საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საიდან შემოდის ყველაზე მეტი ფული საქართველოში - მილიონები, რომლითაც ემიგრანტები ქართულ ეკონომიკას "კვებავენ"
საიდან შემოდის ყველაზე მეტი ფული საქართველოში - მილიონები, რომლითაც ემიგრანტები ქართულ ეკონომიკას "კვებავენ"

რო­მე­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე მეტი ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლი? Ambebi.ge ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის ბოლო პე­რი­ო­დის სტა­ტის­ტი­კით და­ინ­ტე­რეს­და. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2015 წლის იან­ვარ­ში ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­სუ­ლი ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის ნა­კა­დე­ბის მო­ცუ­ლო­ბამ 75.5 მი­ლი­ო­ნი ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რი, ანუ 146,5 მლნ ლარი შე­ად­გი­ნა, რაც 23 მლნ აშშ დო­ლა­რით (44.6 მლნ ლა­რით), ანუ 23.3 პრო­ცენ­ტით ნაკ­ლე­ბია 2014 წლის იან­ვრის ანა­ლო­გი­ურ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე. მთლი­ა­ნო­ბა­ში, 2014 წელს 36 მი­ლი­ო­ნი ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რით არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი გად­მო­რი­ცხვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 2013 წელ­თან შე­და­რე­ბით.

2010 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი დღემ­დე არ­სე­ბუ­ლი გზავ­ნი­ლე­ბის მო­ცუ­ლო­ბას თუ გა­დავ­ხე­დავთ, რუ­სე­თი, სა­ბერ­ძნე­თი, იტა­ლია, აშშ, თურ­ქე­თი, უკ­რა­ი­ნა, ის­რა­ე­ლი, გერ­მა­ნია, ეს­პა­ნე­თი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ლი­დე­რო­ბენ, რაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ ქვეყ­ნებ­ში ბევ­რი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტის ყოფ­ნით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გარ­კვე­უ­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცირ­და, ნა­წი­ლი კი გა­ი­ზარ­და.

ჩვენ წარ­მო­გიდ­გენთ რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნას. სრუ­ლი სიის ნახ­ვა ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ვებგ­ვერ­დზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი:

ყვე­ლა­ზე მეტი თან­ხა, მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, რუ­სე­თი­დან ირი­ცხე­ბა, რაც საგ­რძნობ­ლად აღე­მა­ტე­ბა სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ გად­მო­რი­ცხვებს. მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვარ­ში, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ი­რი­ცხა 25 860 500 მლნ დო­ლა­რი, რაც გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით 21 მლნ$-ით ნაკ­ლე­ბია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2014 წლის დე­კემ­ბერ­თან შე­და­რე­ბით ეს რი­ცხვი თით­ქმის ორ­ჯერ არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი.

გა­სუ­ლი წლის ბოლო თვე­ში, რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ფუ­ლად­მა გზავ­ნილ­მა 46 928 700 დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა, რაც 21 068 200 დო­ლა­რით მე­ტია 2015 წლის პირ­ველ თვეს­თან შე­და­რე­ბით.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2014 წლის იან­ვარ­ში გად­მო­რი­ცხუ­ლი თან­ხა 37 მლნ $-ით ნაკ­ლე­ბი იყო 2013 წლის დე­კემ­ბერ­ში გად­მო­რი­ცხულ თან­ხას­თან შე­და­რე­ბით. გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე სხვა­ო­ბაა, რაც 2015 წლის იან­ვარ­სა და 2014 წლის დე­კემ­ბერს შო­რის. მთლი­ა­ნო­ბა­ში რუ­სე­თი­დან 2014 წელს გად­მო­რი­ცხუ­ლი თან­ხე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით, 90 მლნ დო­ლა­რით ნაკ­ლე­ბია 2013 წელს გად­მო­რი­ცხულ თან­ხებ­თან შე­და­რე­ბით. სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2014 წელს იან­ვრი­დან ივ­ლი­სის ჩათ­ვლით გზავ­ნი­ლე­ბის მო­ცუ­ლო­ბა იზ­რდე­ბო­და, თუმ­ცა აგ­ვის­ტო­დან უკვე კლე­ბას იწყებს.

2013 წელ­თან შე­და­რე­ბით 2014 წელს თით­ქმის 22 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მე­ტით არის გაზ­რდი­ლი სა­ბერ­ძნე­თი­დან გად­მო­რი­ცხვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. სა­ბერ­ძნე­თი­დან, სა­დაც ასე­ვე დი­დია ემიგ­რან­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, გა­სულ წელს 204 781 900 ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რი გად­მო­რი­ცხეს, ხოლო 2013 წელს - 18 25 87 200. მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვარ­ში კი გად­მო­რი­ცხვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 12 204 800 აშშ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა, რაც გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით 2 მი­ლი­ონ ამე­რი­კულ დო­ლარ­ზე ნაკ­ლე­ბია.

იტა­ლი­ი­დან 2014 წელს გზავ­ნი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 121 469 700 დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა, რაც 2013 წელ­თან შე­და­რე­ბით 11 მლნ $-ით მე­ტია.

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან კი გა­სულ წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში 82 062 900 დო­ლა­რი გად­მო­ი­რი­ცხა.

თურ­ქე­თი­დან 2014 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში 64 336 100 დო­ლა­რი გად­მო­რი­ცხეს.

უკ­რა­ი­ნი­დან 2015 წლის იან­ვარ­ში 2 მი­ლი­ო­ნი ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რი გად­მო­ი­რი­ცხა, ხოლო სა­ქარ­თვე­ლო­დან უკ­რა­ი­ნა­ში ამ პე­რი­ოდ­ში 1,5 მლნ დო­ლარ­ზე მეტი გა­და­ი­რი­ცხა.

რო­გორც ეკო­ნო­მი­კუ­რი სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, გზავ­ნი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია კონ­კრე­ტულ ქვე­ყა­ნა­ში ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე. სწო­რედ ამას ადას­ტუ­რებს დი­ას­პო­რის არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კაც, რო­მე­ლიც დი­ას­პო­რის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­მი­ნის­ტროს აპა­რატ­მა მოგ­ვა­წო­და. ამ ჩა­მო­ნათ­ვლის მი­ხედ­ვით, სწო­რედ იმ ქვეყ­ნებ­შია ყვე­ლა­ზე მეტი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი, სა­ი­და­ნაც გზავ­ნი­ლე­ბი მე­ტია. მო­ნა­ცე­მე­ბი ასე­თია:

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია: 800 000-მდე ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი, სა­ი­და­ნაც, 2009 წლი­დან დღემ­დე, 285 915-მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა.

სა­ბერ­ძნე­თი: და­ახ­ლო­ე­ბით 250 000 ემიგ­რან­ტი, მათ შო­რის 100 000-მდე ეთ­ნი­კუ­რი ბერ­ძე­ნი.

იტა­ლია: 20 000 ემიგ­რან­ტი.

აშშ: 80 000 ემიგ­რან­ტი.

თურ­ქე­თი: 100 000 შრო­მი­თი მიგ­რან­ტი.

ლექ­სო ნა­ბახ­ტე­ვე­ლი

AMBEBI.GE

საიდან შემოდის ყველაზე მეტი ფული საქართველოში - მილიონები, რომლითაც ემიგრანტები ქართულ ეკონომიკას "კვებავენ"

საიდან შემოდის ყველაზე მეტი ფული საქართველოში - მილიონები, რომლითაც ემიგრანტები ქართულ ეკონომიკას "კვებავენ"

რომელი ქვეყნებიდან ხორციელდება საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი? Ambebi.ge ფულადი გზავნილების ბოლო პერიოდის სტატისტიკით დაინტერესდა. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 75.5 მილიონი ამერიკული დოლარი, ანუ 146,5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 23 მლნ აშშ დოლარით (44.6 მლნ ლარით), ანუ 23.3 პროცენტით ნაკლებია 2014 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მთლიანობაში, 2014 წელს 36 მილიონი ამერიკული დოლარით არის შემცირებული გადმორიცხვების რაოდენობა 2013 წელთან შედარებით.

2010 წლიდან მოყოლებული დღემდე არსებული გზავნილების მოცულობას თუ გადავხედავთ, რუსეთი, საბერძნეთი, იტალია, აშშ, თურქეთი, უკრაინა, ისრაელი, გერმანია, ესპანეთი და აზერბაიჯანი ლიდერობენ, რაც, სავარაუდოდ, ამ ქვეყნებში ბევრი ქართველი ემიგრანტის ყოფნით არის განპირობებული. აღსანიშნავია, რომ გარკვეული ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების რაოდენობა შემცირდა, ნაწილი კი გაიზარდა.

ჩვენ წარმოგიდგენთ რამდენიმე ქვეყანას. სრული სიის ნახვა ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა შესაძლებელი:

ყველაზე მეტი თანხა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რუსეთიდან ირიცხება, რაც საგრძნობლად აღემატება სხვა ქვეყნებიდან განხორციელებულ გადმორიცხვებს. მიმდინარე წლის იანვარში, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, რუსეთიდან საქართველოში ჩაირიცხა 25 860 500 მლნ დოლარი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21 მლნ$-ით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის დეკემბერთან შედარებით ეს რიცხვი თითქმის ორჯერ არის შემცირებული.

გასული წლის ბოლო თვეში, რუსეთიდან საქართველოში ფულადმა გზავნილმა 46 928 700 დოლარი შეადგინა, რაც 21 068 200 დოლარით მეტია 2015 წლის პირველ თვესთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის იანვარში გადმორიცხული თანხა 37 მლნ $-ით ნაკლები იყო 2013 წლის დეკემბერში გადმორიცხულ თანხასთან შედარებით. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით იგივე სხვაობაა, რაც 2015 წლის იანვარსა და 2014 წლის დეკემბერს შორის. მთლიანობაში რუსეთიდან 2014 წელს გადმორიცხული თანხები დაახლოებით, 90 მლნ დოლარით ნაკლებია 2013 წელს გადმორიცხულ თანხებთან შედარებით. სტატისტიკური მონაცემებით, 2014 წელს იანვრიდან ივლისის ჩათვლით გზავნილების მოცულობა იზრდებოდა, თუმცა აგვისტოდან უკვე კლებას იწყებს.

2013 წელთან შედარებით 2014 წელს თითქმის 22 მილიონ დოლარზე მეტით არის გაზრდილი საბერძნეთიდან გადმორიცხვების რაოდენობა. საბერძნეთიდან, სადაც ასევე დიდია ემიგრანტების რაოდენობა, გასულ წელს 204 781 900 ამერიკული დოლარი გადმორიცხეს, ხოლო 2013 წელს - 18 25 87 200. მიმდინარე წლის იანვარში კი გადმორიცხვების რაოდენობამ 12 204 800 აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2 მილიონ ამერიკულ დოლარზე ნაკლებია.

იტალიიდან 2014 წელს გზავნილების რაოდენობამ 121 469 700 დოლარი შეადგინა, რაც 2013 წელთან შედარებით 11 მლნ $-ით მეტია.

ამერიკის შეერთებული შტატებიდან კი გასულ წელს საქართველოში 82 062 900 დოლარი გადმოირიცხა.

თურქეთიდან 2014 წელს საქართველოში 64 336 100 დოლარი გადმორიცხეს.

უკრაინიდან 2015 წლის იანვარში 2 მილიონი ამერიკული დოლარი გადმოირიცხა, ხოლო საქართველოდან უკრაინაში ამ პერიოდში 1,5 მლნ დოლარზე მეტი გადაირიცხა.

როგორც ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, გზავნილების რაოდენობა დამოკიდებულია კონკრეტულ ქვეყანაში ქართველი ემიგრანტების რაოდენობაზე. სწორედ ამას ადასტურებს დიასპორის არაოფიციალური სტატისტიკაც, რომელიც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო სამინისტროს აპარატმა მოგვაწოდა. ამ ჩამონათვლის მიხედვით, სწორედ იმ ქვეყნებშია ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი, საიდანაც გზავნილები მეტია. მონაცემები ასეთია:

რუსეთის ფედერაცია: 800 000-მდე ქართველი ემიგრანტი, საიდანაც, 2009 წლიდან დღემდე, 285 915-მა ადამიანმა მიიღო მოქალაქეობა. 

საბერძნეთი: დაახლოებით 250 000 ემიგრანტი, მათ შორის 100 000-მდე ეთნიკური ბერძენი.

იტალია:  20 000 ემიგრანტი.

აშშ: 80 000 ემიგრანტი.

თურქეთი: 100 000 შრომითი მიგრანტი.

ლექსო ნაბახტეველი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია