პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენ ფულს შოულობენ "მარშრუტკის" მძღოლები და გაიაფდება თუ არა მგზავრობის საფასური საწვავის მსგავსად
რამდენ ფულს შოულობენ "მარშრუტკის" მძღოლები და გაიაფდება თუ არა მგზავრობის საფასური საწვავის მსგავსად

საწ­ვა­ვის გა­ი­ა­ფე­ბამ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის მგზავ­რე­ბის­თვის ტა­რი­ფი ვერ შე­ამ­ცი­რა, თუმ­ცა მძღო­ლებს დღი­უ­რი გეგ­მუ­რი გა­და­სა­ხა­დი გა­უ­ზარ­და. სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის მძღო­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ შპს "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­მა" გა­და­სა­ხა­დის გაძ­ვი­რე­ბის მი­ზე­ზად დო­ლა­რის კურ­სის ზრდა და ბენ­ზი­ნის გა­ი­ა­ფე­ბა და­ა­სა­ხე­ლა.

"ისე­დაც მცი­რე შე­მო­სა­ვა­ლი გვაქვს და კი­დევ გა­და­სა­ხა­დის გაძ­ვი­რე­ბა გვინ­და?", -აცხა­დე­ბენ მძღო­ლე­ბი და ამ­ბო­ბენ, რომ გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში უწევთ მუ­შა­ო­ბა.

მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გეგ­მუ­რი გა­და­სა­ხა­დი 3-ჯერ გა­ე­ზარ­დათ.

"რო­გორც კი მუ­შა­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, გეგ­მას გვი­მა­ტე­ბენ. უარი ვუ­თხა­რი და­მა­ტე­ბუ­ლი სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და­ზე, მაგ­რამ რო­დე­საც ავ­ტო­პარკში მი­ვე­დი, გეგ­მუ­რი მა­ინც გაძ­ვი­რე­ბუ­ლი დამ­ხვდა. არ ვიცი, ამ პრობ­ლე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვის მივ­მარ­თო", - აცხა­დებს ერთ-ერთი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლი.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ა­ში მძღო­ლე­ბის პრობ­ლე­მებს არ ის­მე­ნენ.

"გარ­და გეგ­მუ­რი გა­და­სა­ხა­დის და­მა­ტე­ბი­სა, სხვა პი­რო­ბე­ბიც ამ­ძი­მებს ჩვენს მდგო­მა­რე­ო­ბას, მან­ქა­ნე­ბი უკვე ხან­დაზ­მუ­ლია და ხში­რად სა­ჭი­რო­ებს შე­კე­თე­ბას. ამის ფულს ჩვე­ნი ჯი­ბი­დან ვიხ­დით", - ამ­ბო­ბენ მძღო­ლე­ბი.

მძღო­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ თუ მთავ­რო­ბა ქმე­დით ნა­ბი­ჯებს არ გა­დად­გამს, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს და­ი­წყე­ბენ.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა გლ­და­ნის ავ­ტო­სად­გომ­ზე ვცა­დეთ. ავ­ტო­პარ­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი ჩვენ­თან შე­სახ­ვედ­რად არ გა­მო­ვი­და, თუმ­ცა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის დროს გან­გვი­მარ­ტა, რომ ცოტა ხან­ში შეძ­ლებ­და ჩვენ­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბას. 1 სა­ა­თი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ ბა­ტონ­მა ნი­კო­ლოზ­მა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი გა­თი­შა და დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გად­მოგ­ვცა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჩვე­ნი იქ ყოფ­ნის შე­სა­ხებ შპს "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის" ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა შე­ი­ტყვეს და იგი ცენ­ტრა­ლურ ოფის­ში და­ი­ბა­რეს. ავ­ტო­პარ­კის დაც­ვის თა­ნამ­შრო­მელ­მა არც ავ­ტო­სად­გომ­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბა მოგ­ვცა.

Ambebi.ge შპს "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის" ხელ­მძღვა­ნელს, და­ვით ასა­ნი­ძეს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც მძღო­ლე­ბის­თვის გეგ­მუ­რი გა­და­სა­ხა­დის გაძ­ვი­რე­ბა და­ა­დას­ტუ­რა.

"რო­დე­საც გეგ­მუ­რი გა­და­სა­ხა­დი და­ვუ­წე­სეთ მძღო­ლებს, ნა­ან­გა­რი­შე­ვი გვქონ­და, რომ საწ­ვავ­ში იხ­დიდ­ნენ 2 ლარ­სა და 10 თეთ­რს, 30 ლიტ­რი გამ­რავ­ლე­ბუ­ლი 2 ლარ­სა და 10 თეთრზე არის 63 ლარი. დღეს უკვე საწ­ვა­ვი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი­ვე ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გუ­რებ­ზე, ავ­ტო­ფა­რეხ­ში 1 ლარი და 59 თეთ­რი ღირს, რომ გა­ვამ­რავ­ლოთ 30 ლიტრზე, 47 ლარი და 70 თეთ­რი, ამას რომ გა­მო­ვაკ­ლოთ 63 ლარი, ვნა­ხავთ, რომ მძღო­ლებს 15 ლარ­ზე მეტი გა­მოს­დით ეკო­ნო­მია. ამ 15 ლა­რი­დან, ვე­უბ­ნე­ბით, რომ 12 ლარი სი­კე­თე­ში მო­გახ­მა­როთ ღმერ­თმა, თქვე­ნი იყოს, მაგ­რამ 3 ლარი მოგ­ვე­ცით, რომ კომ­პა­ნი­ამ შეძ­ლოს ბან­კის წი­ნა­შე გაზ­რდი­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. რა არის ამა­ში ცუდი? და რა არის მი­უ­ღე­ბე­ლი? დო­ლა­რის კურ­სის ცვლი­ლე­ბით კომ­პა­ნი­ას გა­ცი­ლე­ბით მეტი ზი­ა­ნი მოგ­ვად­გა, ვიდ­რე ამ 3 ლარს შე­უძ­ლია და­ა­კომ­პენ­სი­როს", - აცხა­დებს ასა­ნი­ძე. მი­სი­ვე თქმით, კომ­პა­ნი­ას 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბი­უ­ჯეტ­ში 28 მი­ლი­ო­ნი ლარი აქვს შე­ტა­ნი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა მან­ქა­ნე­ბის ხან­დაზ­მუ­ლო­ბას, "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის" ხელ­მძღვა­ნე­ლი გან­მარ­ტავს, რომ 2011-2012 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბია.

"ყვე­ლა მძღოლს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი აქვს, რომ დღი­უ­რად დარ­ჩეს მან­ქა­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბის თან­ხა. ეს შე­მო­სა­ვა­ლი იან­გა­რი­შე­ბა ასე, - ყო­ველ გავ­ლილ კი­ლო­მეტრზე 7 თეთ­რი. ჩვე­ნი მან­ქა­ნე­ბი სა­შუ­ა­ლოდ დღე­ში 200 კი­ლო­მეტრს გა­დი­ან, სა­შუ­ა­ლოდ, თითო მძღოლს დღე­ში 14 ლარი რჩე­ბა. თვე­ში მან­ქა­ნის შე­სა­ნა­ხად მათ 420 ლარი რჩე­ბათ. ჩვენ შევ­თა­ვა­ზეთ მძღო­ლებს, რომ ეს თან­ხა შე­მო­ე­ტა­ნათ კომ­პა­ნი­ა­ში და კომ­პა­ნია მო­უვ­ლი­და ამ მან­ქა­ნებს, რა­ზეც უარი გა­ნა­ცხა­დეს, რად­გან რე­ა­ლუ­რად, არა­თუ ყოფ­ნით, არა­მედ რჩე­ბათ კი­დეც თან­ხე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ასა­ნი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა შე­კი­თხვას, საწ­ვა­ვის ფა­სის კლე­ბის გამო, მოხ­დე­ბა თუ არა სამ­გზავ­რო ტა­რი­ფე­ბის და­წე­ვა, "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის" ხელ­მძღვა­ნე­ლი გან­მარ­ტავს, რომ ფა­სე­ბის კლე­ბა არ იგეგ­მე­ბა.

იხი­ლეთ სი­უ­ჟე­ტი

თეა ბი­თა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

რამდენ ფულს შოულობენ "მარშრუტკის" მძღოლები და გაიაფდება თუ არა მგზავრობის საფასური საწვავის მსგავსად

რამდენ ფულს შოულობენ "მარშრუტკის" მძღოლები და გაიაფდება თუ არა მგზავრობის საფასური საწვავის მსგავსად

საწვავის გაიაფებამ მიკროავტობუსის მგზავრებისთვის ტარიფი ვერ შეამცირა, თუმცა მძღოლებს დღიური გეგმური გადასახადი გაუზარდა. სამარშრუტო ტაქსების მძღოლები ამბობენ, რომ შპს "თბილისის მიკროავტობუსმა" გადასახადის გაძვირების მიზეზად დოლარის კურსის ზრდა და ბენზინის გაიაფება დაასახელა.

"ისედაც მცირე შემოსავალი გვაქვს და კიდევ გადასახადის გაძვირება გვინდა?", -აცხადებენ მძღოლები და ამბობენ, რომ გაუსაძლის პირობებში უწევთ მუშაობა.

მიკროავტობუსის მძღოლების ინფორმაციით, ბოლო 1 წლის განმავლობაში გეგმური გადასახადი 3-ჯერ გაეზარდათ.

"როგორც კი მუშაობა გაუმჯობესდება, გეგმას გვიმატებენ. უარი ვუთხარი დამატებული საფასურის გადახდაზე, მაგრამ როდესაც ავტოპარკში მივედი, გეგმური მაინც გაძვირებული დამხვდა. არ ვიცი, ამ პრობლემასთან დაკავშირებით ვის მივმართო", - აცხადებს ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლი.

მათი ინფორმაციით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მძღოლების პრობლემებს არ ისმენენ.

"გარდა გეგმური გადასახადის დამატებისა, სხვა პირობებიც ამძიმებს ჩვენს მდგომარეობას, მანქანები უკვე ხანდაზმულია და ხშირად საჭიროებს შეკეთებას. ამის ფულს ჩვენი ჯიბიდან ვიხდით", - ამბობენ მძღოლები.

მძღოლები აცხადებენ, რომ თუ მთავრობა ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

მათი ინფორმაციის გადამოწმება გლდანის ავტოსადგომზე ვცადეთ. ავტოპარკის ხელმძღვანელი ჩვენთან შესახვედრად არ გამოვიდა, თუმცა სატელეფონო საუბრის დროს განგვიმარტა, რომ ცოტა ხანში შეძლებდა ჩვენთვის ინფორმაციის მოწოდებას. 1 საათიანი ლოდინის შემდეგ ბატონმა ნიკოლოზმა მობილური ტელეფონი გათიშა და დაცვის თანამშრომლის საშუალებით გადმოგვცა ინფორმაცია, რომ ჩვენი იქ ყოფნის შესახებ შპს "თბილისის მიკროავტობუსების" ხელმძღვანელებმა შეიტყვეს და იგი ცენტრალურ ოფისში დაიბარეს. ავტოპარკის დაცვის თანამშრომელმა არც ავტოსადგომში შესვლის უფლება მოგვცა.

Ambebi.ge შპს "თბილისის მიკროავტობუსის" ხელმძღვანელს, დავით ასანიძეს დაუკავშირდა, რომელმაც მძღოლებისთვის გეგმური გადასახადის გაძვირება დაადასტურა.

"როდესაც გეგმური გადასახადი დავუწესეთ მძღოლებს, ნაანგარიშევი გვქონდა, რომ საწვავში იხდიდნენ 2 ლარსა და 10 თეთრს, 30 ლიტრი გამრავლებული 2 ლარსა და 10 თეთრზე არის 63 ლარი. დღეს უკვე საწვავი, რომელიც ჩვენივე ბენზინგასამართ სადგურებზე, ავტოფარეხში 1 ლარი და 59 თეთრი ღირს, რომ გავამრავლოთ 30 ლიტრზე, 47 ლარი და 70 თეთრი, ამას რომ გამოვაკლოთ 63 ლარი, ვნახავთ, რომ მძღოლებს 15 ლარზე მეტი გამოსდით ეკონომია. ამ 15 ლარიდან, ვეუბნებით, რომ 12 ლარი სიკეთეში მოგახმაროთ ღმერთმა, თქვენი იყოს, მაგრამ 3 ლარი მოგვეცით, რომ კომპანიამ შეძლოს ბანკის წინაშე გაზრდილი ვალდებულებების შესრულება. რა არის ამაში ცუდი? და რა არის მიუღებელი? დოლარის კურსის ცვლილებით კომპანიას გაცილებით მეტი ზიანი მოგვადგა, ვიდრე ამ 3 ლარს შეუძლია დააკომპენსიროს", - აცხადებს ასანიძე. მისივე თქმით, კომპანიას 3 წლის განმავლობაში ბიუჯეტში 28 მილიონი ლარი აქვს შეტანილი.

რაც შეეხება მანქანების ხანდაზმულობას, "თბილისის მიკროავტობუსის" ხელმძღვანელი განმარტავს, რომ 2011-2012 წელს გამოშვებული მანქანებია.

"ყველა მძღოლს გათვალისწინებული აქვს, რომ დღიურად დარჩეს მანქანის მომსახურების თანხა. ეს შემოსავალი იანგარიშება ასე, - ყოველ გავლილ კილომეტრზე 7 თეთრი. ჩვენი მანქანები საშუალოდ დღეში 200 კილომეტრს გადიან, საშუალოდ, თითო მძღოლს დღეში 14 ლარი რჩება. თვეში მანქანის შესანახად მათ 420 ლარი რჩებათ. ჩვენ შევთავაზეთ მძღოლებს, რომ ეს თანხა შემოეტანათ კომპანიაში და კომპანია მოუვლიდა ამ მანქანებს, რაზეც უარი განაცხადეს, რადგან რეალურად, არათუ ყოფნით, არამედ რჩებათ კიდეც თანხები", - განაცხადა ასანიძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, საწვავის ფასის კლების გამო, მოხდება თუ არა სამგზავრო ტარიფების დაწევა, "თბილისის მიკროავტობუსის" ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ფასების კლება არ იგეგმება.

იხილეთ სიუჟეტი

თეა ბითაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია