ნინა ხატისკაცი თბილისის ვიცე მერის თანამდებობას დატოვებს

ნინა ხატისკაცი თბილისის ვიცე მერის თანამდებობას დატოვებს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა – თბილისის" თავმჯდომარის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, დედაქალაქის ვიცე მერის თანამდებობაზე ირაკლი ლექვინაძე ნინა ხატისკაცს შეცვლის. ამის შესახებ ირაკლი აბესაძემ დღეს, თბილისის საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც თბილისის მერიაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს შეეხებოდა. ირაკლი აბესაძის შეფასებით, მერიაში "გაუგებარი საკადრო გადაწყვეტილებების მიღების პროცესი" გრძელდება.

"ჩვენი ინფორმაციით, ნინო ხატისკაცის ადგილზე ირაკლი ლექვინაძე დაინიშნება", - აღნიშნა აბესაძემ. ამასთან, დედაქალაქის მერიაში კიდევ ერთი საკადრო ცვლილება იქნება - მერის უკვე ყოფილ მოადგილეს, ავთანდილ მარგიშვილს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილის შეცვლის. დავით ნარმანია მოადგილეების კანდიდატურების საკრებულოსთვის წარდგენას 12 მარტისთვის აპირებს.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა