პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გია სურამელაშვილი ჩემი შთაგონების წყარო არ ყოფილა" - დათო ფორჩხიძე "თავში ავარდნასა" და "კისრის წატეხვაზე"
"გია სურამელაშვილი ჩემი შთაგონების წყარო არ ყოფილა" - დათო ფორჩხიძე "თავში ავარდნასა" და "კისრის წატეხვაზე"

დათო ფორჩხი­ძემ პო­პუ­ლა­რო­ბას გემო ახალ­გაზ­რდო­ბის წლე­ბი­დან და ბო­ლომ­დე გა­უ­გო. მის ცხოვ­რე­ბა­ში იყო "თავ­ში ავარ­დნაც" და "კის­რის წა­ტეხ­ვაც", დღეს კი ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბას ურ­ჩევს, პო­პუ­ლა­რო­ბის ამ გვერ­დით ეფექტს მაქ­სი­მა­ლუ­რად აა­რი­დონ თავი.

- ჩემ გარ­შე­მო არ არი­ან ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც პო­პუ­ლა­რო­ბა­ზე არ უოც­ნე­ბი­ათ. ისეთ პრო­ფე­სი­ას მივ­ყა­ვი ხელი, არას­წო­რი იქ­ნე­ბო­და, რომ ამა­ზე არ მე­ოც­ნე­ბა. რაც პო­პუ­ლა­რუ­ლი და უფრო ცნო­ბი­ლი ხარ, შენს საქ­მე­შიც წარ­მა­ტე­ბუ­ლი ხარ.

პირ­ვე­ლად სკო­ლა­ში ვიმ­ღე­რე, მერე - უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ასმა კაც­მა რომ და­მიკ­რა ტაში, ჩემ­თვის უკვე დიდ რა­მეს ნიშ­ნავ­და. "კა­ვე­ენ­ზე" გა­მოს­ვლე­ბის შემ­დეგ ვგრძნობ­დი, რომ სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი მცნობ­დნენ და ლა­პა­რა­კობ­დნენ ჩემ­ზე. "სა­ხის" პე­რი­ო­დი რომ გა­ვიხ­სე­ნოთ, ერთხელ შალ­ვა რა­მიშ­ვილ­მა გვი­თხრა, ფა­ნებს თქვენ­თან შეხ­ვედ­რა უნ­და­თო. მი­ვე­დით დიდ დარ­ბაზ­ში და ჩვენ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი დაგ­ვხვდა. ამას მოჰ­ყვა პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტი ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში, რო­დე­საც მარ­თლა ან­გრევ­დნენ კა­რებს. იმ დროს მივ­ხვდი, რომ ეს იყო არა უბ­რა­ლოდ პო­პუ­ლა­რო­ბა, არა­მედ სუ­პერ­პო­პუ­ლა­რო­ბა. მინ­დო­და, ამის­თვის ბევ­რი რამ გა­მე­კე­თე­ბი­ნა და გავფრ­თხი­ლე­ბო­დი ისე, რო­გორც სა­კუ­თარ თავს და ჩემ­თვის ძვირ­ფას ადა­მი­ა­ნებს, ისეთ სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან რა­მედ ჩავ­თვა­ლე პო­პუ­ლა­რო­ბა.

- სხვა­თა შო­რის, გია სუ­რა­მე­ლაშ­ვილ­საც უმტვრევ­დნენ კარს ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში.

- გია სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი მაქვს, მე­გობ­რე­ბი არ ვართ და ერ­თმა­ნე­თის­გან ყვე­ლაფ­რით ძა­ლი­ან გან­ვსხვავ­დე­ბით, მაგ­რამ შეხ­ვედ­რი­სას ერ­თმა­ნეთს კარგ გა­მარ­ჯო­ბას ვე­უბ­ნე­ბით. იმ დროს მე მყავ­და ბევ­რი კერ­პი, მათ შო­რის არ იყო გია სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლი და იყო ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნი. პო­პუ­ლა­რო­ბის კუ­თხით ის იყო ჩემი შთა­გო­ნე­ბის წყა­რო. ამას რომ ვამ­ბობ, ზოგი ფიქ­რობს, ვღა­და­ობ, არა­და, სავ­სე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლად ვამ­ბობ. ის, რომ გია სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლიც პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო, ლექს-სენი, მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლი, ლელა წურ­წუ­მია და მეც პო­პუ­ლა­რუ­ლი ვი­ყა­ვი, ეს მე არც მაკ­ნი­ნებს, არც მა­მაღ­ლებს.

- როცა პო­პუ­ლა­რო­ბამ გარ­კვე­უ­ლი ხნით ზურ­გი გაქ­ცია, არ გქო­ნია დეპ­რე­სია?

- მი­ნი­მუმ, ათი წელი არა­ვის ვახ­სოვ­დი. როცა ვი­ღა­ცე­ბი მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, ჯი­უ­ტად ვამ­ბობ­დი, რომ ჩემ­თან პო­პუ­ლა­რო­ბა თვი­თონ მო­ვი­დო­და და ასეც მოხ­და. როცა მო­ვი­და, მე მას კარ­გად დავ­ხვდი. იმ ჩა­ვარ­დნის დრო­ი­თაც ვა­მა­ყობ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, დღე­საც და­ვუშ­ვებ შეც­დო­მას და შე­საძ­ლოა, ამ ინ­ტერ­ვი­უ­თიც ვინ­მე გა­ვა­ღი­ზი­ა­ნო, მაგ­რამ ბევ­რის გუ­ლის მო­გე­ბაც მინ­და. არა მგო­ნია, ცუდი რამ მინ­დო­დეს.

- უარ­ყო­ფი­თი რა აქვს პო­პუ­ლა­რო­ბას?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში პა­პა­რა­ცე­ბი არც ერთ ცნო­ბილ ადა­მი­ანს არ დას­დე­ვენ, ასეთ დო­ნე­ზე არა­ვის აღი­ა­რე­ბენ. იმი­თაც უნდა დაკ­მა­ყო­ფილ­დე, როცა გე­უბ­ნე­ბი­ან, მე­ვა­სე­ბი და კაი ტიპი ხარო. თუკი სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს არ ჩავ­თვლით, სუ­პე­რავ­ტო­რი­ტე­ტი ქვე­ყა­ნა­ში არ გვყავს. სო­ცი­ა­ლურ­მა ქსე­ლებ­მა კი სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­ი­ტა­ნა ადა­მი­ა­ნე­ბის ერ­თმა­ნე­თი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. მე მხო­ლოდ იმა­ზე ვნერ­ვი­უ­ლობ, რომ ჩემ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რი ჩემი ოჯა­ხის წევ­რებ­მა არ ნა­ხონ. თა­ვად ეს კო­მენ­ტა­რე­ბი მე ნაკ­ლე­ბად მა­ნერ­ვი­უ­ლებს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჩემი გვერ­დიც არ მაქვს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

"გია სურამელაშვილი ჩემი შთაგონების წყარო არ ყოფილა" - დათო ფორჩხიძე "თავში ავარდნასა" და "კისრის წატეხვაზე"

"გია სურამელაშვილი ჩემი შთაგონების წყარო არ ყოფილა" - დათო ფორჩხიძე "თავში ავარდნასა" და "კისრის წატეხვაზე"

დათო ფორჩხიძემ პოპულარობას გემო ახალგაზრდობის წლებიდან და ბოლომდე გაუგო. მის ცხოვრებაში იყო ''თავში ავარდნაც'' და ''კისრის წატეხვაც'', დღეს კი ახალგაზრდა თაობას ურჩევს, პოპულარობის ამ გვერდით ეფექტს მაქსიმალურად აარიდონ თავი.

- ჩემ გარშემო არ არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც პოპულარობაზე არ უოცნებიათ. ისეთ პროფესიას მივყავი ხელი, არასწორი იქნებოდა, რომ ამაზე არ მეოცნება. რაც პოპულარული და უფრო ცნობილი ხარ, შენს საქმეშიც წარმატებული ხარ.

პირველად სკოლაში ვიმღერე, მერე - უნივერსიტეტში. ასმა კაცმა რომ დამიკრა ტაში, ჩემთვის უკვე დიდ რამეს ნიშნავდა. ''კავეენზე'' გამოსვლების შემდეგ ვგრძნობდი, რომ სრულიად უცნობი ადამიანები მცნობდნენ და ლაპარაკობდნენ ჩემზე. ''სახის'' პერიოდი რომ გავიხსენოთ, ერთხელ შალვა რამიშვილმა გვითხრა, ფანებს თქვენთან შეხვედრა უნდათო. მივედით დიდ დარბაზში და ჩვენთვის მოულოდნელად უამრავი თაყვანისმცემელი დაგვხვდა. ამას მოჰყვა პირველი კონცერტი ფილარმონიაში, როდესაც მართლა ანგრევდნენ კარებს. იმ დროს მივხვდი, რომ ეს იყო არა უბრალოდ პოპულარობა, არამედ სუპერპოპულარობა. მინდოდა, ამისთვის ბევრი რამ გამეკეთებინა და გავფრთხილებოდი ისე, როგორც საკუთარ თავს და ჩემთვის ძვირფას ადამიანებს, ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რამედ ჩავთვალე პოპულარობა.

- სხვათა შორის, გია სურამელაშვილსაც უმტვრევდნენ კარს ფილარმონიაში.

- გია სურამელაშვილის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მეგობრები არ ვართ და ერთმანეთისგან ყველაფრით ძალიან განვსხვავდებით, მაგრამ შეხვედრისას ერთმანეთს კარგ გამარჯობას ვეუბნებით. იმ დროს მე მყავდა ბევრი კერპი, მათ შორის არ იყო გია სურამელაშვილი და იყო ირაკლი ჩარკვიანი. პოპულარობის კუთხით ის იყო ჩემი შთაგონების წყარო. ამას რომ ვამბობ, ზოგი ფიქრობს, ვღადაობ, არადა, სავსებით სერიოზულად ვამბობ. ის, რომ გია სურამელაშვილიც პოპულარული იყო, ლექს-სენი, მერაბ სეფაშვილი, ლელა წურწუმია და მეც პოპულარული ვიყავი, ეს მე არც მაკნინებს, არც მამაღლებს.

- როცა პოპულარობამ გარკვეული ხნით ზურგი გაქცია, არ გქონია დეპრესია?

- მინიმუმ, ათი წელი არავის ვახსოვდი. როცა ვიღაცები მეკითხებოდნენ, ჯიუტად ვამბობდი, რომ ჩემთან პოპულარობა თვითონ მოვიდოდა და ასეც მოხდა. როცა მოვიდა, მე მას კარგად დავხვდი. იმ ჩავარდნის დროითაც ვამაყობ. რასაკვირველია, დღესაც დავუშვებ შეცდომას და შესაძლოა, ამ ინტერვიუთიც ვინმე გავაღიზიანო, მაგრამ ბევრის გულის მოგებაც მინდა. არა მგონია, ცუდი რამ მინდოდეს.

- უარყოფითი რა აქვს პოპულარობას?

- საქართველოში პაპარაცები არც ერთ ცნობილ ადამიანს არ დასდევენ, ასეთ დონეზე არავის აღიარებენ. იმითაც უნდა დაკმაყოფილდე, როცა გეუბნებიან, მევასები და კაი ტიპი ხარო. თუკი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს არ ჩავთვლით, სუპერავტორიტეტი ქვეყანაში არ გვყავს. სოციალურმა ქსელებმა კი სააშკარაოზე გამოიტანა ადამიანების ერთმანეთისადმი დამოკიდებულება. მე მხოლოდ იმაზე ვნერვიულობ, რომ ჩემზე გაკეთებული კომენტარი ჩემი ოჯახის წევრებმა არ ნახონ. თავად ეს კომენტარები მე ნაკლებად მანერვიულებს, სოციალურ ქსელში ჩემი გვერდიც არ მაქვს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება