სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი - ხელისუფლების მთავარი მიზანია საქმის კეთება შოუ მასკარადების გარეშე
ირაკლი ღარიბაშვილი - ხელისუფლების მთავარი მიზანია საქმის კეთება შოუ მასკარადების გარეშე

ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რი და აბ­სო­ლუ­ტუ­რად უინ­ტე­რე­სოა ვინ რას მო­იწ­ვევს და ვინ რას გა­ა­კე­თებს, - ასე უპა­სუ­ხა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვას პრე­ზი­დენ­ტის მიერ რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო სხდო­მის მოწ­ვე­ვის თა­ო­ბა­ზე.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის გან­მარ­ტე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია ხალ­ხზე ზრუნ­ვა და საქ­მის კე­თე­ბა შოუ მას­კა­რა­დე­ბის გა­რე­შე. "ჩვენ უნდა ვი­ყოთ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ხალ­ხზე, ადა­მი­ა­ნებ­ზე, და­ნარ­ჩე­ნი ფორ­მა­ლო­ბე­ბი – ეს არ არის ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო. ჩვენ­თვის მთა­ვა­რია, რომ საქ­მე გა­ვა­კე­თოთ და ვი­ფიქ­როთ ხალ­ხზე, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე, ყვე­ლამ ერ­თად, რა­ღაც შოუ მას­კა­რა­დე­ბის გა­რე­შე", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ღიაა და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის რა­ი­მე ტი­პის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა­ზე უარი არას­დროს უთ­ქვამს. "ვინც არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი საქ­მე გა­ა­კე­თოს, ის საქ­მეს გა­ა­კე­თებს. ჩვენ ყო­ველ­თვის ღია ვართ და კო­მუ­ნი­კა­ცია გვაქვს ყვე­ლა უწყე­ბას­თან. არას­დროს უარი არ გვით­ქვამს არა­ვის­თვის რა­ი­მე სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა­ზე, შე­სა­ბა­მი­სად, ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რი და აბ­სო­ლუ­ტუ­რად უინ­ტე­რე­სოა, ვინ რას მო­იწ­ვევს, ვინ რას გა­ა­კე­თებს. ჩვენ ყვე­ლა­ნი, პრე­ზი­დენ­ტი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, მი­ნის­ტრე­ბი, გამ­გებ­ლე­ბი, მე­რე­ბი, უნდა ვი­ყოთ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე, ადა­მი­ა­ნებ­სა და საქ­მის კე­თე­ბა­ზე", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა

ირაკლი ღარიბაშვილი - ხელისუფლების მთავარი მიზანია საქმის კეთება შოუ მასკარადების გარეშე

ირაკლი ღარიბაშვილი - ხელისუფლების მთავარი მიზანია საქმის კეთება შოუ მასკარადების გარეშე

ჩემთვის გაუგებარი და აბსოლუტურად უინტერესოა ვინ რას მოიწვევს და ვინ რას გააკეთებს, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის თაობაზე.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ხელისუფლების მთავარი მიზანია ხალხზე ზრუნვა და საქმის კეთება შოუ მასკარადების გარეშე. "ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული ხალხზე, ადამიანებზე, დანარჩენი ფორმალობები – ეს არ არის ჩემთვის საინტერესო. ჩვენთვის მთავარია, რომ საქმე გავაკეთოთ და ვიფიქროთ ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე, ყველამ ერთად, რაღაც შოუ მასკარადების გარეშე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ღიაა და დაინტერესებული პირებისთვის რაიმე ტიპის ინფორმაციის მიწოდებაზე უარი არასდროს უთქვამს. "ვინც არის დაინტერესებული საქმე გააკეთოს, ის საქმეს გააკეთებს. ჩვენ ყოველთვის ღია ვართ და კომუნიკაცია გვაქვს ყველა უწყებასთან. არასდროს უარი არ გვითქვამს არავისთვის რაიმე სახის ინფორმაციის მიწოდებაზე, შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარი და აბსოლუტურად უინტერესოა, ვინ რას მოიწვევს, ვინ რას გააკეთებს. ჩვენ ყველანი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრები, გამგებლები, მერები, უნდა ვიყოთ ორიენტირებული ჩვენს ქვეყანაზე, ადამიანებსა და საქმის კეთებაზე", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა