საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამ განაპირობა დიდი საკადრო ცვლილებები მერიაში და რას შეცლის ახალი ეკონომიკური გუნდი დედაქალაქის ცხოვრებაში
რამ განაპირობა დიდი საკადრო ცვლილებები მერიაში და რას შეცლის ახალი ეკონომიკური გუნდი დედაქალაქის ცხოვრებაში

თბი­ლი­სის მერ­მა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის ახა­ლი წევ­რე­ბი წა­რად­გი­ნა. თბი­ლი­სის ვიცე-მე­რად ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის უკვე ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვი­ლი, ხოლო მე­რის მო­ად­გი­ლედ ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტი ირაკ­ლი ლექ­ვი­ნა­ძე და­ი­ნიშ­ნენ. მათ ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ალექ­სან­დრე მარ­გიშ­ვი­ლი და ალუ­და გოგ­ლი­ჩი­ძე შეც­ვლეს. თბი­ლი­სის მე­რი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სად ტრან­სპორ­ტის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი პა­ა­ტა ჯაჭვლი­ა­ნი და­ი­ნიშ­ნა. ტრან­სპორ­ტის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის ახა­ლი უფ­რო­სი კი გი­ორ­გი გურ­გე­ნი­ძე იქ­ნე­ბა.

ირაკ­ლი ლექ­ვი­ნა­ძე თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში ტრან­სპორ­ტის, ეკო­ლო­გი­ის, სპორ­ტის, ახალ­გაზ­რდო­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბებს ჩა­ი­ბა­რებს. ამის შე­სა­ხებ ირაკ­ლი ლექ­ვი­ნა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რო­მე­ლიც დღეს თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ვით ნარ­მა­ნი­ამ წა­რად­გი­ნა.

ლექ­ვი­ნა­ძის თქმით, ამ პოს­ტის და­კა­ვე­ბა ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოწ­ვე­ვაა, რის­თვი­საც ლექ­ვი­ნა­ძემ თბი­ლი­სის მერს და­ვით ნარ­მა­ნი­ას და თბი­ლი­სის მე­რი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

"ჩემი მმარ­თუ­ლე­ბე­ბი მე­რის მო­ად­გი­ლის პოსტზე იქ­ნე­ბა ტრან­სპორ­ტი, ეკო­ლო­გია, სპორ­ტი, ახალ­გაზ­რდო­ბა და გა­ნათ­ლე­ბა. პირ­ველ რიგ­ში, მე აქ­ტი­უ­რად გა­ვეც­ნო­ბი სამ­სა­ხუ­რე­ბის მუ­შა­ო­ბას, თა­ნამ­შრომ­ლებს", - გა­ნა­ცხა­და ლექ­ვი­ნა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მოხ­დე­ბა გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე და და­გეგ­მი­ლი პრო­ექ­ტე­ბი­სა.

"ჩვე­ნი მი­ზა­ნი იქ­ნე­ბა, ამ პრო­ექ­ტე­ბის სი­კე­თე­ე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად გავ­რცელ­დეს თი­თო­ე­ულ თბი­ლი­სელ­ზე და აქ­ტი­უ­რად მი­ვი­დეს ამ პრო­ექ­ტე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია იმ ადა­მი­ა­ნე­ბამ­დე, ვის­თვი­საც ეს არის გათ­ვლი­ლი", - გა­ნა­ცხა­და ლექ­ვი­ნა­ძემ.

ოპო­ნენ­ტე­ბის ცალ­კე­უ­ლი ხედ­ვე­ბი და მო­საზ­რე­ბე­ბი ჩვე­ნი ხედ­ვე­ბი­სა და მო­საზ­რე­ბე­ბის­გან დი­ა­მეტ­რუ­ლად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს იმ კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნუ­ცხა­და, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ, რამ გა­ნა­პი­რო­ბა თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი და ხომ არ უკავ­შირ­დე­ბო­და ეს ოპო­ნენ­ტე­ბის იმ გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლე­ბიც თბი­ლი­სის მე­რის მუ­შა­ო­ბას არა­ე­ფექ­ტუ­რად აფა­სე­ბენ.

"თქვენ იცით, რომ ოპო­ნენ­ტე­ბის ცალ­კე­უ­ლი ხედ­ვე­ბი და მო­საზ­რე­ბე­ბი ჩვენს ხედ­ვებ­თან და მო­საზ­რე­ბებ­თან დი­ა­მეტ­რა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. ჩვენ დი­ა­მეტ­რა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი გვაქვს იმის გამო, რომ მარ­თვი­სა და მუ­შა­ო­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრინ­ცი­პე­ბი გვაქვს. ჩვენ ვმუ­შა­ობთ ღიად და გამჭვირ­ვა­ლედ, ჩვენ ვმუ­შა­ობთ პრინ­ცი­პუ­ლად, ჩვენ ვმუ­შა­ობთ შე­დე­გებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლად, რაც მათი მმარ­თვე­ლო­ბის დროს არას­დროს ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და. სწო­რედ ამი­ტომ ჩვენ იმა­ვე პო­ზი­ცი­ა­ზე ვრჩე­ბით და მო­მა­ვალ­შიც დავ­რჩე­ბით", - გა­ნა­ცხა­და ნარ­მა­ნი­ამ.

კი­თხვა­ზე, რამ გა­ნა­პი­რო­ბა გუნდში მეტი ადა­მი­ა­ნე­ბის შეყ­ვა­ნა, რო­მელ­თაც აქვთ ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, თბი­ლი­სის მე­რის გან­ცხა­დე­ბით, ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა და მეტი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა.

"დე­და­ქა­ლაქ­მა, რო­გორც ერთ-ერ­თმა მსხვილ­მა თვით­მმარ­თველ­მა ერ­თე­ულ­მა, მხა­რი ავუ­ბით ამ პო­ლი­ტი­კას და ამ პო­ლი­ტი­კის ფერ­ხულ­ში ჩავ­დე­ქით. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ მეტი ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ დე­და­ქა­ლაქ­ში, რათა ამით ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას შე­ვუ­წყოთ ხელი და სო­ცი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, გა­ი­ზარ­დოს", - გა­ნა­ცხა­და ნარ­მა­ნი­ამ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

რამ განაპირობა დიდი საკადრო ცვლილებები მერიაში და რას შეცლის ახალი ეკონომიკური გუნდი დედაქალაქის ცხოვრებაში

რამ განაპირობა დიდი საკადრო ცვლილებები მერიაში და რას შეცლის ახალი ეკონომიკური გუნდი დედაქალაქის ცხოვრებაში

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის ახალი წევრები წარადგინა. თბილისის ვიცე-მერად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უკვე ყოფილი პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი, ხოლო მერის მოადგილედ ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე დაინიშნენ. მათ ამ თანამდებობაზე ალექსანდრე მარგიშვილი და ალუდა გოგლიჩიძე შეცვლეს. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსად ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი პაატა ჯაჭვლიანი დაინიშნა. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ახალი უფროსი კი გიორგი გურგენიძე იქნება.

ირაკლი ლექვინაძე თბილისის მერიაში ტრანსპორტის, ეკოლოგიის, სპორტის, ახალგაზრდობისა და განათლების მიმართულებებს ჩაიბარებს. ამის შესახებ ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც დღეს თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე დავით ნარმანიამ წარადგინა.

ლექვინაძის თქმით, ამ პოსტის დაკავება ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და საინტერესო გამოწვევაა, რისთვისაც ლექვინაძემ თბილისის მერს დავით ნარმანიას და თბილისის მერიის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა.

"ჩემი მმართულებები მერის მოადგილის პოსტზე იქნება ტრანსპორტი, ეკოლოგია, სპორტი, ახალგაზრდობა და განათლება. პირველ რიგში, მე აქტიურად გავეცნობი სამსახურების მუშაობას, თანამშრომლებს", - განაცხადა ლექვინაძემ.

მისივე თქმით, მოხდება განხილვა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისა.

"ჩვენი მიზანი იქნება, ამ პროექტების სიკეთეები მაქსიმალურად გავრცელდეს თითოეულ თბილისელზე და აქტიურად მივიდეს ამ პროექტების რეალიზაცია იმ ადამიანებამდე, ვისთვისაც ეს არის გათვლილი", - განაცხადა ლექვინაძემ.

ოპონენტების ცალკეული ხედვები და მოსაზრებები ჩვენი ხედვებისა და მოსაზრებებისგან დიამეტრულად განსხვავებულია, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომლის თანახმადაც მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რამ განაპირობა თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები და ხომ არ უკავშირდებოდა ეს ოპონენტების იმ განცხადებას, რომლებიც თბილისის მერის მუშაობას არაეფექტურად აფასებენ.

"თქვენ იცით, რომ ოპონენტების ცალკეული ხედვები და მოსაზრებები ჩვენს ხედვებთან და მოსაზრებებთან დიამეტრალურად განსხვავებულია. ჩვენ დიამეტრალურად განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს იმის გამო, რომ მართვისა და მუშაობის განსხვავებული პრინციპები გვაქვს. ჩვენ ვმუშაობთ ღიად და გამჭვირვალედ, ჩვენ ვმუშაობთ პრინციპულად, ჩვენ ვმუშაობთ შედეგებზე ორიენტირებულად, რაც მათი მმართველობის დროს არასდროს ხორციელდებოდა. სწორედ ამიტომ ჩვენ იმავე პოზიციაზე ვრჩებით და მომავალშიც დავრჩებით", - განაცხადა ნარმანიამ.

კითხვაზე, რამ განაპირობა გუნდში მეტი ადამიანების შეყვანა, რომელთაც აქვთ ეკონომიკური განათლება, თბილისის მერის განცხადებით, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და მეტი საინვესტიციო პროექტების განხორციელება სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

"დედაქალაქმა, როგორც ერთ-ერთმა მსხვილმა თვითმმართველმა ერთეულმა, მხარი ავუბით ამ პოლიტიკას და ამ პოლიტიკის ფერხულში ჩავდექით. მნიშვნელოვანია ის, რომ მეტი ეკონომიკური საინვესტიციო პროექტი განვახორციელოთ დედაქალაქში, რათა ამით ეკონომიკურ განვითარებას შევუწყოთ ხელი და სოციალური კეთილდღეობა დასაქმებული ადამიანებისა, გაიზარდოს", - განაცხადა ნარმანიამ.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსი"-ს მიხედვით

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა