პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაკრძალავენ თუ არა მამა გაბრიელს - რას ამბობს საპატრიარქო წმინდანის ამოსვენებიდან ერთი წლის შემდეგ
დაკრძალავენ თუ არა მამა გაბრიელს - რას ამბობს საპატრიარქო წმინდანის ამოსვენებიდან ერთი წლის შემდეგ

ყვე­ლას გვახ­სოვს, ქარ­თვე­ლე­ბის­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის უსაყ­ვარ­ლე­სი წმინ­და­ნის, მამა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლა­ვი ერთი წლის წინ თუ რო­გო­რი მღელ­ვა­რე­ბით გა­იხ­სნა. შემგდომ ის სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში გა­და­აბ­რძა­ნეს, სა­დაც ადა­მი­ნებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ, მის წმინ­და ნა­წი­ლებს მი­ახ­ლე­ბოდ­ნენ. მომ­ლოც­ველ­თა ნა­კა­დი არ წყდე­ბო­და...

გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ წმინ­და­ნის ნეშ­ტი თა­ვის მშობ­ლი­ურ მო­ნას­ტერს და­უბ­რუნ­და და სამ­თავ­როს დე­და­თა მო­ნას­ტრის ტა­ძარ­ში იქნა დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა ნათ­ქვა­მი იყო, რომ ის იქვე უნდა დაკ­რძა­ლუ­ლი­ყო... მაგ­რამ ეს ასე არ მოხ­და, მამა გაბ­რი­ე­ლის წმინ­და ნა­წი­ლებ­თან მი­ახ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველ­სა და მომ­ლოც­ველს დღე­საც შე­უძ­ლია, ვი­ნა­ი­დან ნეშ­ტი ისევ ტა­ძარ­შია დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი.

ისე, რო­გორც ვიცი, ასე­თი პრაქ­ტი­კა მსოფ­ლი­ოს მარ­თლმა­დი­დებ­ლურ სამ­ყა­რო­ში (სა­ბერ­ძნე­თი, უკ­რა­ი­ნა, რუ­სე­თი) სხვა­გა­ნაც არ­სე­ბობს, როცა წმინ­დან­თა ნეშ­ტი თუ ნა­წი­ლე­ბი ტა­ძარ­შია დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამის პრე­ცე­დენ­ტი აქამ­დე არ იყო, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ მუდ­მი­ვად ნად­გურ­დე­ბო­და და იძარ­ცვე­ბო­და ტაძ­რე­ბი და წმინ­და­ნებს ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში კრძა­ლავ­დნენ. მა­გა­ლი­თად, ასე არი­ან ასუ­რე­ლი მა­მე­ბი ჩვენს ტაძ­რებ­ში დაკ­რძა­ლუ­ლე­ბი, ანუ სა­დაც მოღ­ვა­წე­ობ­დნენ. …

Ambebi.ge სა­პატ­რი­არ­ქოს და­უ­კავ­შირ­და და ამ თე­მა­ზე პატ­რი­არ­ქის მდი­ვანს მამა მი­ქა­ელ ბოტ­კო­ველს გა­ე­სა­უბ­რა.

- მამა მი­ქა­ელ, რო­დე­საც მამა გაბ­რი­ე­ლის წმინ­და ნა­წი­ლე­ბი საფ­ლა­ვი­დან იქნა ამობ­რძა­ნე­ბუ­ლი, მახ­სოვს, იყო ასე­თი გან­ზრახ­ვაც, რომ ნეშ­ტი სამ­თავ­როს დე­და­თა მო­ნას­ტრის არა გარე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, არა­მედ თა­ვად ტა­ძარ­ში დაკ­რძა­ლუ­ლი­ყო. ეს ასე არ მოხ­და. რა­ტომ?

- რო­დე­საც მამა გაბ­რი­ე­ლის წმინ­და ნა­წი­ლე­ბი ამოს­ვენ­და, გაჩ­ნდა დიდი სურ­ვი­ლი, რომ ხალ­ხი მი­სუ­ლი­ყო მის ნეშტთან და მი­ახ­ლე­ბო­და. ამი­ტომ სა­მე­ბის ტა­ძარ­ში იქნა მისი წმინ­და ნა­წი­ლე­ბი დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი. ამას­თან, მა­შინ­ვე იყო ასე­თი გან­ზრახ­ვა, რომ ის ტაძრში დაკ­რძა­ლუ­ლი­ყო, ის კი არა, შერ­ჩე­უ­ლიც კი იყო ად­გი­ლე­ბი, ანუ სა­დაც უნდა მომ­ხდა­რი­ყო მისი ნეშ­ტის ჩაბ­რძა­ნე­ბა, მაგ­რამ იმის გამო, რომ ისევ არ წყდე­ბო­და ხალ­ხის ნა­კა­დი, მომ­ლოც­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, რა­ღაც დრო­ით გა­და­წყდა, რომ ყო­ფი­ლი­ყო ისე, რო­გორც იყო ტა­ძარ­ში დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი და ახ­ლაც ასეა.

ასე­თი რამ პირ­ვე­ლად მხო­ლოდ აქ არ მომ­ხდა­რა, ეს მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის პრაქ­ტი­კაა. სა­ბერ­ძნეთ­ში და ბევ­რგან არის ასე წმინ­დან­თა ნა­წი­ლე­ბი ტა­ძარ­ში დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი, ზე­მოთ ამოს­ვე­ნე­ბუ­ლი, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა თა­ვი­სუფ­ლად თაყ­ვა­ნი სცენ მათ.

ახლა გა­დაჭ­რით ვერ გე­ტყვით, ეს არის სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მა­ინც მოხ­დე­ბა მისი ნა­წი­ლე­ბის სა­მარხში ჩაბ­რძა­ნე­ბა, თუ დრო­ე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბაა. ფაქ­ტია, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით ასეა.

მოკ­ლედ, რო­გორც სხვა ქვეყ­ნებ­შია, ისე­ვეა ჩვენ­თა­ნაც, - ყვე­ლას შე­უძ­ლია მი­ვი­დეს და მო­ი­ლო­ცოს წმინ­და ნა­წი­ლე­ბი.

- ანუ, გა­მო­დის, რომ მისი დაკ­რძალ­ვის სა­კი­თხი ჯერ­ჯე­რობთ არ გა­ნი­ხი­ლე­ბა.

- კი, ეს თემა ახლა აქ­ტუ­ა­ლუ­რი არ არის. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ის დღის წეს­რიგ­ში დად­გეს.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დაკრძალავენ თუ არა მამა გაბრიელს - რას ამბობს საპატრიარქო წმინდანის ამოსვენებიდან ერთი წლის შემდეგ

დაკრძალავენ თუ არა მამა გაბრიელს - რას ამბობს საპატრიარქო წმინდანის ამოსვენებიდან ერთი წლის შემდეგ

ყველას გვახსოვს, ქართველებისთვის თანამედროვეობის უსაყვარლესი წმინდანის, მამა გაბრიელის საფლავი ერთი წლის წინ თუ როგორი მღელვარებით გაიხსნა. შემგდომ ის სამების საკათედრო ტაძარში გადააბრძანეს, სადაც ადამინებს საშუალება ჰქონდათ, მის წმინდა ნაწილებს მიახლებოდნენ. მომლოცველთა ნაკადი არ წყდებოდა...

გარკვეული პერიოდის შემდეგ წმინდანის ნეშტი თავის მშობლიურ მონასტერს დაუბრუნდა და სამთავროს დედათა მონასტრის ტაძარში იქნა დაბრძანებული, თუმცა ნათქვამი იყო, რომ ის იქვე უნდა დაკრძალულიყო... მაგრამ ეს ასე არ მოხდა, მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებთან მიახლება ნებისმიერ მსურველსა და მომლოცველს დღესაც შეუძლია, ვინაიდან ნეშტი ისევ ტაძარშია დაბრძანებული.

ისე, როგორც ვიცი, ასეთი პრაქტიკა მსოფლიოს მართლმადიდებლურ სამყაროში (საბერძნეთი, უკრაინა, რუსეთი) სხვაგანაც არსებობს, როცა წმინდანთა ნეშტი თუ ნაწილები ტაძარშია დაბრძანებული. საქართველოში ამის პრეცედენტი აქამდე არ იყო, ალბათ იმიტომ, რომ მუდმივად ნადგურდებოდა და იძარცვებოდა ტაძრები და წმინდანებს ეკლესიის წიაღში კრძალავდნენ. მაგალითად, ასე არიან ასურელი მამები ჩვენს ტაძრებში დაკრძალულები, ანუ სადაც მოღვაწეობდნენ. …

Ambebi.ge საპატრიარქოს დაუკავშირდა და ამ თემაზე პატრიარქის მდივანს მამა მიქაელ ბოტკოველს გაესაუბრა.

- მამა მიქაელ, როდესაც მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები საფლავიდან იქნა ამობრძანებული, მახსოვს, იყო ასეთი განზრახვაც, რომ ნეშტი სამთავროს დედათა მონასტრის არა გარე ტერიტორიაზე, არამედ თავად ტაძარში დაკრძალულიყო. ეს ასე არ მოხდა. რატომ?

- როდესაც მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები ამოსვენდა, გაჩნდა დიდი სურვილი, რომ ხალხი მისულიყო მის ნეშტთან და მიახლებოდა. ამიტომ სამების ტაძარში იქნა მისი წმინდა ნაწილები დაბრძანებული. ამასთან, მაშინვე იყო ასეთი განზრახვა, რომ ის ტაძრში დაკრძალულიყო, ის კი არა, შერჩეულიც კი იყო ადგილები, ანუ სადაც უნდა მომხდარიყო მისი ნეშტის ჩაბრძანება, მაგრამ იმის გამო, რომ ისევ არ წყდებოდა ხალხის ნაკადი, მომლოცველთა რაოდენობა, რაღაც დროით გადაწყდა, რომ ყოფილიყო ისე, როგორც იყო ტაძარში დაბრძანებული და ახლაც ასეა.

ასეთი რამ პირველად მხოლოდ აქ არ მომხდარა, ეს მართლმადიდებლური ეკლესიის პრაქტიკაა. საბერძნეთში და ბევრგან არის ასე წმინდანთა ნაწილები ტაძარში დაბრძანებული, ზემოთ ამოსვენებული, რომ ადამიანებმა თავისუფლად თაყვანი სცენ მათ.

ახლა გადაჭრით ვერ გეტყვით, ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება, მაინც მოხდება მისი ნაწილების სამარხში ჩაბრძანება, თუ დროებითი ღონისძიებაა. ფაქტია, რომ ჯერჯერობით ასეა.

მოკლედ, როგორც სხვა ქვეყნებშია, ისევეა ჩვენთანაც, - ყველას შეუძლია მივიდეს და მოილოცოს წმინდა ნაწილები.

- ანუ, გამოდის, რომ მისი დაკრძალვის საკითხი ჯერჯერობთ არ განიხილება.

- კი, ეს თემა ახლა აქტუალური არ არის. შესაძლებელია, ის დღის წესრიგში დადგეს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია