ნემცოვის ქალიშვილი მამის მკვლელობის საკუთარ ვერსიას ამხელს

ნემცოვის ქალიშვილი მამის მკვლელობის საკუთარ ვერსიას ამხელს

გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვს ქალიშვილი აცხადებს, რომ მამამისი პოლიტიკური მოტივით მოკლეს. მისი თქმით, რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღარ დარჩა. ის ასევე დასძენს, რომ ნემცოვის მკვლელობით ოპიზიციას "თავი მოკვეთეს".

"დარწმუნებული ვარ ეს დანაშაული პოლიტიკურად იყო მოტივირებული", - აცხადებს ჟანა ნემცოვა გაზეთ Bild am Sonntag-თან საუბარში.

ნემცოვის ქალიშვილს არ სჯერა, რომ პოლიტიკოსის მკვლელს დასჯიან.

შეგახსენებთ, ბორის ნემცოვი, რომელიც წარსულში რუსეთის ხელისუფლებაში რამდენიმე მაღალ თანამდებობას იკავებდა, შემდეგ კი ოპოზიციაში გადავიდა, მოსკოვის ცენტრში 28 თებერვალს მოკლეს. გამოძიება დანაშაულის რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის განიხილება შეკვეთილი მკვლელობის ვერსიაც.

მომზადებულია Bild am Sonntag-ის მიხედვით.

ტეგი: ყველა სიახლე ბორის ნემცოვის მკვლელობის შესახებ

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა