ევროპარლამენტარები რუსეთის პრეზიდენტს მიმართავენ, ნემცოვის საქმეზე საერთაშორისო გამოძიება ჩაატაროს

ევროპარლამენტარები რუსეთის პრეზიდენტს მიმართავენ, ნემცოვის საქმეზე საერთაშორისო გამოძიება ჩაატაროს

ევროპარლამენტარები რუსეთის პრეზიდენტს მიმართავენ, მოკლული ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის საქმეზე საერთაშორისო გამოძიება ჩაატაროს. "ტასის" ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ყველა ევროპულ პარტიასთნ არის შეთანხმებული.

ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ ნემცოვის მკვლელობა ყველაზე მნიშველოვანი პოლიტიკური მკვლელობაა თანამედროვე რუსეთის ისტორიაში.

რუსი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში 27 თებერვალს მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულ ხუთ პირს 8 მარტს მოსკოვის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა