12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და საზოგადოებრივ სტატუსი. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას ოპონენტებთან. არ გაანაწყენოთ გარშემო მყოფები.
კურო
დღეს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიაღწევთ წარმატებას. მოასწარით საჭირო დოკუმენტების გაფორმება; მოლაპარაკებების გამართვა.
ტყუპი
უკეთესი მომავლის იმედი გაგიჩნდებათ; შეიძლება ან საპასუხისმგებლო საქმიანობა ჩაგაბარონ, ან ხელფასი მოგიმატონ. მოერიდეთ ფულის ხარჯვას. მის საეჭვო საქმიანობაში დაბანდებას.
კირჩხიბი
რაც უფრო მეტად იაქტიურებთ, მით მეტ წარმატებას მიაღწევთ. გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა და დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან.
ლომი
დღე დასამახსოვრებელი იქნება მოულოდნელი შეხვედრებით, სატელეფონო ზარებით, სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებით. სახლში - სტუმრიანობით.
ქალწული
გარშემო მყოფების საქმეების მოგვარებას ნუ იკისრებთ. მხოლოდ დაეხმარეთ. ნუ ჩაერევით ახლობლების საქმეებში. გაღიზიანების გარდა სხვას ვერაფერს გამოიწვევთ მათში.
სასწორი
მოერიდეთ ავანტიურულ და სარისკო ქმედებებს. ემოციებს აყოლილი ნუ მიიღებთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს.
მორიელი
ყველა საქმიანობაში წარმატებას მიაღწევთ. მთავარია, დაისახოთ მიზანი და გვერდით ერთგული ადამიანები გყავდეთ. მოერიდეთ ვალების აღებას და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.
მშვილდოსანი
უფროსისგან საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ და უარის თქმა არც გაბედოთ. კეთილსინდისიერად და ყურადღებით თუ იმუშავებთ, ყველაფერი გამოგივათ.