2015 წლის 9 მარტს ცნობილი მსახიობი ოთარ კობერიძე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. რეზო შატაკიშვილი თავის ბლოგპოსტში - "ოთარ კობერიძის პიკანტური თავგადასავლები", წერს:
"ოთარ კობერიძე იგონებს:
"ორნელა მუტის, რუსულ-იტალიურ ფილმ "სიცოცხლე მშვენიერიას" გადაღებისას შევხვდი. იმ პერიოდში ძალიან გულჩათხრობილი იყო. გადასაღებ მოედანზე, ჩრდილში ვისხედით და თავის გულისტკივილს მიზიარებდა. მიამბო, როგორ აწამებდა ქმარი. არ აძლევდა ბავშვის ნახვის უფლებას, თან დიდ თანხას ითხოვდა. მითხრა, მხოლოდ ერთი საფიქრალი მაქვს, ფული შევაგროვო და ბავშვი გამოვისყიდოო. თანავუგრძნე ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, ნიჭიერ მსახიობს, იტალიელი ახალგაზრდების კერპს. მან მადლიერების ნიშნად თავი მკერდზე დამადო, მეც ლოყაზე ვაკოცე...
მეორე დილით გადასაღებ მოედანზე ჟურნალით ხელში მოვარდა მხიარული ორნელა. "ოთარ, ნახე, რა გამოაქვეყნეს "ჭორიკნებმა"? და ჟურნალი მაგიდაზე გადამიშალა, ფოტოზე ორნელას ჩემს მკერდზე ედო თავი, მე კი ვკოცნიდი...
იქვე დაემონტაჟებინათ ორნელას ქმრის დაღრეჯილი სახე და წარწერა: "ორნელა თავისი ახალი თეთრთმიანი სიყვარულით"...
სრულად | ოთარ კობერიძე - "მშვენიერი ორნელას უმშვენიერესი რაინდი"