პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეურაცხყოფილი ვარ! - მიშა გომიაშვილის მწვავე პასუხი დიზაინერს, რომელსაც საქართველო წილხვედრობის ღირსად არ მიაჩნია
შეურაცხყოფილი ვარ! - მიშა გომიაშვილის მწვავე პასუხი დიზაინერს, რომელსაც საქართველო წილხვედრობის ღირსად არ მიაჩნია

მსა­ხი­ო­ბი მიშა გო­მი­აშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ჯავ­შან­მან­ქა­ნა "დიდ­გო­რის" დი­ზა­ი­ნე­რის, ზვი­ად ცო­კა­ლი­ას გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც მან "მძი­მე კაც­თან" გა­ა­კე­თა. დი­ზა­ი­ნე­რის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს, რო­მელ­საც მხო­ლოდ ხინ­კა­ლი აქვს, არ უნდა ჰქონ­დეს პრე­ტენ­ზია წილ­ხვედ­რი ქვე­ყა­ნა ერ­ქვას.

შე­გახ­სე­ნებთ, ცი­კო­ლია რუ­სუ­ლი "სუ­პერ­ქა­რის" – "რუ­სო­ბალ­ტის", "Volga V12" Coupe-ს, "ბუ­გა­ტი­სა" და "პეჟო 1007"-ის ავ­ტო­რია.

"სი­მარ­თლე გი­თხრათ გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ... თქვენ დი­დე­ბუ­ლი ად­მი­ა­ნე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­დეთ და გა­ი­ზარ­დეთ, ხე­ლო­ვა­ნი ხალ­ხის ოჯახ­ში, სკო­ლაც მგო­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ამ­თავ­რეთ, თქვენ სულ რა­ღაც ათი წლით ხართ ჩემ­ზე ახალ­გაზ­რდა, მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას კარ­გად გვას­წავ­ლიდ­ნენ სკო­ლა­ში... არ იწყე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია 2003 წლი­დან... სვე­ტი­ცხო­ვე­ლი ვინ და სად ააგო?... ან ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი ვინ და­წე­რა? ან თა­მა­რი არ ყავ­და სა­ქარ­თვე­ლოს? ან და­ვი­თი? მი­ქე­ლან­ჯე­ლოს რომ ახ­სე­ნებთ და­მი­ა­ნე არ გახ­სნ­დე­ბათ? იყო ასე­თი ფერმ­წე­რი XIV სა­უ­კუ­ნის ქარ­თვე­ლი მხატ­ვა­რი, ვინც უბი­სის ეკ­ლე­სია მო­ხა­ტა... არც ფი­როს­მა­ნი იყო ამ­ქვეყ­ნად? არც გუ­დი­აშ­ვი­ლი? მსგავ­სი ბუმ­დე­რა­ზი მხატ­ვრე­ბის სია ძა­ლი­ან დიდი გა­მო­მი­ვა.... პა­ვა­რო­ტიო ბრძა­ნებთ, რა ვუ­ყოთ პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძეს? და მთელ ქარ­თველ ქალ­ბა­ტო­ნებს, ოპე­რის მომ­ღერ­ლებს ვგუ­ლის­ხმობ, რომ­ლებ­მაც და­ი­პყრეს მსოფ­ლიო სა­ო­პე­რო სცე­ნე­ბი, ფე­ლი­ნი ქარ­თულ კი­ნო­ზე რა აზ­რი­საც იყო თა­ვად მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მგო­ნია... მარ­ტო ოთარ იო­სე­ლი­ა­ნი უკვე საკ­მა­რი­სია, რომ არ ვახ­სე­ნოთ სხვა დიდი რეჟ­სო­რე­ბი, მა­გა­ლი­თად მი­ხე­ილ კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი, იმე­დია გა­გი­გი­ათ... კი­დევ რო­მელ სფე­რო­ში გნე­ბავთ? არ არ­სე­ბობს თურ­მე ვაჟა, აკა­კი, გა­ლა­კტი­ო­ნი?

რა­ტომ ვარ­თო წილ­ხვედ­რი ქვე­ყა­ნაო? ბრძა­ნებთ... "ქარ­თლის ცხოვ­რე­ბა" გვამ­ცნობს: "და შემ­დგო­მად ამაღ­ლე­ბი­სა უფ­ლი­სა, რა ჟამს წილ იგ­დეს მო­ცი­ქულ­თა, მა­შინ ყოვ­ლად წმი­და­სა ღმრთის მშო­ბელ­სა წი­ლად ხვდა მოქ­ცე­ვად ქვე­ყა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­სა" ("ქარ­თლის ცხოვ­რე­ბა", რე­დაქ­ტორ-გა­მომ­ცე­მე­ლი ს. ყა­უხ­ჩიშ­ვი­ლი, I, გვ. 37).

ბა­ტო­ნო ზვი­ად, სხვა ვინ ან რო­მე­ლი ქვე­ყა­ნა იტყვის წილ­ხვედ­რი ქვე­ყა­ნა ვარ­თო, ეს მათი ნე­ბაა, უნ­დათ თქვან, უნ­დათ არა, ღმერ­თმა კარ­გად ამ­ყო­ფოდ...

გე­თან­ხმე­ბით "ლამ­ბორ­გი­ნი", "ბუ­გა­თი" და "ფერ­ა­რიც" დი­დე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბია... მაგ­რამ ეჭვი მე­პა­რე­ბა, რო­მე­ლი­მე იტა­ლი­ელ­მა თა­ვი­სი ქვე­ყა­ნა სპა­გე­ტის შე­ა­და­როს... და თუ თქვენ­თვის სა­ქარ­თვე­ლო მხო­ლოდ სა­ხინ­კლეა... ძა­ლი­ან გული მწყდე­ბა, მეტ­საც გე­ტყვით, შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი ვარ...", - წერს მიშა გო­მი­აშ­ვი­ლი.

შეურაცხყოფილი ვარ! - მიშა გომიაშვილის მწვავე პასუხი დიზაინერს, რომელსაც საქართველო წილხვედრობის ღირსად არ მიაჩნია

შეურაცხყოფილი ვარ! - მიშა გომიაშვილის მწვავე პასუხი დიზაინერს, რომელსაც საქართველო წილხვედრობის ღირსად არ მიაჩნია

მსახიობი მიშა გომიაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჯავშანმანქანა "დიდგორის" დიზაინერის, ზვიად ცოკალიას განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან "მძიმე კაცთან" გააკეთა. დიზაინერის თქმით, საქართველოს, რომელსაც მხოლოდ ხინკალი აქვს, არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია წილხვედრი ქვეყანა ერქვას.

შეგახსენებთ, ციკოლია რუსული "სუპერქარის" – "რუსობალტის", "Volga V12" Coupe-ს, "ბუგატისა" და "პეჟო 1007"-ის ავტორია.

"სიმართლე გითხრათ გაოგნებული ვარ... თქვენ დიდებული ადმიანების ოჯახში დაიბადეთ და გაიზარდეთ, ხელოვანი ხალხის ოჯახში, სკოლაც მგონი საქართველოში დაამთავრეთ, თქვენ სულ რაღაც ათი წლით ხართ ჩემზე ახალგაზრდა, მაშინ საქართველოს ისტორიას კარგად გვასწავლიდნენ სკოლაში... არ იწყება საქართველოს ისტორია 2003 წლიდან... სვეტიცხოველი ვინ და სად ააგო?... ან ვეფხისტყაოსანი ვინ დაწერა? ან თამარი არ ყავდა საქართველოს? ან დავითი? მიქელანჯელოს რომ ახსენებთ დამიანე არ გახსნდებათ? იყო ასეთი ფერმწერი XIV საუკუნის ქართველი მხატვარი, ვინც უბისის ეკლესია მოხატა... არც ფიროსმანი იყო ამქვეყნად? არც გუდიაშვილი? მსგავსი ბუმდერაზი მხატვრების სია ძალიან დიდი გამომივა.... პავაროტიო ბრძანებთ, რა ვუყოთ პაატა ბურჭულაძეს? და მთელ ქართველ ქალბატონებს, ოპერის მომღერლებს ვგულისხმობ, რომლებმაც დაიპყრეს მსოფლიო საოპერო სცენები, ფელინი ქართულ კინოზე რა აზრისაც იყო თავად მოგეხსენებათ, მგონია... მარტო ოთარ იოსელიანი უკვე საკმარისია, რომ არ ვახსენოთ სხვა დიდი რეჟსორები, მაგალითად მიხეილ კალატოზიშვილი, იმედია გაგიგიათ... კიდევ რომელ სფეროში გნებავთ? არ არსებობს თურმე ვაჟა, აკაკი, გალაკტიონი?

რატომ ვართო წილხვედრი ქვეყანაო? ბრძანებთ... "ქართლის ცხოვრება" გვამცნობს: "და შემდგომად ამაღლებისა უფლისა, რა ჟამს წილ იგდეს მოციქულთა, მაშინ ყოვლად წმიდასა ღმრთის მშობელსა წილად ხვდა მოქცევად ქვეყანა საქართველოსა" ("ქართლის ცხოვრება", რედაქტორ-გამომცემელი ს. ყაუხჩიშვილი, I, გვ. 37).

ბატონო ზვიად, სხვა ვინ ან რომელი ქვეყანა იტყვის წილხვედრი ქვეყანა ვართო, ეს მათი ნებაა, უნდათ თქვან, უნდათ არა, ღმერთმა კარგად ამყოფოდ...

გეთანხმებით "ლამბორგინი", "ბუგათი" და "ფერარიც" დიდებული მანქანებია... მაგრამ ეჭვი მეპარება, რომელიმე იტალიელმა თავისი ქვეყანა სპაგეტის შეადაროს... და თუ თქვენთვის საქართველო მხოლოდ სახინკლეა... ძალიან გული მწყდება, მეტსაც გეტყვით, შეურაცხყოფილი ვარ...", - წერს მიშა გომიაშვილი.

"არაჩვეულებრივი იყო, როცა ეს წერილები წაიკითხა, გაოცდა და გულში ჩაიკრა ნაგროვები სიყვარული" - ეკა ბესელია შვილს დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს

"სულელური შეზღუდვაა კომენდანტის საათი... ადამიანები ყოველთვის იპოვიან გამოსავალს და ეს შეიძლება კატასტროფის მიზეზი გახდეს" - ზურაბ გურული შეზღუდვების საფრთხეებზე

"კულტურული სტერეოტიპებით გაჟღენთილ საქართველოში, მაგარი ბანძობაა იყო ცოლი" - მარიამ კუკუნაშვილი