პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალურად წასულები - "ოცნების" მაღალჩინოსნები, რომლებმაც თანამდებობა ხმაურით დატოვეს
სკანდალურად წასულები - "ოცნების" მაღალჩინოსნები, რომლებმაც თანამდებობა ხმაურით დატოვეს

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­ში მი­ნის­ტრე­ბი ხში­რად იც­ვლე­ბი­ან, იხ­სნე­ბი­ან, სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გა­დაჰ­ყავთ და ა.შ. ღსა­ნიშ­ნა­ვია, რომ მი­ნის­ტრე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მოხ­სნა ან სა­კუ­თა­რი ნე­ბით გა­დად­გო­მა ასე­ვე ხში­რად სკან­და­ლებს უკავ­შირ­დე­ბა.

ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე

გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას ოთო ფარ­ცხა­ლა­ძე სულ რამ­დე­ნი­მე თვე იკა­ვებ­და. ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მან აჩი­კო კბი­ლაშ­ვი­ლი შეც­ვა­ლა. 2008 წლამ­დე მუ­შა­ობ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, სხვა­დას­ხვა სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე, გარ­და ამი­სა იყო სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ენერ­გე­ტი­კის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის წევ­რი. ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნას დიდი ხმა­უ­რი მოჰ­ყვა, ამ­ბობ­დნენ, რომ ის ბე­რას მე­გობ­რის მამა იყო და სწო­რედ ამ მიზ­ნით შე­ირ­ჩა მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პოსტზე. ფარ­ცხა­ლა­ძეს თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა გიგი უგუ­ლა­ვას მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, სკან­და­ლუ­რი ცნო­ბის შემ­დეგ მო­უხ­და. ქა­ლა­ქის ყო­ფილ­მა მერ­მა გა­ავ­რცე­ლა ნა­სა­მარ­თლე­ო­ბის ცნო­ბა. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ ფარ­ცხა­ლა­ძემ გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რე­ბის დროს ბო­ტა­სე­ბი მო­ი­პა­რა. გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა პოს­ტი პი­რა­დი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ტო­ვა და მას შემ­დეგ არ­სად გა­მო­ჩე­ნი­ლა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოპო­ნენ­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ის დღემ­დე ერე­ვა პრო­კუ­რა­ტუ­რის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

და­ვით კირ­ვა­ლი­ძე

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, და­ვით კირ­ვა­ლი­ძე ტრაქ­ტო­რებს შე­ე­წი­რა. ის ტა­ნამ­დე­ბო­ბი­დან 2013 წლის 2 მა­ისს გა­დად­გა. მას ბრა­ლად დიდი ოდე­ნო­ბით ტან­ხე­ბის გაფ­ლან­გვა წა­უ­ყე­ნეს, თუმ­ცა 2014 წლის 4 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ეგ­რეთ წო­დე­ბულ "ტრაქ­ტო­რე­ბის საქ­მე­ზე" სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლი სა­სა­მარ­თლო­დან გა­ი­ტა­ნა და და­კა­ვე­ბუ­ლებს დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის გაფ­ლან­გვის ბრალ­დე­ბა მო­ეხ­სნათ. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ სა­უბ­რობ­დნენ, რომ კირ­ვა­ლი­ძე მი­ნის­ტრის სა­ვარ­ძელს და­უბ­რუნ­დე­ბო­და, თუმ­ცა ეს ჭო­რე­ბი არ გა­მარ­თლდა.

ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძე

შს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძე სა­კუ­თა­რი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის და სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბის გამო, ყვე­ლა­ზე სკან­და­ლურ მი­ნის­ტრად ით­ვლე­ბო­და. როცა მი­ნის­ტრის პოსტზე და­ი­ნიშ­ნა, ოპო­ნენ­ტე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ღა­რი­ბაშ­ვილ­თან ახ­ლობ­ლო­ბის გამო შე­ირ­ჩა ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. სა­ნამ მი­ნის­ტრი გახ­დე­ბო­და, ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძე 2008-2009 წლებ­ში მუ­შა­ობ­და თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის და ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ო­ნის სხვა­დას­ხვა გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. 2009 წელს და­ი­ნიშ­ნა შსს-ს თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის სამ­მარ­თვე­ლოს დე­ტექ­ტი­ვის თა­ნა­შემ­წე-გა­მომ­ძი­ე­ბე­ლად. 2010-2011 წლებ­ში და­წი­ნა­ურ­და და გახ­და შსს-ს თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის სამ­მარ­თვე­ლოს დე­ტექ­ტივ-გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი. 2011-2012 წლებ­ში მუ­შა­ო­ბა გა­ნაგ­რძო შსს-ს თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის სამ­მარ­თვე­ლოს პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. 2012-2013 წლებ­ში მსა­ხუ­რობ­და შსს-ს კა­ხე­თის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სად. რო­გორც კი მი­ნის­ტრად და­ი­ნიშ­ნა, "ფე­ის­ბუქ­ზე" და­წე­რი­ლი პოს­ტის გამო, სა­დაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­და­სა­ჭე­რი შე­ფა­სე­ბა ეწე­რა, მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კეს. სკან­და­ლი მოჰ­ყვა მის გა­მოს­ვლას პარ­ლა­მენ­ტში ჰე­რო­ი­ნის ამო­ღე­ბის საქ­მე­ზე. სა­დაც აღ­მოჩ­ნდა, რომ მას თა­ლი­ბა­ნი პი­როვ­ნე­ბა ეგო­ნა. ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­დად­გა. ზურა ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მამა, იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი მას შვი­ლის მკვლე­ლე­ბის მფარ­ვე­ლო­ბა­ში სდებ­და ბრალს. როცა იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი აა­ფეთ­ქეს, ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა და ამ პოსტზე ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა ჩა­ა­ნაც­ვლა.

ირაკ­ლი ალა­სა­ნია

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ალა­სა­ნია თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მოხ­სნა და მის ნაც­ვლად მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძე და­ნიშ­ნა. ალა­სა­ნი­ას სა­კუ­თა­რი ნე­ბით მიჰ­ყვა მაია ფან­ჯი­კი­ძე და ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლი. ალა­სა­ნია ე.წ. "კა­ბე­ლე­ბის საქ­მეს" შე­ე­წი­რა, ამ საქ­მე­ზე თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რამ­დე­ნი­მე მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი და­ა­პა­ტიმ­რეს. ერ­თკვი­რი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ თა­ნამ­დე­ბო­ბის სა­კუ­თა­რი ნე­ბით და­ტო­ვე­ბა არ ისურ­ვა და თა­ვად პრე­მი­ერ­მა მოხ­სნა. ამას დიდი აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა, ვნე­ბა­თა­ღელ­ვა ამ სა­კი­თხზე დღემ­დე გრძელ­დე­ბა. ამ­ბობ­დნენ, რომ ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" გა­ერ­თი­ან­დე­ბო­და, თუმ­ცა ალა­სა­ნია ამას დღემ­დე უარ­ყოფს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

სკანდალურად წასულები - "ოცნების" მაღალჩინოსნები, რომლებმაც თანამდებობა ხმაურით დატოვეს

სკანდალურად წასულები - "ოცნების" მაღალჩინოსნები, რომლებმაც თანამდებობა ხმაურით დატოვეს

საქართველოს მთავრობაში მინისტრები ხშირად იცვლებიან, იხსნებიან, სხვა თანამდებობაზე გადაჰყავთ და ა.შ. ღსანიშნავია, რომ მინისტრების თანამდებობიდან მოხსნა ან საკუთარი ნებით გადადგომა ასევე ხშირად სკანდალებს უკავშირდება.

ოთარ ფარცხალაძე

გენერალური პროკურორის თანამდებობას ოთო ფარცხალაძე სულ რამდენიმე თვე იკავებდა. ამ თანამდებობაზე მან აჩიკო კბილაშვილი შეცვალა. 2008 წლამდე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, გარდა ამისა იყო საქართველოს პარლამენტის ენერგეტიკის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი. ოთარ ფარცხალაძის თანამდებობაზე დანიშვნას დიდი ხმაური მოჰყვა, ამბობდნენ, რომ ის ბერას მეგობრის მამა იყო და სწორედ ამ მიზნით შეირჩა მთავარი პროკურორის პოსტზე. ფარცხალაძეს თანამდებობის დატოვება გიგი უგულავას მიერ გავრცელებული, სკანდალური ცნობის შემდეგ მოუხდა. ქალაქის ყოფილმა მერმა გაავრცელა ნასამართლეობის ცნობა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამტკიცებდნენ, რომ ფარცხალაძემ გერმანიაში ცხოვრების დროს ბოტასები მოიპარა. გენერალურმა პროკურორმა პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და მას შემდეგ არსად გამოჩენილა. "ქართული ოცნების" ოპონენტების განცხადებით, ის დღემდე ერევა პროკურატურის საქმიანობაში.

დავით კირვალიძე

სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, დავით კირვალიძე ტრაქტორებს შეეწირა. ის ტანამდებობიდან 2013 წლის 2 მაისს გადადგა. მას ბრალად დიდი ოდენობით ტანხების გაფლანგვა წაუყენეს, თუმცა 2014 წლის 4 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ეგრეთ წოდებულ "ტრაქტორების საქმეზე" სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოდან გაიტანა და დაკავებულებს დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდება მოეხსნათ. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საუბრობდნენ, რომ კირვალიძე მინისტრის სავარძელს დაუბრუნდებოდა, თუმცა ეს ჭორები არ გამართლდა.

ალექსანდრე ჭიკაიძე

შს ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე საკუთარი ინტერვიუების და სხვადასხვა მიზეზების გამო, ყველაზე სკანდალურ მინისტრად ითვლებოდა. როცა მინისტრის პოსტზე დაინიშნა, ოპონენტები ამბობდნენ, რომ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან ახლობლობის გამო შეირჩა ამ თანამდებობაზე. სანამ მინისტრი გახდებოდა, ალექსანდრე ჭიკაიძე 2008-2009 წლებში მუშაობდა თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის და ვაკე-საბურთალოს რაიონის სხვადასხვა განყოფილებაში. 2009 წელს დაინიშნა შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელად. 2010-2011 წლებში დაწინაურდა და გახდა შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი. 2011-2012 წლებში მუშაობა განაგრძო შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. 2012-2013 წლებში მსახურობდა შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად. როგორც კი მინისტრად დაინიშნა, "ფეისბუქზე" დაწერილი პოსტის გამო, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი შეფასება ეწერა, მკაცრად გააკრიტიკეს. სკანდალი მოჰყვა მის გამოსვლას პარლამენტში ჰეროინის ამოღების საქმეზე. სადაც აღმოჩნდა, რომ მას თალიბანი პიროვნება ეგონა. ალექსანდრე ჭიკაიძე თანამდებობიდან რამდენიმე თვის წინ გადადგა. ზურა ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი მას შვილის მკვლელების მფარველობაში სდებდა ბრალს. როცა იური ვაზაგაშვილი ააფეთქეს, ალექსანდრე ჭიკაიძე თანამდებობიდან გადადგა და ამ პოსტზე ვახტანგ გომელაურმა ჩაანაცვლა.

ირაკლი ალასანია

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოხსნა და მის ნაცვლად მინდია ჯანელიძე დანიშნა. ალასანიას საკუთარი ნებით მიჰყვა მაია ფანჯიკიძე და ალექსი პეტრიაშვილი. ალასანია ე.წ. "კაბელების საქმეს" შეეწირა, ამ საქმეზე თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი დააპატიმრეს. ერთკვირიანი დაპირისპირების მიუხედავად, ირაკლი ალასანიამ თანამდებობის საკუთარი ნებით დატოვება არ ისურვა და თავად პრემიერმა მოხსნა. ამას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, ვნებათაღელვა ამ საკითხზე დღემდე გრძელდება. ამბობდნენ, რომ ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრი "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანდებოდა, თუმცა ალასანია ამას დღემდე უარყოფს.

თამარ ბოჭორიშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა