საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს სააკაშვილის მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა, სადაც შესაძლებელია, სისხლი დაიღვაროს" - საშიში მოლოდინები 21 მარტის აქციის წინ
"ეს სააკაშვილის მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა, სადაც შესაძლებელია, სისხლი დაიღვაროს" - საშიში მოლოდინები 21 მარტის აქციის წინ

21 მარტს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" აქ­ცი­ას მარ­თავს და ისე­ვე, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის წინა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის წინ, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლია პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი და მე­ტიც, სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი ტრის­ტან წი­თე­ლაშ­ვი­ლი მოვ­ლე­ნე­ბის უფრო დრა­მა­ტულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზეც სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ შე­საძ­ლოა, სის­ხლიც და­იღ­ვა­როს. ასე­თი­ვე მძაფრ პროგ­ნო­ზებს აკე­თებს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ნი­კო­ლოზ მჟა­ვა­ნა­ძეც, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის გარ­კვე­ულ და­ნა­ყოფს გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. "21 მარ­ტის მი­ტინგზე ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი გეგ­მა­ვენ, რომ აქ­ცია სის­ხლდაღ­ვრი­ლად და დარ­ბე­უ­ლად მო­ი­ნათ­ლოს", - ამ­ბობს მჟა­ვა­ნა­ძე.

კონ­კრე­ტუ­ლად, რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლო­ბენ და რა აძ­ლევთ ხმა­უ­რი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბის სა­ფუძ­ველს, ამის შე­სა­ხებ Ambebi.ge ტრის­ტან წი­თე­ლაშ­ვილს ესა­უბ­რა.

- 21 მარ­ტი - ეს არის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი თით­ქოს­და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია და ცდი­ლო­ბენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ ერთხელ აუ­რი­ონ თავ­გზა. იძა­ხი­ან, თით­ქოს­და ქვე­ყა­ნა­ში ეკო­ნო­მი­კა არას­წო­რად ვი­თარ­დე­ბა და იმას არ ამ­ბო­ბენ, რომ სხვა ქვეყ­ნებ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ვა­ლუ­ტა უფრო უა­რეს დღე­შია და ეს არის სა­ერ­თა­შო­რი­სო ინფლა­ცი­უ­რი პრობ­ლე­მა. სხვა­თა შო­რის, სხვა ვა­ლუ­ტე­ბის ფონ­ზე ლარი კი­დევ უფრო მყა­რად დგას. ამათ უნდა ხალ­ხში პა­ნი­კა და­თე­სონ. მა­გათ აქვთ გეგ­მა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა მა­სი­უ­რად გა­მო­იყ­ვა­ნონ ქუ­ჩა­ში და მერე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი. ზუს­ტად ისე, რო­გორც მოხ­და უკ­რა­ი­ნა­ში. ეს ხდე­ბა პირ­და­პირ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით და მი­თი­თე­ბით. მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ უკ­რა­ი­ნი­დან ჯგუ­ფე­ბი არი­ან ჩა­მო­სუ­ლი. ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი არი­ან "ზონ­დერ ჯგუ­ფე­ბი", რომ­ლე­ბიც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მსვლე­ლო­ბის დროს მო­ახ­დე­ნენ პრო­ვო­კა­ცი­ებს, რათა ეს გა­და­ი­ზარ­დოს მა­სი­ურ არე­უ­ლო­ბა­ში და მოხ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ქუ­ჩა­ში გა­მოყ­ვა­ნა, ხოლო ამის მერე და­ი­წყონ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პირსპი­რე­ბა და სწო­რედ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი გზით აი­ღონ ხელ­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბა. ეს არის სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი აქ­ცია, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, სის­ხლი და­იღ­ვა­როს.

- რა გაძ­ლევთ ამის თქმის სა­ფუძ­ველს?

- მე გა­მაჩ­ნია ნუს­ხა, თუ რამ­დენ ზონ­დერ­ზეა გა­ცე­მუ­ლი ია­რა­ღი. მე არა­ერ­თხელ გა­ვა­კე­თე გან­ცხა­დე­ბა, რომ ბა­ჩა­ნა ახა­ლი­ას მი­ნის­ტრო­ბის დროს გა­ცე­მუ­ლია 99 პი­როვ­ნე­ბა­ზე სპე­ცი­ა­რა­ღი. ამ 99 ადა­მი­ა­ნი­დან 17 პირი სა­ერ­თოდ არაა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. ისი­ნი ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბო­ბენ და სწო­რედ ეს სპე­ცჯ­გუ­ფი შე­ე­რე­ვა აქ­ცი­ას და მო­ა­წყობს პრო­ვო­კა­ცი­ებს.

- სა­ი­დან გაქვთ ეს ინ­ფორ­მა­ცია?

- ეს მა­სა­ლე­ბი მო­ვი­პო­ვე ჩემი წყა­რო­ე­ბით. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მე 20 წე­ლი­წა­დი ვმუ­შა­ობ­დი თავ­დაც­ვა­ში და გარ­კვე­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დღემ­დე მაქვს წვდო­მა. ეს ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტა­ცია გა­და­ცე­მუ­ლია სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­ზე და იმე­დია, ისი­ნი მო­ახ­დე­ნენ შე­სა­ბა­მის რე­ა­გი­რე­ბას, რად­გან მათი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა ასეთ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე რე­ა­გი­რე­ბა. ჩვენ წი­ნას­წარ ვა­კე­თებთ გან­ცხა­დე­ბებს და ვახ­დენთ პრე­ვენ­ცი­ას.

- "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ბოლო აქ­ცი­ის წი­ნაც ამ­ბობ­დით მო­სა­ლოდ­ნელ პრო­ვო­კა­ცი­ებ­ზე, მაგ­რამ ამის მსგავ­სი არა­ფე­რი მოხ­და­რა. შეც­დით?

- მა­შინ სწო­რედ ასე­თი პრე­ვენ­ცი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მოხ­და პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა. მა­შინ სე­რი­ო­ზუ­ლი ძალა დავ­დე­ქით და და­ი­ნა­ხეს რომ, თუ რა­ი­მეს მო­ინ­დო­მებ­დნენ, ძა­ლი­ან ცუ­დად მო­უბ­რუნ­დე­ბო­დათ. ჩვე­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე საქ­მე­ში ჩა­ერ­თო შსს-ს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი და გა­ა­ნე­იტ­რა­ლეს მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხე. აიყ­ვა­ნეს ის ადა­მი­ა­ნე­ბი მკაცრ კონ­ტროლ­ზე და სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლაფ­რის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა მოხ­და. მე კი­დევ ერთხელ ვაფრ­თხი­ლებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რებს, რომ შე­ეშ­ვან ბინ­ძურ პრო­ვო­კა­ცი­ებს, თო­რემ ეს ისევ მათ წი­ნა­აღ­მდეგ მოტ­რი­ალ­დე­ბა. ეს აქ­ცია მი­მარ­თუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და მხო­ლოდ სა­ა­კაშ­ვი­ლის ინ­ტე­რესს ემ­სა­ხუ­რე­ბა. ეს არის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი და ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ და­გეგ­მი­ლი აქ­ცია და ეს ყვე­ლამ უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

"ეს სააკაშვილის მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა, სადაც შესაძლებელია, სისხლი დაიღვაროს" - საშიში მოლოდინები 21 მარტის აქციის წინ

"ეს სააკაშვილის მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა, სადაც შესაძლებელია, სისხლი დაიღვაროს" - საშიში მოლოდინები 21 მარტის აქციის წინ

21 მარტს "ნაციონალური მოძრაობა" აქციას მართავს და ისევე, როგორც პოლიტიკური პარტიის წინა საპროტესტო აქციის წინ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსალოდნელია პროვოკაციები და მეტიც, სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი მოვლენების უფრო დრამატულ განვითარებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ შესაძლოა, სისხლიც დაიღვაროს. ასეთივე მძაფრ პროგნოზებს აკეთებს უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძეც, რომელიც აცხადებს, რომ "ნაციონალები" უკრაინის პოლიციური ძალების გარკვეულ დანაყოფს გამოიყენებენ. "21 მარტის მიტინგზე ნაციონალები გეგმავენ, რომ აქცია სისხლდაღვრილად და დარბეულად მოინათლოს", - ამბობს მჟავანაძე.

კონკრეტულად, რა ინფორმაციას ფლობენ და რა აძლევთ ხმაურიანი განცხადებების საფუძველს, ამის შესახებ Ambebi.ge ტრისტან წითელაშვილს ესაუბრა.

- 21 მარტი - ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებული თითქოსდა საპროტესტო აქცია და ცდილობენ, საზოგადოებას კიდევ ერთხელ აურიონ თავგზა. იძახიან, თითქოსდა ქვეყანაში ეკონომიკა არასწორად ვითარდება და იმას არ ამბობენ, რომ სხვა ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტა უფრო უარეს დღეშია და ეს არის საერთაშორისო ინფლაციური პრობლემა. სხვათა შორის, სხვა ვალუტების ფონზე ლარი კიდევ უფრო მყარად დგას. ამათ უნდა ხალხში პანიკა დათესონ. მაგათ აქვთ გეგმა, რომ საზოგადოება მასიურად გამოიყვანონ ქუჩაში და მერე განახორციელონ პროვოკაციები. ზუსტად ისე, როგორც მოხდა უკრაინაში. ეს ხდება პირდაპირ სააკაშვილის დავალებით და მითითებით. მაქვს ინფორმაცია, რომ უკრაინიდან ჯგუფები არიან ჩამოსული. ასევე, საქართველოში მომზადებული არიან "ზონდერ ჯგუფები", რომლებიც საპროტესტო აქციის მსვლელობის დროს მოახდენენ პროვოკაციებს, რათა ეს გადაიზარდოს მასიურ არეულობაში და მოხდეს საზოგადოების ქუჩაში გამოყვანა, ხოლო ამის მერე დაიწყონ შეიარაღებული დაპირსპირება და სწორედ შეიარაღებული გზით აიღონ ხელში ძალაუფლება. ეს არის სააკაშვილის მიერ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციული აქცია, სადაც შესაძლებელია, სისხლი დაიღვაროს.

- რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

- მე გამაჩნია ნუსხა, თუ რამდენ ზონდერზეა გაცემული იარაღი. მე არაერთხელ გავაკეთე განცხადება, რომ ბაჩანა ახალიას მინისტრობის დროს გაცემულია 99 პიროვნებაზე სპეციარაღი. ამ 99 ადამიანიდან 17 პირი საერთოდ არაა რეგისტრირებული. ისინი ბუნებაში არ არსებობენ და სწორედ ეს სპეცჯგუფი შეერევა აქციას და მოაწყობს პროვოკაციებს.

- საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?

- ეს მასალები მოვიპოვე ჩემი წყაროებით. მოგეხსენებათ, მე 20 წელიწადი ვმუშაობდი თავდაცვაში და გარკვეულ ინფორმაციაზე დღემდე მაქვს წვდომა. ეს ყველა დოკუმენტაცია გადაცემულია სამართალდამცავ ორგანოებზე და იმედია, ისინი მოახდენენ შესაბამის რეაგირებას, რადგან მათი ვალდებულებაა ასეთ ინფორმაციაზე რეაგირება. ჩვენ წინასწარ ვაკეთებთ განცხადებებს და ვახდენთ პრევენციას.

- "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩატარებული ბოლო აქციის წინაც ამბობდით მოსალოდნელ პროვოკაციებზე, მაგრამ ამის მსგავსი არაფერი მოხდარა. შეცდით?

- მაშინ სწორედ ასეთი პრევენციული განცხადებების საშუალებით მოხდა პროვოკაციების თავიდან აცილება. მაშინ სერიოზული ძალა დავდექით და დაინახეს რომ, თუ რაიმეს მოინდომებდნენ, ძალიან ცუდად მოუბრუნდებოდათ. ჩვენი განცხადებების საფუძველზე საქმეში ჩაერთო შსს-ს სპეცსამსახურები და გაანეიტრალეს მოსალოდნელი საფრთხე. აიყვანეს ის ადამიანები მკაცრ კონტროლზე და საბედნიეროდ, ყველაფრის თავიდან აცილება მოხდა. მე კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს,  რომ შეეშვან ბინძურ პროვოკაციებს, თორემ ეს ისევ მათ წინააღმდეგ მოტრიალდება. ეს აქცია მიმართულია საქართველოს საწინააღმდეგოდ და მხოლოდ სააკაშვილის ინტერესს ემსახურება. ეს არის დანაშაულებრივი და ტერორისტული ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი აქცია და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა