კიევში, ერთ-ერთ მეტროსადგურთან აფეთქება მოხდა. "უნიანის" ცნობით, აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. დაშავებულები არ არიან.
ინციდენტი ადგილობრივი დროით 09:00 საათზე "ვიდუბიჩის" მეტროსადგურთან მოხდა. სამართალდამცავი უწყებების ცნობით, უცნობმა პირმა ერთ-ერთი ჯიხურის მიმართულებით ყუმბარა ისროლა. შედეგად დაზიანდა ჯიხურის სახურავი, სადაც "შაურმას" ყიდდნენ.