ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე 25 000-ლარიან ავტომანქანას ითხოვს. დავით დვალის თქმით, არსებული ავტომანქანა ამორტიზებული და მწყობრიდან გამოსულია, რის გამოც ის სახიფათოა.
"მე მყავს მანქანა, რომელშიც წვიმაში წვიმს, ქარში - ქარი უბერავს და გადაადგილების დროს რამდენჯერმე ჩერდება. ავტომანქანის შესაკეთებლად ყოველთვიურად დიდი თანხები იხარჯებოდა, რის გამოც გადავწყვიტეთ გამოგვეცხადებინა ტენდერი და ნორმალური ავტომანქანა შეგვეძინა. ვფიქრობ, ამით "ქამრები უფრო შემოჭერილი" იქნება, რადგან ყოველ თვეში მანქანის შეკეთებისთვის ფულს აღარ დავხარჯავთ", - აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი.