საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არასრულწლოვნებს სასჯელის მოხდის შემდეგ ნასამართლეობა გაქარწყლებულად ჩაეთვლებათ
არასრულწლოვნებს სასჯელის მოხდის შემდეგ ნასამართლეობა გაქარწყლებულად ჩაეთვლებათ

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე "არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თმსა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სი" და­ამ­ტკი­ცა. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და, ეს არის ძა­ლი­ან დიდი სა­მარ­თლებ­რი­ვი და პო­ლი­ტი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლის ძა­ლა­ში შეს­ვლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს ეყო­ლე­ბა სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, პრო­კუ­რო­რე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი.

"აგ­რეთ­ვე, იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის ბი­უ­რო­ში შე­იქ­მნე­ბა ად­ვო­კა­ტე­ბის მუდ­მივ­მოქ­მე­დი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ბავ­შვთა საქ­მე­ებ­ზე იმუ­შა­ვებს. ამ კო­დექ­სით ასე­ვე შე­მო­დის ისე­თი სა­მარ­თლებ­რი­ვი თა­ნა­მედ­რო­ვე ტერ­მი­ნე­ბი და ცნე­ბე­ბი, რო­გო­რე­ბიც არის უკი­დუ­რე­სი ზო­მის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა 14-18 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბის, აგ­რეთ­ვე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა არას­რულ­წლოვ­ნი­სად­მი, რათა მისი მო­მა­ვა­ლი ბედი იყოს სის­ხლის სა­მარ­თლის პრო­ცეს­ში გან­მსა­ზღვრე­ლი და სა­ხელ­მწი­ფომ იზ­რუ­ნოს იმა­ზე, რომ ვინც ჩა­ი­დენს და­ნა­შა­ულს რე­ცი­დი­ვის­ტად არ ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს. აგ­რეთ­ვე გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბად ყოფ­ნის ვადა: თუ დი­დე­ბის­თვის არის 9-თვი­ა­ნი ვადა, არას­რულ­წლოვ­ნე­ბის­თვის იქ­ნე­ბა 6 თვე. თუ სრულ­წლოვ­ნე­ბის­თვის წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მამ­დე არის 60 დღე, არას­რულ­წლოვ­ნე­ბის­თვის იქ­ნე­ბა 40 დღე. გარ­და ამი­სა, აიკ­რძა­ლე­ბა არას­რულ­წლოვ­ნის­თვის სას­ჯე­ლი უვა­დო პა­ტიმ­რო­ბის სა­ხით", - აღ­ნიშ­ნა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა.

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი კო­დექ­სით სი­ახ­ლე იქ­ნე­ბა ისიც, რომ არას­რულ­წლოვ­ნებს სას­ჯე­ლის მოხ­დის შემ­დეგ ის გა­ქარ­წყლე­ბუ­ლად ჩა­ეთ­ვლე­ბათ. "ერთი მხრივ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ არას­რულ­წლოვ­ნე­ბის ინ­ტე­რე­სებს მო­ვარ­გოთ სის­ხლის სა­მარ­თლის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა, მაგ­რამ, მე­ო­რე მხრივ, უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ ეფექ­ტუ­რად ბრძო­ლა და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ. ამის­თვის ჩვენ შე­მოგ­ვაქვს შემ­დე­გი პრინ­ცი­პი: რო­გორც კი არას­რულ­წლო­ვა­ნი მო­იხ­დის სას­ჯელს, ეს სას­ჯე­ლი ჩა­ით­ვლე­ბა გა­ქარ­წყლე­ბუ­ლად გარ­და იმ შემ­თხვე­ვი­სა, თუ ის თა­ვი­დან ჩა­ი­დენს და­ნა­შა­ულს, რა შემ­თხვე­ვა­შიც "გა­ცო­ცხლდე­ბა" ნა­სა­მარ­თლე­ო­ბა", - გან­მარ­ტა წუ­ლუ­კი­ან­მა. ასე­ვე, მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, არას­რულ­წლოვ­ნე­ბის­თვის შე­მო­დის სას­ჯე­ლის სა­ხით ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბაც. "ეს სა­ხელ­მწი­ფოს­თვის პირ­ვე­ლად ინ­ვეს­ტი­ცი­ას მო­ი­თხოვს, რათა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ სა­მა­ჯუ­რე­ბის შეს­ყიდ­ვის პრო­ცეს­ში შეძ­ლოს ამის პრაქ­ტი­კა­ში იმპლე­მენ­ტა­ცია. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სა­ხელ­მწი­ფო დიდ ეკო­ნო­მი­ას მი­ი­ღებს, რად­გან ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა სა­ხელ­მწი­ფოს გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი უჯ­დე­ბა, ვიდ­რე პა­ტიმ­რის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა სა­პა­ტიმ­რო­ში", - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა. გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, კო­დექ­სით არას­რულ­წლოვ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­მო­დის მოწ­მის და­კი­თხვის ახა­ლი წე­სიც. "ეს და კი­დევ ძა­ლი­ან ბევ­რი ინო­ვა­ცია და ცვლი­ლე­ბა შე­მო­აქვს ამ კო­დექსს. მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მთავ­რო­ბას, ყვე­ლა იმ ექ­სპერტს, ვინც ამა­ში იყო ჩარ­თუ­ლი, ევ­რო­კავ­შირს მი­ვუ­ლო­ცო მთავ­რო­ბის ეს ერ­თსუ­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა", - დას­ძი­ნა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

არასრულწლოვნებს სასჯელის მოხდის შემდეგ ნასამართლეობა გაქარწყლებულად ჩაეთვლებათ

არასრულწლოვნებს სასჯელის მოხდის შემდეგ ნასამართლეობა გაქარწყლებულად ჩაეთვლებათ

საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე "არასრულწლოვანთა მართმსაჯულების კოდექსი" დაამტკიცა. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა, ეს არის ძალიან დიდი სამართლებრივი და პოლიტიკური მნიშვნელობის დოკუმენტი, რომლის ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს ეყოლება სპეციალიზებული მოსამართლეები, პოლიციელები, პროკურორები და სოციალური მუშაკები.

"აგრეთვე, იურიდიული დახმარების ბიუროში შეიქმნება ადვოკატების მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც ბავშვთა საქმეებზე იმუშავებს. ამ კოდექსით ასევე შემოდის ისეთი სამართლებრივი თანამედროვე ტერმინები და ცნებები, როგორებიც არის უკიდურესი ზომის სახით პატიმრობა 14-18 წლამდე ასაკის ბავშვების, აგრეთვე ინდივიდუალური მიდგომა არასრულწლოვნისადმი, რათა მისი მომავალი ბედი იყოს სისხლის სამართლის პროცესში განმსაზღვრელი და სახელმწიფომ იზრუნოს იმაზე, რომ ვინც ჩაიდენს დანაშაულს რეციდივისტად არ ჩამოყალიბდეს. აგრეთვე განისაზღვრება ბრალდებულებად ყოფნის ვადა: თუ დიდებისთვის არის 9-თვიანი ვადა, არასრულწლოვნებისთვის იქნება 6 თვე. თუ სრულწლოვნებისთვის წინასასამართლო სხდომამდე არის 60 დღე, არასრულწლოვნებისთვის იქნება 40 დღე. გარდა ამისა, აიკრძალება არასრულწლოვნისთვის სასჯელი უვადო პატიმრობის სახით", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნული კოდექსით სიახლე იქნება ისიც, რომ არასრულწლოვნებს სასჯელის მოხდის შემდეგ ის გაქარწყლებულად ჩაეთვლებათ. "ერთი მხრივ, აუცილებელია, რომ არასრულწლოვნების ინტერესებს მოვარგოთ სისხლის სამართლის მართლმსაჯულება, მაგრამ, მეორე მხრივ, უნდა გავაგრძელოთ ეფექტურად ბრძოლა დანაშაულის წინააღმდეგ. ამისთვის ჩვენ შემოგვაქვს შემდეგი პრინციპი: როგორც კი არასრულწლოვანი მოიხდის სასჯელს, ეს სასჯელი ჩაითვლება გაქარწყლებულად გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის თავიდან ჩაიდენს დანაშაულს, რა შემთხვევაშიც ''გაცოცხლდება'' ნასამართლეობა'', - განმარტა წულუკიანმა. ასევე, მინისტრის განცხადებით, არასრულწლოვნებისთვის შემოდის სასჯელის სახით შინაპატიმრობაც. ''ეს სახელმწიფოსთვის პირველად ინვესტიციას მოითხოვს, რათა სასჯელაღსრულების სამინისტრომ სამაჯურების შესყიდვის პროცესში შეძლოს ამის პრაქტიკაში იმპლემენტაცია. საბოლოო ჯამში, სახელმწიფო დიდ ეკონომიას მიიღებს, რადგან შინაპატიმრობა სახელმწიფოს გაცილებით ნაკლები უჯდება, ვიდრე პატიმრის მოვლა-პატრონობა საპატიმროში'', - აღნიშნა მინისტრმა. გარდა აღნიშნულისა, კოდექსით არასრულწლოვნების შემთხვევაში შემოდის მოწმის დაკითხვის ახალი წესიც. ''ეს და კიდევ ძალიან ბევრი ინოვაცია და ცვლილება შემოაქვს ამ კოდექსს. მინდა საზოგადოებას, მთავრობას, ყველა იმ ექსპერტს, ვინც ამაში იყო ჩართული, ევროკავშირს მივულოცო მთავრობის ეს ერთსულოვანი გადაწყვეტილება", - დასძინა თეა წულუკიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა