გიორგი მახარაშვილმა შეყვარებულს - ლეკა მიქაძეს "ეკა ხოფერიას თოქ-შოუში" ხელი სთხოვა. სატელევიზიო ქორწინება "ოფიციალურად" თოქ-შოუს "მმაჩის ბიუროს ხელმძღვანელმა" - ტელეწამყვანმა და ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გააფორმა. ცერემონიას "ორი ვარსკვლავის" მონაწილეები მეჯვარეების ამპლუაში დაესწრნენ. ამით "ეკა ხოფერიას თოქ-შოუს" "ქორწინების სახლი" საზეიმოდ გაიხსნა.