Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ჰყვება სამი ახალგაზრდის მკვლელობის თვითმხილველი პოლიციელი
რას ჰყვება სამი ახალგაზრდის მკვლელობის თვითმხილველი პოლიციელი

ახალ­ცი­ხის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში, სამი პი­რის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის, ადი­გე­ნის სა­ჯა­რო რე­ესტრის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, და­ვით კუბ­ლაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე, მკვლე­ლო­ბის თვითმხილ­ველ­მა ადი­გე­ნის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს დე­ტექ­ტივ-გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა თე­ი­მუ­რაზ მსხვი­ლი­ძემ ჩვე­ნე­ბა მის­ცა.

იგი 2014 წლის 28 აგ­ვის­ტოს, მა­რი­ა­მო­ბის ღა­მეს, და­ახ­ლო­ე­ბით 22:00 სა­ა­თის­თვის, ყა­რა­თუბ­ნი­დან ადი­გენ­ში ბრუნ­დე­ბო­და. მსხვი­ლი­ძე სა­მო­ქა­ლა­ქო ფორ­მი­თა და სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნით ყა­რა­თუ­ბან­ში სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მე­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. ვიდ­რე ადი­გენ­ში ჩა­ვი­დო­და, გზა­ზე ოთხი ახალ­გაზ­რდა შეხ­ვდა.

"სა­ხე­ზე ვიც­ნობ­დი, ვინც იყ­ვნენ. მან­ქა­ნის ფა­რე­ბი რომ მი­ვა­ნა­თე, სამი - წელს ზე­მო­დან შიშ­ვე­ლი იყო, ერთი ჩაც­მუ­ლი. მან­ქა­ნა გა­ვა­ჩე­რე, თუმ­ცა, მა­ნამ­დე თვი­თო­ნაც ხელი და­მიქ­ნი­ეს, გა­ა­ჩე­რეო. რომ მო­ვიდ­ნენ ფან­ჯა­რას­თან და და­მი­ნა­ხეს, ბო­დი­შე­ბი მი­ხა­დეს, სხვა გვე­გო­ნეო, ნას­ვა­მე­ბი იყ­ვნენ, მა­რი­ა­მო­ბა მო­მი­ლო­ცეს. ვკი­თხე, დახ­მა­რე­ბა ხომ არ სჭირ­დე­ბო­დათ. ამ სა­უ­ბარ­ში ვი­ყა­ვით, რომ უკან მან­ქა­ნა მოგ­ვად­გა", - იხ­სე­ნებს მსხვი­ლი­ძე.

იმის გამო, რომ გზა­ზე უკან მო­მა­ვა­ლი მან­ქა­ნის გა­სავ­ლე­ლი ად­გი­ლი არ იყო, მსხვი­ლი­ძემ მან­ქა­ნა დაძ­რა, რომ მის უკან მდგომს გას­ცლო­და: "გა­სა­ღე­ბი რომ გა­და­ვატ­რი­ა­ლე, სრო­ლის ხმა გა­ვი­გო­ნე. ვიდ­რე მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვი­დო­დი, ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლის ხმა კი­დევ გა­ვი­გე".

მან­ქა­ნი­დან გად­მო­სულ მსხვი­ლი­ძეს სამი ახალ­გაზ­რდა უკვე ძირს დაგ­დე­ბუ­ლი დახ­ვდა, მის წინ კი სა­მო­ნა­დი­რეო თო­ფით, და­ნი­თა და ვაზ­ნე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი და­ვით კუბ­ლაშ­ვი­ლი იდგა.

"რე­ესტრის უფ­რო­სი იყო და ვიც­ნობ­დი. ხელ­ში თოფი ეჭი­რა და ბი­ჭე­ბის მი­სა­მარ­თით ის­რო­და. ვიყ­ვი­რე, დათო რას აკე­თებ, პო­ლი­ცი­ი­დან ვარ, თემო მსხვი­ლი­ძე-მეთ­ქი. მარ­ჯვე­ნა ხელი ლუ­ლას მოვ­კი­დე და მარ­ცხე­ნა ხელი კი­სერ­ზე შე­მოვ­ხვიე, მაგ­რამ ვერ მო­ვე­რიე, ხელი ისე ძლი­ერ მო­მიქ­ნია, რომ ჩემი მან­ქა­ნის ფა­რებ­თან და­მაგ­დო", - ყვე­ბა მსხვი­ლი­ძე.

მას უკვე კუბ­ლაშ­ვი­ლის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა აღარ შე­ეძ­ლო. მხო­ლოდ ყვი­რო­და, რომ სრო­ლა შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა: "დათო თოფს არ მა­ცი­ლებ­და. მე ამათ და­ხოც­ვას ვა­პი­რებ და ვინც ხელს შე­მიშ­ლი­სო, დე­დის მი­სა­მარ­თით იგი­ნე­ბო­და. მო­მი­წო­დებ­და ად­გი­ლი და­მე­ტო­ვე­ბი­ნა, თო­რემ მეც მომ­კლავ­და".

მსხვი­ლი­ძემ ად­გი­ლი მარ­თლაც და­ტო­ვა. მან ადი­გე­ნის რა­ი­ო­ნულ სამ­მარ­თვე­ლო­ში და სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის­თვის, 112-ზე და­რე­კა. ხუთ წუთ­ში მო­სულ­მა ადი­გე­ნის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მსხვი­ლი­ძე მან­ქა­ნა­ში ჩა­ის­ვეს და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე დაბ­რუნ­დნენ. პო­ლი­ცი­ე­ლებს კუბ­ლაშ­ვი­ლი წელს ზე­მოთ შიშ­ვე­ლი, გზის პირ­ზე მჯდო­მი დახ­ვდათ.

"და­ი­ჩო­ქა, ხე­ლე­ბი აწია და ყვი­რო­და, მე მოვ­კა­ლი ეს ბი­ჭე­ბი, აგერ ვარ, გბარ­დე­ბი­თო", - იხ­სე­ნებს მსხვი­ლი­ძე.

იხი­ლეთ ვრცლად

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რას ჰყვება სამი ახალგაზრდის მკვლელობის თვითმხილველი პოლიციელი

რას ჰყვება სამი ახალგაზრდის მკვლელობის თვითმხილველი პოლიციელი

ახალციხის რაიონულ სასამართლოში, სამი პირის მკვლელობაში ბრალდებულის, ადიგენის საჯარო რეესტრის ყოფილი უფროსის, დავით კუბლაშვილის საქმეზე, მკვლელობის თვითმხილველმა ადიგენის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა თეიმურაზ მსხვილიძემ ჩვენება მისცა.

იგი 2014 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის ღამეს, დაახლოებით 22:00 საათისთვის, ყარათუბნიდან ადიგენში ბრუნდებოდა. მსხვილიძე სამოქალაქო ფორმითა და საკუთარი მანქანით ყარათუბანში სამსახურებრივ საქმეზე იმყოფებოდა. ვიდრე ადიგენში ჩავიდოდა, გზაზე ოთხი ახალგაზრდა შეხვდა.

"სახეზე ვიცნობდი, ვინც იყვნენ. მანქანის ფარები რომ მივანათე, სამი - წელს ზემოდან შიშველი იყო, ერთი ჩაცმული. მანქანა გავაჩერე, თუმცა, მანამდე თვითონაც ხელი დამიქნიეს, გააჩერეო. რომ მოვიდნენ ფანჯარასთან და დამინახეს, ბოდიშები მიხადეს, სხვა გვეგონეო, ნასვამები იყვნენ, მარიამობა მომილოცეს. ვკითხე, დახმარება ხომ არ სჭირდებოდათ. ამ საუბარში ვიყავით, რომ უკან მანქანა მოგვადგა", - იხსენებს მსხვილიძე.

იმის გამო, რომ გზაზე უკან მომავალი მანქანის გასავლელი ადგილი არ იყო, მსხვილიძემ მანქანა დაძრა, რომ მის უკან მდგომს გასცლოდა: "გასაღები რომ გადავატრიალე, სროლის ხმა გავიგონე. ვიდრე მანქანიდან გადმოვიდოდი, ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე გასროლის ხმა კიდევ გავიგე".

მანქანიდან გადმოსულ მსხვილიძეს სამი ახალგაზრდა უკვე ძირს დაგდებული დახვდა, მის წინ კი სამონადირეო თოფით, დანითა და ვაზნებით აღჭურვილი დავით კუბლაშვილი იდგა.

"რეესტრის უფროსი იყო და ვიცნობდი. ხელში თოფი ეჭირა და ბიჭების მისამართით ისროდა. ვიყვირე, დათო რას აკეთებ, პოლიციიდან ვარ, თემო მსხვილიძე-მეთქი. მარჯვენა ხელი ლულას მოვკიდე და მარცხენა ხელი კისერზე შემოვხვიე, მაგრამ ვერ მოვერიე, ხელი ისე ძლიერ მომიქნია, რომ ჩემი მანქანის ფარებთან დამაგდო", - ყვება მსხვილიძე.

მას უკვე კუბლაშვილისთვის წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეეძლო. მხოლოდ ყვიროდა, რომ სროლა შეეჩერებინა: "დათო თოფს არ მაცილებდა. მე ამათ დახოცვას ვაპირებ და ვინც ხელს შემიშლისო, დედის მისამართით იგინებოდა. მომიწოდებდა ადგილი დამეტოვებინა, თორემ მეც მომკლავდა".

მსხვილიძემ ადგილი მართლაც დატოვა. მან ადიგენის რაიონულ სამმართველოში და სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის, 112-ზე დარეკა. ხუთ წუთში მოსულმა ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მსხვილიძე მანქანაში ჩაისვეს და შემთხვევის ადგილზე დაბრუნდნენ. პოლიციელებს კუბლაშვილი წელს ზემოთ შიშველი, გზის პირზე მჯდომი დახვდათ.

"დაიჩოქა, ხელები აწია და ყვიროდა, მე მოვკალი ეს ბიჭები, აგერ ვარ, გბარდებითო", - იხსენებს მსხვილიძე.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ