სოციალურ ქსელში თბილისში, "ჯეოსელისა" და "დიჰაბსის" ერთობლივი პროექტისთვის განკუთვნილ ბანერზე განთავსებული პოსტერის ირგვლივ გამოხმაურებები გრძელდება. საკუთარი მოსაზრება ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნა დიმიტრი შაშკინმა.
ბანერზე გამოსახული იყო "გეორგიევსკის ლენტა" და რუსული წარწერები: Народная акция "Георгиевская ленточка", Помню! Я горжусь! - ანუ სახალხო აქცია "გეორგიევსკის ლენტი; მახსოვს! ვამაყობ!"
"გეორგიევსკის ლენტი" ჩნდება ყველგან, სადაც რუსეთის იწყებს სეპარატისტულ მოძრაობებს.
სამწუხაროდ თბილისი ქუჩებში ჯერ გამოჩნდა ბილბორდებზე რუსული "ტრიკოლორი" - რუსული სახელმწიფო დროშა, ახლა კი გამოჩნდა რუსეთის იმპერიის სიმბოლო, "გეორგიევსკის ლენტა". პოლიტიკაში ყველაფერს აქვს თავისი დატვირთვა, მათ შორის ფერებს და ფერების კომბინაციასაც. ძალიან ბევრმა არც კი იცის, რა არის ეს "გეორგიევსკის ლენტი" და რას ნიშვავს. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არაფერ კავშირში არაა მეორე მსოფლიო ომთან. ეს ლენტი იყო მოგონილი 2006 წელს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დავალებით, როგორც ახალი სიმბოლიკის გავრცელების ერთ-ერთი მაგალითი. ნებისმიერ მსურველს შეუძლია გადაამოწმოს თუ რა ფერების კომბინაციაა ეს ნარინჯისფერი და შავი, ზოგჯერ ეს არის უფრო მოყვითალო, ზოგჯერ ფორთოხლისფერი და შავი. ეს არის რუსეთის იმპერიის დროშა, რომლის ქვეშაც არის მოკლული 10 ათასობით ებრაელი. როცა რუსეთს იმპერიაში ხდებოდა ებრაელთა მკვლელობები, ე.წ. შავი ასეულების მიერ, ეს იყო ამ დაჯგუფებების დროშა, დღესაც ამ დროშას იყენებენ აქტიურად რუსი მონარქისტები და მოფაშისტო ელემენტები. ამ დროშის ქვეშ ახლაც ათასობით უკრაინელს კლავენ უკრაინაში, ამ დროშიც ქვეშ ხდება ყველა ნაციონალისტური პრობლემის წამოწევა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და ისეთი ქვეყანა, როგორიც არის ბელორუსია, დაიწყო ფიქრი საკანონმდებლო დონზე, რომ "გეორგიევსკის" სიმბოლო აიკრძალოს, მაგრამ ჩვენთან საქართველოში აქტიურად გამოჩნდა.
მინდა გითხრათ, რომ ბაბუაჩემი დაიღუპა პოლონეთის გათავისუფლების დროს და აქედან გამომდინარე, მეორე მსოფლიო ომის ტრაგედია ჩემი ოჯახის ტრაგედიაც არის უშუალოდ, ისევე როგორც ბევრი ოჯახის, მაგრამ ამ "გეორგიევსკის ლენტებს", კიდევ ვამბობ, არაფერი საერთო აქვს მეორე მსოფლიო ომთან და ვერც ექნება. ბაბუაჩემს იმისათვსი არ უომია, რომ შემდეგ იმპერიის დროშიც ქვეშ უკრაინელები დაეხოცათ საკუთარ მიწაზე,"- წერს შაშკინი.