიშას დროს ასე არ იყო??? აბა დაფიქრდით...

ეხლა გასაგებია პათოლოგიური სიძულვილით ან სიყვარულით ტვინდაბნელებულო ქართველებო??? გაიგეთ ვითომ რამე??? ეჭვი მეპარება, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე! რადგან ასეთების დეფიციტი არც ნაცებში, არც ქოცებში, არც ზვიადისტებში და არც ყველა დანარჩენში არ არის!!! ეგებ მომავალში მაინც გვეშველოს და დასაწყისისთვის ადამიანური ურთიერთობები მაინც შევძლოთ ერთმანეთთან!!! ჩვენ ხომ პირველ რიგში ადამიანები ვართ!!!

P.S. უმორჩილესად გთხოვთ ყველას, სანამ დაალაიქებთ ან არ დაალაიქებთ, ან სანამ რაიმე კომენტარს დადებთ, ყურადღებით წაიკითხოთ, ოღონდ მართლა!

სტატუსი შეძლებისდაგვარად გულახდილია (ყველაფერს ერთ სტატუსში ვერ იტყვი wink emoticon )", - წერს სარიშვილი.

Fb.com-ზე გამოქვეყნებული საჯარო სტატუსი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს