ქალთა საერთაშორისო დღესთან, 8 მარტთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის მიერ გამართული შეხვედრა მისმა პირადმა ოპერატორმა 5 მარტს, წინასწარ ჩაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტისა და ქალბატონების შეხვედრას პრესის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.
ვლადიმერ პუტინი საზოგადოების წინაშე ბოლოს სწორედ 5 მარტს, იტალიის პრემიერ-მინისტრ მატეო რენცისთან შეხვედრის დროს გამოჩნდა. მას შემდეგ, როგორც პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება, პუტინმა არასაჯარო შეხვედრები გამართა, რომელსაც მხოლოდ ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მითქმა-მოთქმა მას შემდეგ დაიწყო, რაც კრემლის ლიდერმა ყახაზეთში დაგეგმილი ვიზიტი გადადო. თუმცა, როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, პუტინი თავს კარგად გრძნობს.
ბოლო ორი დღეა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მეტი ინფორმაციისთვის| პუტინის ჯანმრთელობა კრიტიკულ ზღვარზეა? - რუსეთის პრეზიდენტი 1 თვეა აღარ ჩანს