სპორტი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ეკლესია რუსეთზე ლოცულობს თუ საქართველოზე?" - გამსახურდია მეუფე სპირიდონის განცხადებას ეხმაურება
"ქართული ეკლესია რუსეთზე ლოცულობს თუ საქართველოზე?" - გამსახურდია მეუფე სპირიდონის განცხადებას ეხმაურება

ყო­ფი­ლი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია მე­უ­ფე სპი­რი­დო­ნის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

"ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს და არ შე­მიძ­ლია, არ გა­ვაჟ­ღე­რო: თუ ეს ამ ეპის­კო­პო­სის, რო­გორც კერ­ძო პი­რის პო­ზი­ცი­აა, სა­ინ­ტე­რე­სოა მისი არ­გუ­მენ­ტა­ცი­ის უფრო სიღ­რმი­სე­უ­ლი მოს­მე­ნა და გან­ხილ­ვა. თუ ეს პო­ზი­ცია ეკუთ­ვნის წმინ­და სი­ნოდს ან მის რამ­დე­ნად­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს, ეს კი­დევ უფრო სა­გუ­ლის­ხმოა.

მახ­სოვს, ცი­ხე­ში ყოფ­ნის დროს, ვერც ხვეწ­ნით, ვერც მუ­და­რით, ვერც მუ­ქა­რით, კრინ­ტი ვერ ამო­ვა­ღე­ბი­ნე პა­ტიმ­რე­ბის წქ­მე­ბის შე­სა­ხებ ვ ე რ ც ე რ თ სა­ეკ­ლე­სიო იერ­არ­ქს, უმაღ­ლე­სით და­წყე­ბუ­ლი­ვიდ­რე უბ­რა­ლო დი­აკ­ვნამ­დე. ეკ­ლე­სი­ა­ში ჭეშ­მა­რი­ტად სამ­ხედ­რო დის­ციპ­ლი­ნა სუ­ფევ­და და სუ­ფევს. ისე­ვე რო­გორც ძი­რი­თა­დად კონ­სერ­ვა­ტი­ულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში ხდე­ბა ხოლ­მე, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, მე­ინ­სტრიმ­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი აზრი იბ­ლო­კე­ბა ან ავ­ტო­რი სა­ერ­თოდ გა­ნიკ­ვე­თე­ბა. მა­გა­ლი­თე­ბი - ბევ­რია.

მოკ­ლედ, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მსგავ­სი რი­ტო­რი­კა პირ­ვე­ლად არ გვეს­მის, მი­კიბვ-მო­კიბ­ვის გა­რე­შე დავ­სვათ მთა­ვა­რი კი­თხვა:

ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია რუ­სეთ­ზე ლო­ცუ­ლობს თუ სა­ქარ­თვე­ლო­ზე? თუ სა­ქარ­თვე­ლო­ზე - რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში?!", - წერს გამ­სა­ხურ­დია.

შე­გახ­სე­ნებთ, 8 მარტს youtube-ზე გავ­რცელ­და სხალ­თის მთა­ვა­რე­პოს­კო­პო­სის, მე­უ­ფე სპი­რი­დო­ნის ქა­და­გე­ბა, სა­დაც ის სა­უბ­რობს უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე და უკ­რა­ი­ნის მო­მა­ვალ­ზე. მე­უ­ფე სპი­რი­დო­ნის თქმით, უკ­რა­ი­ნა, რუ­სე­თი და ბე­ლო­რუ­სი გამ­თლი­ან­დე­ბა და ერთ სა­ხელ­მწი­ფოდ ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა, რო­მელ­საც სა­თა­ვე­ში ეყო­ლე­ბა მეფე. მე­უ­ფე სპი­რი­დო­ნის თქმით, უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი - ომი რუ­სეთ­თან გა­მოწ­ვე­უ­ლია "მე­სა­მე ძა­ლე­ბის წა­ქე­ზე­ბის და არა­მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბის ძა­ლი­ან დიდი მზაკ­ვრო­ბით".

იხი­ლეთ გან­ცხა­დე­ბა სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

"ქართული ეკლესია რუსეთზე ლოცულობს თუ საქართველოზე?" - გამსახურდია მეუფე სპირიდონის განცხადებას ეხმაურება

"ქართული ეკლესია რუსეთზე ლოცულობს თუ საქართველოზე?" - გამსახურდია მეუფე სპირიდონის განცხადებას ეხმაურება

ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია მეუფე სპირიდონის განცხადებას ეხმაურება.

"ძალიან მაინტერესებს და არ შემიძლია, არ გავაჟღერო: თუ ეს ამ ეპისკოპოსის, როგორც კერძო პირის პოზიციაა, საინტერესოა მისი არგუმენტაციის უფრო სიღრმისეული მოსმენა და განხილვა. თუ ეს პოზიცია ეკუთვნის წმინდა სინოდს ან მის რამდენადმე მნიშვნელოვან ნაწილს, ეს კიდევ უფრო საგულისხმოა.

მახსოვს, ციხეში ყოფნის დროს, ვერც ხვეწნით, ვერც მუდარით, ვერც მუქარით, კრინტი ვერ ამოვაღებინე პატიმრების წქმების შესახებ ვ ე რ ც ე რ თ საეკლესიო იერარქს, უმაღლესით დაწყებულივიდრე უბრალო დიაკვნამდე. ეკლესიაში ჭეშმარიტად სამხედრო დისციპლინა სუფევდა და სუფევს. ისევე როგორც ძირითადად კონსერვატიულ ორგანიზაციებში ხდება ხოლმე, განსხვავებული, მეინსტრიმთან დაპირისპირებული აზრი იბლოკება ან ავტორი საერთოდ განიკვეთება. მაგალითები - ბევრია.

მოკლედ, იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი რიტორიკა პირველად არ გვესმის, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე დავსვათ მთავარი კითხვა:

ქართული ეკლესია რუსეთზე ლოცულობს თუ საქართველოზე? თუ საქართველოზე - რუსეთის შემადგენლობაში?!", - წერს გამსახურდია.

შეგახსენებთ, 8 მარტს youtube-ზე გავრცელდა სხალთის მთავარეპოსკოპოსის, მეუფე სპირიდონის ქადაგება, სადაც ის საუბრობს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე და უკრაინის მომავალზე. მეუფე სპირიდონის თქმით, უკრაინა, რუსეთი და ბელორუსი გამთლიანდება და ერთ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება, რომელსაც სათავეში ეყოლება მეფე. მეუფე სპირიდონის თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები - ომი რუსეთთან გამოწვეულია "მესამე ძალების წაქეზების და არამართლმადიდებლების ძალიან დიდი მზაკვრობით".

იხილეთ განცხადება სრულად

"ურწმუნო თომებისთვის, ვისაც ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლებოდა “ახლობლობის” გარეშე გახარიას ბიზნესომბუდსმენად დანიშვნა" - გია ხუხაშვილი

"დიდი მითქმა-მოთქმა და ვაი-ვიში გამოიწვია მესამე ანუ ბუსტერული დოზის დამატების თემამ..." - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

"ბოლო წუთამდე გვეუბნებოდა, რომ არ გვენერვიულა, მაგრამ ჩვენ ის დავკარგეთ" - გიორგი ვაშაძის ემოციური პოსტი გარდაცვლილ მამაზე